Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”პროდუქტიული, თუმცა უშედეგო” ხუთმხრივი შეხვედრა


ოკუპირებულ გალში უკვე მეჩვიდმეტედ შეიკრიბნენ აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანი ინციდენტების პრევენცია და მათზე რეაგირებაა.

რამდენიმესაათიანი შეხვედრა, რომელიც გალში - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში - შედგა და რომელსაც ქართული, აფხაზური და რუსული მხარის, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ, კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

შერეული შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტებს, განუცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული, თუმცა უშედეგო. მისივე თქმით, განიხილებოდა ყველა ის საკითხი, რომლებსაც წინა შეხვედრები მიეძღვნა. საუბარია ადმინისტრაციული საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთასა და ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვაზე; ამასთან, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებზე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ოკუპირებულ გალში 22 ივნისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG