რას ნიშნავს სიტყვა “შოუმენი”? ლექსიკონის თანახმად, - ადამიანს, რომელსაც თავის გამოჩენის უნარი აქვს.
პირადად ჩემთვის სემი დევისი უმცროსი სწორედ შოუმენის განსახიერება იყო. გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების მომღერალს, მუსიკოსს, მოცეკვავეს, მსახიობს, იმიტატორს, მიმს სამართლიანად უწოდებდნენ “ადამიან-ორკესტრს”.
“როგორია თქვენი ჰენდიკეპი?” - ჰკითხეს მას გოლფის თამაშის დროს. ინგლისურად სიტყვა “ჰენდიკეპს” აქვს ორი მნიშვნელობა: ერთია სუფთა სპორტული - “ფორა”, და მეორე - “დაბრკოლება”, “ნაკლი”.
პასუხი იყო: “როგორია? მე ვარ ებრაელი, შავკანიანი და, ამავდროულად, ცალთვალა”.
საქმე ისაა, რომ დევისი იუდეველთა რელიგიის მიმდევარი იყო, თვალი კი ავტოავარიაში 1954 წელს დაკარგა, ხოლო რაც შეეხება შავი ფერის კანს, არ დაგვავიწყდეს, რომ გასული საუკუნის სამოციან წლებში ამერიკა რასობრივ პრობლემებში იყო ჩაფლული.
გარეგნულად შეუხედავი, ტანმორჩილი, გამხდარი სემი საოცრად თბილი და მომხიბლავი ადამიანი იყო. საკუთარი თავგადასავალი მან ბესტსელერში “ჰოლივუდი ჩემოდანში” აღწერა.
ცნობილი შოუმენი ნიუ-იორკში, ვოდევილის მსახიობების ოჯახში, 1925 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. მისი მშობლები, სემი დევისი-უფროსი და ელვირა სანჩეს-დევისი, უილი მასტინის ჯგუფში გამოდიოდნენ. პატარა სემი უკვე 4 წლის ასაკში მღეროდა და ცეკვავდა ესტრადაზე.
სემი დევისს სტეპის ცეკვა ერთ-ერთმა საუკეთესო შავკანიანმა მოცეკვავემ ბოჯანგლიზ ბილ რობინსონმა ასწავლა.
1954 წელს დაიწყო დევისის გამოსვლები ნიუ-იორკის რესტორან “კოპაკაბანაში”. სწორედ მაშინ დაიდო მისი კონტრაქტი გრამფირფიტების ფირმა “დეკასთან”. ამას მოჰყვა მონაწილეობა ბროდვეის მიუზიკლებში, გადაღებები ჰოლივუდის კინოფილმებში. ლას-ვეგასიდან ჰოლივუდში ერთ-ერთი მგზავრობის დროს სემმა ავტოავარიაში მარცხენა თვალი დაკარგა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირის შემდეგ იგი ისევ გამოჩნდა ესტრადაზე და ფეხზე დგომელა მაყურებელმა მას ათწუთიანი ოვაცია გაუმართა.
ბუნებით თბილ ადამიანს, სემი დევისს, არასოდეს აკლდა სულიერი სიმტკიცე. 1960 წელს მან თეთრკანიანი სექს-სიმბოლო, შვედი მსახიობი მეი ბრიტი შეირთო ცოლად, რითაც რასისტების საშინელი რეაქცია გამოიწვია. ამ მძიმე ჟამს მას მხარში ამოუდგნენ გამოცდილი მეგობრები - ბინგ კროსბი, ფრენკ სინატრა, დინ მარტინი. სხვათა შორის, ბევრ მათგანს შოუმენი შესანიშნავად პაროდირებდა.
სემი ყელის კიბოთი გარდაიცვალა.
რეპეტიციებსა და კონცერტებზე ის განუწყვეტლივ ეწეოდა სიგარეტს. კითხვაზე, რატომ არ ანებებს თავს წევას, სემი ხუმრობით პასუხობდა: “ვცადე ჰიპნოზის საშუალებით, მაგრამ განზრახვაზე ხელი ავიღე - ვერ ვიტანდი, როდესაც ექიმი ჩემს შუშის თვალს დააშტერდებოდა ხოლმე”.
ექიმების ვერდიქტი მკაცრი იყო: ყელის კიბო.
დასაწყისში ამ განაჩენმა სემი ვერ დააშინა - ის უფრო დიდი მონდომებით მუშაობდა. როცა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მან, ისევე როგორც თავის დროზე ცნობილმა კინომსახიობებმა ჰარი კუპერმა და სტივ მაკკუინმა, შინ ძველი მეგობრები შეკრიბა. მთელი მხიარული საღამოს განმავლობაში დევისმა მხოლოდ ერთხელ მოიხმო თავისთან ფრენკ სინატრა და ყურში ჩაუჩურჩულა: “რა მოკლეა სიცოცხლე...”.
როცა სემი გარდაიცვალა, ფრენკმა გააუქმა დაგეგმილი საკუთარი კონცერტები, რაც შოუბიზნესში უპრეცედენტოა.
სემი დევისის საუკეთესო ძეგლად შეიძლება ჩაითვალოს მისი სახლის შემოსასვლელში მიმაგრებული აბრა, წარწერით: “ეს სახლი მიესალმება ყველა ფერს, ყველა რასას, ყველა რელიგიას, თუ მათ მოაქვთ სიმშვიდე და სიყვარული. დევისი”.