10 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საუბარია სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მეტი კოორდინაცია, ინფორმაციის გაცვლის უკეთ უზრუნველყოფა, ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება პარლამენტში წარსადგენად თუ მეტი თანამშრომლობა საქმეთა წარმოებისას საკონსტიტუციო სასამართლოში. საგანგებო აქცენტი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ახლად დანერგილ ” მეგობრის ინსტიტუტზე” (Amicus Curiae) კეთდება.
მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები სხვადასხვა სახითა და სხვადასხვა დროს ერთმანეთთან 10 მაისამდეც თანამშრომლობდნენ, თუმცა, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის ინიციატივით, მისმა ოფისმა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების განმტკიცების მიზნით, მე-3 სექტორთან უფრო მასშტაბური თანამშრომლობა განიზრახა. ”მემორანდუმით გათვალისწინებულია თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სამართალწარმოების ხაზით”, - ამბობს ომბუდსმენი.
საკონსტიტუციო სამართალწარმოების ხაზით, მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ ისინი კვლავაც მოამზადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელებს და ასევე მაქსიმალურად გამოიყენებენ სასამართლოს ”მეგობრის ინსტიტუტის” ფარგლებში კანონით დაშვებულ შესაძლებლობებს. საუბარია ეგრეთ წოდებულ ”ამიკუს კურიას” (Amicus Curiae) მექანიზმზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში განხილულ საქმეებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი დასკვნის წარდგენის შესაძლებლობას გულისხმობს. აქვე ვთქვათ, რომ დასავლეთის არაერთ წამყვან სახელმწიფოში წარმატებით აპრობირებული ამ პრაქტიკის საქართველოში შემოღება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში დაახლოებით ერთი წლის წინ შეტანილი ცვლილების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
სასამართლოს მეგობრის წერილის მომზადების გარკვეული პრაქტიკა უკვე აქვს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, რომელიც ერთ-ერთია 10 მაისის მემორანდუმზე ხელმომწერთა შორის. მართალია, საიას მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლოში არაერთი სარჩელი აქვს შეტანილი, მაგრამ ”ამიკუს კურიას” მექანიზმი ჯერ არ გამოუყენებია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ასევე ხელმომწერ ორგანიზაციას ”კონსტიტუციის 42-ე მუხლს”. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მანანა კობახიძე სრულ მზადყოფნას გამოხატავს, რომ მისმა ორგანიზაციამ ამ მხრივაც იაქტიუროს და საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველის მიერ შეტანილ ამა თუ იმ სარჩელთან დაკავშირებით ”სასამართლოს მეგობრის დასკვნა” მოამზადოს. ”...დავასაბუთებთ, რატომ არის ესა თუ ის ნორმა არაკონსტიტუციური... და ამით გარკვეულწილად დავეხმარებით სახალხო დამცველსაც და სასამართლოსაც დავეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მანანა კობახიძემ.
10 მაისს ხელმოწერილ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მანანა კობახიძე სახალხო დამცველის ოფისთან სხვა არაერთი სახის თანამშრომლობის ჭრილშიც განიხილავს. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო შედეგიანად გაგრძელდება ზოგიერთ სფეროში ჯერ კიდევ წლების წინ წამოწყებული ორმხრივი თანამშრომლობა. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სახალხო დამცველის ოფისი იქ სხვადასხვა საჩივრით მისულ პირებს იურიდიული დახმარებისთვის ხშირად სწორედ მე-3 სექტორის ორგანიზაციებს უგზავნიდა, სანაცვლოდ კი თავისი წვლილი შეჰქონდა, ამა თუ იმ საქმის წარმოებისას. მანანა კობახიძე ამ ფაქტორს მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს:
”როდესაც ფიქსირდება დარღვევა, განსაკუთრებით როცა ეს ეხება ციხეებში არაადამიანურ მოპყრობას და როდესაც სახალხო დამცველს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოყოს რწმუნებული ან თავად ნახოს ამ დარღვევების ფაქტები და მტკიცებულებები მოიპოვოს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე მისი მხრიდან იყოს შესაბამისი რეაგირება.”
„კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გარდა, 10 მაისს სახალხო დამცველის ოფისთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კიდევ 3-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი, ესენია: ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი “21–ე საუკუნე” და კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი. მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებს შეაფასებენ.