საქართველოში ყველა არჩევნების წინ დგება მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენების საკითხი. ორი დღის წინ ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველომ” გამოაქვეყნა ანგარიში ”საარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ”, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხარჯები უპრეცედენტოდ გაიზარდა. რა მექანიზმით შეიძლება ამ პროცესის შეზღუდვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კანონი არ ირღვევა? ნინო გელაშვილმა ამ თემაზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მიიწვია ადგილობრივ არჩევნებზე მონიტორინგის ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე და ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორი - ნინა ხატისკაცი.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1