მარტი კარგი თვე აღმოჩნდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „ნაბუკოს“ გაზსადენის პროექტისათვის. ბედი ამ გაზსადენისა, რომელიც თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან იწყება და, აზერბაიჯანის გავლით, ბუნებრივ აირს ევროპის ქვეყნებს მიაწვდის, ცოტა ხნის წინ სრულიად უიმედო ჩანდა. მაგრამ მარტის დასაწყისში „ნაბუკო“ ახალი ამბების მთავარ თემად იქცა, როგორც რეალური ალტერნატივა ევროპის ბუნებრივი აირით მოსამარაგებლად. რამ შეუწყო ხელი „ნაბუკოს“ პროექტის გამოცოცხლებას?
„ნაბუკოს“ განხორციელების ახალი შესაძლებლობები გამოვლინდა 4 მარტს, როდესაც თურქეთის პარლამენტმა სამთავრობოთაშორისო შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. თურქეთი იყო ბოლო სატრანზიტო ქვეყანა, ავსტრიის, ბულგარეთის, უნგრეთისა და რუმინეთის შემდეგ, რომელმაც 3300 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. „ნაბუკოს“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა რეინჰარდ მიჩეკმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თურქეთის გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„სამთავრობოთაშორისო შეთანხმება მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობის დოკუმენტია, რადგან იგი ლეგალურ საფუძველს უქმნის ხუთი ქვეყნისათვის საერთო სატრანსპორტო რეჟიმის ამოქმედებას. ეს კი მნიშვნელოვანია ისეთი ტრანსნაციონალური მილსადენების ასამოქმედებლად, როგორიცაა „ნაბუკო“. ეს შეთანხმება ხელმოწერილია ხელშეკრულების სახით, რაც ნიშნავს, რომ მას არ სჭირდება ეროვნული პარლამენტების მხრიდან რატიფიკაცია. დოკუმენტი გაფორმდა 50 წლიანი ვადით, რაც ინვესტორების, ბანკებისა და გადამტვირთავებისთვის საიმედო კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.“
თურქეთის ყოყმანის მიზეზი იყო გარიგების მიღწევა აზერბაიჯანთან, რომელიც „ნაბუკოსთვის“ მნიშვნელოვანი ქვეყანაა. გაზსადენის მშენებლობა, რომელიც თურქეთ-საქართველოს საზღვრებიდან იწყება, უნდა დაუკავშირდეს აზერბაიჯანში არსებულ მილსადენს. თუმცა აზერბაიჯანსა და თურქეთს, რომელიც რეგიონალური პარტნიორები არიან, სჭირდებოდათ ბუნებრივი აირის ფასის შეთანხმება, რაც, აზრებაიჯანის თვალსაზრისით, დაბალი იყო. მაგრამ აზერბაიჯანმა და თურქეთმა აირის ფასთან დაკავშირებით მოილაპარაკეს, რომ შემცირდებოდა საექსპორტო ტარიფების ხარჯი. გარდა ამისა, 10 მარტს აქციების ერთ-ერთ მთავარ მფლობელ, გერმანულ „ერ-ვი-ეიმსა“ და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც კასპიის ზღვის ნახიჭევანის მონაკვეთზე არსებული ბუნებრივი აირის „ნაბუკოსათვის“ ათვისებას ითვალისწინებს.
კიდევ ერთი კარგი ამბავი „ნაბუკოსთვის“ არის ევროკომისიის გადაწყვეტილება, გაზარდოს ევროპის ალტერნატიული მილსადენის მშენებლობა. შარშანდელი მძიმე ზამთრის შემდეგ, როდესაც რუსეთ-უკრაინის დისპუტის გამო რამდენიმე კვირით შეიზღუდა ევროპისათვის რუსეთის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება, ევროკომისიამ 1,5 მილიარდი ევრო გამოყო „ნაბუკოს“ პროექტისათვის, თუმცა ამ თანხიდან „ნაბუკომ“ მხოლოდ 200 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. ამ თვეში ევროკომოსიამ დამატებით კიდევ 2.3 მილიარდი ევრო გამოყო ევროპული ენერგეტიკული პროექტების მხარდასაჭერად, რაშიც „ნაბუკოც“ იგულისხმება. თუმცა რუსეთი კვლავინდებურად ცდილობს დაარწმუნოს ევროპის ქვეყნები, რომ „ჩრდილოეთ ნაკადს“ დიდი უპირატესობა აქვს, „ნაბუკოსთან“ შედარებით.