ქურდებმა კომპიუტერები წაიღეს, სადაც ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი ყველა ინფორმაცია ინახებოდა. ფაქტი დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. პოლიციას დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებია. „არგუსის“, საზოგადოებრივი მონიტორინგისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის, ხელმძღვანელის მანანა მანაგაძის თქმით, ეს არ იყო, უბრალოდ, კრიმინალური ფაქტი, რადგან მძარცველები მათი დოკუმენტაციითაც დაინტერესდნენ.
ქუთაისში ათობით არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, თუმცა ცნობილი მხოლოდ რამდენიმეა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ სექტორი ძველებურად ძლიერი აღარ არის. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ხვიჩა ვაშაყმაძე არასამთავრობო სექტორის შესუსტებას ფინანსური პრობლემებით ხსნის. მანანა მანაგაძე კი, ფინანსურის გარდა, კადრების ხელისუფლებაში გადინების პრობლემასაც ასახელებს.
თავისუფალ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლის მაია მეცხვარიშვილის თქმით, ქალაქში ხელისუფლების სატელიტი ორგანიზაციებიც არსებობენ, რომლებიც არჩევნების დროს ჩნდებიან.
ქუთაისში დედაქალაქში მოქმედი რამდენიმე ორგანიზაციის ფილიალიც მუშაობს, როგორიცაა: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია. ისინი, რეგიონალურ ორგანიზაციებთან შედარებით, უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან, თუმცა მათი საქმიანობა კონკრეტული პროექტის ფარგლებს არ სცდება.