Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში პრაიმერის ოფისი ერთი კვირის წინ გაიხსნა


ქუთაისი
ქუთაისი
პრაიმერში მონაწილე პარტიები საორგანიზაციო საკითხებთან ერთად საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევით არიან დაკავებული. „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ქუთაისელი ლიდერის შოთა ბურჯანაძის თქმით, 7 კანდიდატზე პრაიმერში მონაწილე პარტიები უკვე შეთანხმებულნი არიან, შესარჩევი კიდევ სამი დარჩა.

ქუთაისის საკრებულოს წევრთა რაოდენობა 15–დან 25–მდე გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ახალი საკრებულო 10 მაჟორიტარული და 15 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატით დაკომპლექტდება. ოპოზიციამ კანდიდატთა რაოდენობა აქედან გამომდინარე განსაზღვრა.

„ხალხის პარტიის“ წარმომადგენლის ვეფხვია მიქაუტაძის თქმით, კანდიდატებ,ი ძირითადად, პრაიმერში მონაწილე პარტიების წევრებიდან შეარჩიეს, შეფასებისას კი, ძირითადად, მათი აქტიურობა გაითვალისწინეს.

ერთ–ერთი კანდიდატი, ალექსანდრე კოსტავა, ამომრჩეველთან შესახვედრად ემზადება. მისი პროგრამა ზოგადია და სოციალურ შეღავათებს ითვალისწინებს.

ოპოზიცია ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს ოფიციალურად 27 თებერვალს წარადგენს. პრაიმერი 21 მარტს ჩატარდება – ქუთაისში პარტიებიდან პრაიმერში ჯერჯერობით სამი პარტია მონაწილეობს. როგორც „ხალხის პარტიაში“ აცხადებენ, ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
XS
SM
MD
LG