საქართველოს პარლამენტში სტატისტიკის ახლად ჩამოყალიბებული სამსახურის მმართველი საბჭოს კანდიდატურების განხილვა დაიწყო. 8 წევრისგან შემდგარი საბჭო აღმასრულებელ დირექტორთან ერთად სტატისტიკური უწყების მართვას განახორციელებს. სამსახური არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე.
წლების მანძილზე საქართველოში ბევრი კრიტიკა ისმოდა სტატისტიკის დეპარტამენტის საქმიანობის მიმართ, რომლის მიერ მომზადებულ ინფორმაციას საზოგადოების დიდი ნაწილი უნდობლად ეკიდებოდა. ბევრის აზრით, სტატისტიკური მონაცემების უზუსტობას დეპარტამენტის ეკონომიკის სამინისტროზე დამოკიდებულება განაპირობებდა. ახლა ეს ვითარება მთავრობის ინიციატივითვე შეიცვალა და სტატისტიკის ახალი დამოუკიდებელი სამსახური ჩამოყალიბდა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პრეზიდენტისა და პარლამენტის მიმართ. ეს სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტიად მიაჩნია სტატისტიკის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ჭელიძეს:
”დამოუკიდებლობა უფრო მეტ მოქნილობას და ეფექტურობას მისცემს სამსახურს. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ გავაკეთებთ სერვის-საინფორმაციო ცენტრს ჩვენთან, სამსახურში, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ინფორმაციის წერილობითი ან ზეპირი მიღება - მათ შორის, მეთოდოლოგიაზეც შეგვიძლია განმარტებები გავცეთ.”
ზაზა ჭელიძე ერთ-ერთია იმ 8 პიროვნებას შორის, რომლებიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან.
მათი დამტკიცების საკითხს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს. საბჭოს წევრობის კიდევ ერთი კანდიდატის, გია ჯანდიერის, აზრით, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სტატისტიკის უწყების რეფორმირების კონცეფციის შემუშავებაში, სტატისტიკის სფეროში უფრო მეტი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს კერძო ინიციატივებს:
”რახან მთავრობა აკეთებს სტატისტიკას, მან შეიძლება იკისროს ამ ინფორმაციის მოგროვება და გამოქვეყნება და კერძო სტრუქტურებმა გადამუშავება ითავონ. ეს შექმნის ალტერნატიულ ანალიზს. ამაზეა საუბარი - სტატისტიკა ჩვენთან იყოს ღია და გამჭვირვალე ყველასთვის.”
სტატისტიკური სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობა სახელდება ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად. ოპოზიციონერი დეპუტატის, გურამ ჩახვაძის, განცხადებით, სტატისტიკური სამსახურის პროდუქციის ხარისხის გასაზრდელად საჭირო საკანონმდებლო ბაზა უკვე შექმნილია:
სტატისტიური სამსახურის რეფორმის ავტორებს იმედი აქვთ, რომ, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სტატისტიკური ინფორმაცია უფრო მრავალფეროვანი და სანდო გახდება.

გურამ ჩახვაძე, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
”კანონმდებლობით, ეს სტრუქტურა არის დამოუკიდებელი, იმიტომ რომ სტრუქტურა არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის სუბიექტი. არ არის დამოკიდებული სახელმწიფოზე და არ იქნება სამინისტროებისა და მთავრობის ქვეშ. ამიტომ ის იქნება თავისუფალი თავის ქმედებაში. მე ვფიქრობ, საკანონმდებლო დონეზე ეს მიღწეული არის.” სტატისტიური სამსახურის რეფორმის ავტორებს იმედი აქვთ, რომ, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სტატისტიკური ინფორმაცია უფრო მრავალფეროვანი და სანდო გახდება.