გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქარელის რაიონის სოფელ მოხისში ფრონეს ხეობიდან დევნილი მოსახლეობა ჩაასახლეს. მათი განცხადებით, უხარისხოდ აშენებულ კოტეჯებში ყოფითი პირობები ყოველდღიურად მძიმდება. კედლები სველია, კარ-ფანჯარამ დეფორმაცია განიცადა, იატაკს კი ღარები გაუჩნდა. მაკა მაჭარაშვილის თქმით, წვიმის დროს კარებებიდან წყალი შედის სახლებში.
დევნილებმა არაერთ უწყებას მიმართეს დასახმარებლად, მაგრამ ამ დრომდე პრობლემები მოუგვარებელი რჩება. მოხისში ჩასახლებული ეკატერინე ჭავჭავაძე ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზები გამოსწორდეს.
დევნილებს სხვა პრობლემებიც მრავლად აქვთ - ჩასახლებაში უბნის ექიმი არ არსებობს, ამიტომ ისინი სამედიცინო დახმარების მისაღებად დაბა აგარაში დადიან. გარდა ამისა, მათი თქმით, ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი ავეჯი უკვე დაიშალა, არც გასათბობი საშუალებები აქვთ. ხელისუფლება პირობას დებს, რომ არც ერთი დევნილი წელს შეშის გარეშე არ დარჩება.
მოხისში ჩასახლებულმა დევნილებმა ადგილობრივი ადმინისტრაციისგან დახმარება რომ ვერ მიიღეს, გორში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისს მიაკითხეს. იურისტებმა დევნილებთან შესახვედრად ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაპატიჟეს, მაგრამ შეხვედრას ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია. პრობლემების მოსასმენად მხოლოდ დევნილთა სამმართველოს წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ დასახლებაში შეშის ახალ პარტიას უახლოეს დღეებში შეიტანენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, ასოციაციას მონიტორინგი აქვს დაწესებული დევნილთა მდგომარეობაზე და ვიდრე მათი პირობები არ გაუმჯობესდება, მუშაობას გააგრძელებს.
დევნილები კოტეჯებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ. ხელშეკრულების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში აღმოჩენილი სამშენებლო ხარვეზები სამშენებლო კომპანიამ უნდა გამოასწოროს. თუმცა დევნილებმა არ იციან რომელმა ორგანიზაციამ ააშენა მათი კოტეჯები და შესაბამისად, ვინ შეასრულებს ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას.