ბერლინის კედლის დანგრევიდან და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის დამხობიდან 20 წელი გავიდა. 1989 წელმა მსოფლიოს პოლიტიკური რეალობა მნიშვნელოვნად შეცვალა.
მსოფლიოს ისტორიისთვის 1989 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მღელვარე იყო. სწორედ ამ წელს დაინგრა ბერლინის კედელი და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი დაემხო.
1989 წლის რევოლუციებით, რომელთაგან ზოგი მშვიდობიანი იყო, ზოგიც ძალადობრივი, ზოგი ხალხის წიაღიდან წამოვიდა და ზოგიც კომუნისტური პარტიის ელიტის მიერ იყო ინსპირირებული, ევროპის ცივი ომის პერიოდის დიქტატორები ხელისუფლებას ჩამოშორდნენ, რამაც ამ ქვეყნებში დემოკრატიას და თავისუფალ ბაზარს გაუხსნა გზა.
„გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, თუ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და ლიბერალიზაცია გსურთ, ამ კარიბჭესთან მოდით. ბატონო გორბაჩოვ, გახსენით ეს კარიბჭე. ბატონო გორბაჩოვ, ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!“
იმავე თვეში გორბაჩოვმა „პერესტროიკა“ - პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები - წამოიწყო, კომუნისტური პარტიისთვის დინამიკის შემატების მიზნით. აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები მიხვდნენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების ჩახშობის საქმეში საბჭოთა ტანკების იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ.
ახლახან - იმ მოვლენებიდან 20 წლის შემდეგ - გორბაჩოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მაშინდელი გადაწყვეტილებებიდან არც ერთს არ ნანობს:
„მეკითხებიან ხოლმე, რატომ დავთმე მაშინ. მაგრამ როცა ვეკითხები, რა დავთმე-მეთქი, მათ პასუხი არა აქვთ. რა დავთმე? პოლონეთი - პოლონელებს. ჩეხოსლოვაკია - ჩეხებს და სლოვაკებს. და ასე შემდეგ. ვის ეკუთვნის ეს [მიწები]? არაო, მაინც მპასუხობენ. როგორ არა! სხვათა შორის, [საბჭოთა ბლოკის დათმობა] ჩვენი ქვეყნისთვისაც შვება იყო. ამ თვალსაზრისით, ის, რაც რუსეთმა გააკეთა, განსახილველი არც არის.“
1989 წლის მაისში, როცა უნგრეთმა რკინის ფარდა გახვრიტა და აღმოსავლეთ გერმანიის ათიათასობით მოქალაქეს თავის ტერიტორიაზე გავლის საშუალება მისცა, აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტურ რეჟიმს ბზარები გაუჩნდა. ბუდაპეშტში, პრაღასა და ვარშავაში დასავლეთ გერმანიის საელჩოებს ათასობით ადამიანმა შეაფარა თავი.
ლტოლვილების ტალღა კიდევ უფრო გაიზარდა 1989 წლის 10 სექტემბრის შემდეგ, როცა უნგრეთმა აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქეებს დასავლეთში გადასვლაზე ოფიციალურად დართო ნება. იმავე წლის ოქტომბერში ჩეხოსლოვაკიამ და პოლონეთმა ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს.
ბევრისთვის აღმოსავლეთ გერმანიის „მშვიდობიანი რევოლუციის“ მთავარი თარიღი 1989 წლის 9 ოქტომბერი გახდა. ამ დღეს აღმოსავლეთ გერმანიის პოლიციამ უარი თქვა დაერბია ლაიფციგში გამართული მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია.
ცოტა ხნით ადრე აღმოსავლეთ გერმანიის ლიდერ ერიხ ჰონეკერთან გორბაჩოვი ჩავიდა და „პერესტროიკის“ რეფორმებზე მისი დაყოლიება სცადა. იმ დღის შემდეგ ლაიფციგსა და აღმოსავლეთ გერმანიაში ყოველდღე იმართებოდა აქციები მილიონზე მეტი ადამიანის მონაწილეობით - ჰონეკერის დღეები კი ხელისუფლებაში დათვლილი იყო. 18 ოქტომბერს ის გადადგა - მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა:
„ავადმყოფობისა და ოპერაციის გამო, ჯანმრთელობა აღარ მაძლევს საშუალებას მქონდეს ის ძალა და ენერგია, რომელიც პარტიასა და ხალხს სჭირდება დღეს და მომავალშიო“, - უთხრა ჰონეკერმა აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქეებს.
ჰონეკერის თანამდებობაზე ეგონ კრენცი მოვიდა, თუმცა მან ვერც მასობრივ საპროტესტო ტალღას შეუშალა ხელი და ვერც აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქეების მიგრაციას.
9 ნოემბერს აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა დასავლეთ გერმანიისა და დასავლეთ ბერლინისთვის საზღვარი გაეხსნა. ამის შესახებ განცხადებით აღმოსავლეთ გერმანიის პოლიტბიუროს წევრი გიუნტერ შლაბოვსკი გამოვიდა:
„შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება შემოვიღოთ რეგულაცია, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის ყველა მცხოვრებს უფლებას აძლევს ქვეყანა საზღვრის ნებისმიერი მონაკვეთის გადაკვეთით დატოვოს. ჩემი ინფორმაციით, ეს რეგულაცია ძალაში ახლა, ამ წუთიდან, შედის.“
საზღვარს აღმოსავლეთ გერმანიის ათიათასობით მოქალაქე მიაწყდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სასაზღვრო პოლიცია ცვლილებისთვის მზად არ იყო და ხალხს საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევდა. ხალხის რაოდენობა - და სიბრაზე - მატულობდა და პოლიციამაც ბოლოს ხალხის გატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ბერლინის კედელი დაინგრა. ერთი წლის შემდეგ აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია უკვე ერთიანი იყო.
* * * * *
ბერლინის კედლის დაცემამ დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთ ბლოკის დანარჩენ წევრებზე. კომუნისტური რეჟიმები, დომინოს პრინციპით, ერთი მეორის მიყოლებით დაემხო.
ტოდორ ჟივკოვი, რომელიც 35 წლის განმავლობაში ბულგარეთის დიქტატორი იყო, ბერლინის კედლის დანგრევის მეორე დღეს გადადგა. ბულგარეთში „სასახლის რევოლუციად“ წოდებული გადატრიალება მოხდა და ქვეყნის სათავეში პარტიის რეფორმატორთა გუნდი მოვიდა.
ჩეხოსლოვაკიაში ისტორიული „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოხდა, რომელმაც ავტორიტარულ სისტემას სწრაფად მოუღო ბოლო.
ოპოზიციის გაძლიერების მომენტი 17 ნოემბერს დადგა - მაშინ, როცა სახელმწიფოს უშიშროების სამსახურებმა ძალადობრივად ჩაახშეს პრაღაში მიმდინარე სტუდენტური დემონსტრაცია.
მეორე დღეს, შემდგომი ნაბიჯების კოორდინირების მიზნით, ოპოზიციური სამოქალაქო ფრონტი დაარსდა. ორგანიზაციის წევრთაგან ბევრს ხელი ჰქონდა მოწერილი ქარტია 77-ზე - დისიდენტი ინტელექტუალების მიერ 1977 წელს დაწერილ პატიციაზე, რომელშიც ისინი კომუნისტური რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებების ხელყოფას აკრიტიკებდნენ.
სამოქალაქო ფორუმის ლიდერი ვაცლავ ჰაველი იყო - დისიდენტი დრამატურგი და ქარტია 77-ის ერთ-ერთი ხელმომწერი. 1989 წელს სწორედ ჰაველის პრეზიდენტად არჩევა გახდა ხავერდოვანი რევოლუციის მწვერვალი. ახლახან ჰაველმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაიხსენა, რომ მაშინ ოპოზიცია მასობრივი საპროტესტო ტალღის ინტენსიფიკაციისთვის ხელსაყრელ მომენტს ეძებდა:
„ცხადი ის იყო, - და ამაზე აქამდეც მითქვამს და დამიწერია, - რომ, ადრე თუ გვიან, თოვლის გუნდა წამოვიდოდა და ზვავად გადაიქცეოდა. არავინ იცოდა, კონკრეტულად რა იქცეოდა ამ გუნდად და როდის გაჩნდებოდა ის. ჩვენ წინასწარმეტყველები არ ვიყავით, მაგრამ ცხადი იყო, რომ ეს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოხდებოდაო,“ თქვა მან.
ასეთი ხელსაყრელი მომენტი პრაღის დემონსტრაციაზე სტუდენტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გამოჩენილმა ძალადობამ შექმნა. ამ დღის შემდეგ მზარდი საპროტესტო ტალღა მთელ ქვეყანას მოედო.
27 ნოემბერს სამოქალაქო ფორუმმა საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა. პრაღის ქუჩებში უამრავი ხალხი გავიდა და კომუნისტური პარტიის ლიდერ მილოშ იაკესის წინააღმდეგ გამოხატა პროტესტი. „იაკესი - სანაგვეზეო“, ყვიროდნენ ისინი. ხელისუფლების შედარებით მშვიდობიანი ცვლილების გამო ჩეხოსლოვაკიის ამბოხს ისტორიული სახელწოდება - „ხავერდოვანი რევოლუცია“ -ეწოდა.
* * * * *
ჩეხოსლოვაკიის „ხავერდოვანი რევოლუციისგან“ განსხვავებით, რუმინეთში 1989 წელი სისხლიანი იყო. აღმოსავლეთ ევროპის უკანასკნელი ძველი ყაიდის კომუნისტი დიქტატორის, ნიკოლაე ჩაუშესკუს ხელისუფლებიდან ჩამოგდებამდე უშიშროების ძალებთან მომხდარ შეტაკებებს 1,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხუთი დღის განმავლობაში არბევდნენ პოლიციისა და სამხედრო სტრუქტურების ძალები. რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ემილ ჰურეზეანუმ 1989 წლის 18 დეკემბრის გადაცემაში მიმდინარე მოვლენები ასე აღწერა:
„ტიმიშოარა, შაბათი, 16 დეკემბერი, 1989 წელი - მიმდინარეობს მასობრივი მანიფესტაცია, მასში ფართოდ ერევიან პოლიცია, სეკურიტატეს სპეცდანაყოფები და სამხედროები. თავიდან რამდენიმე ასეული პირი იყო, შემდეგ - ათასები, მერე კი, ზოგიერთი ცნობის თანახმად, ათი ათასებიც კი. ქალაქი ტიმიშოარა შაბათის შემდეგ ბლოკირებულია. მოვლენები მეორე დღეს - კვირასაც - გაგრძელდა, დემონსტრაციებმა ესკალაცია განიცადა.“
ტიმიშოარას ამბოხების დაგმობის მიზნით, 12 დეკემბერს ჩაუშესკუმ ბუქარესტში აქციის გამართვა ისურვა, თუმცა მან ქვეყანაში არსებული განწყობა ვერ გათვალა. ჩაუშესკუს სიტყვით გამოსვლის მომენტში ხალხში მღელვარება გაჩნდა - ჩაუშესკუ იძულებული გახდა თავი ცენტრალური კომიტეტის შენობისთვის შეეფარებინა.
სანამ პირდაპირი სატელევიზიო ეთერი გაითიშებოდა, რუმინელებმა საკუთარი თვალით იხილეს, რაოდენ დაბნეული უყურებდა ჩაუშესკუ ბუქარესტში სახალხო აჯანყების დაწყებას.
აქცია ქაოსში გადაიზარდა, რომელიც ქალაქში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ხალხი დედაქალაქის უნივერსიტეტის მოედანზე შეგროვდა. უშიშროების ძალებმა ათობით ადამიანს ესროლეს და მოკლეს. ასობით დემონსტრანტი დააკავეს და სცემეს.
მეორე დილისთვის ამბოხება უკვე რუმინეთის ყველა დიდ ქალაქში იყო გავრცელებული. ბუქარესტში ცენტრალური კომიტეტის შენობის მიმართულებით ათასობით მუშამ მსვლელობა მოაწყო. ჩაუშესკუ და მისი ცოლი, ელენა, ვერტმფრენით გაიქცნენ.
მალე რუმინეთის სამხედრო ძალები რევოლუციის მხარეს გადავიდნენ, რამაც ამბოხებას დიდი ძალა შემატა. ჩაუშესკუების წყვილმა ვერტმფრენი დატოვა და გზა მარტომ გააგრძელა. მათ გზაზე მიმავალი მანქანა გააჩერეს - სწორედ ამ მანქანის მძღოლმა გადასცა ისინი სამხედროებს.
ჩაუშესკუებს საჩვენებელმა სამხედრო ტრიბუნალმა რამდენიმე დანაშაულში დასდი ბრალი - მათ შორის, სიმდიდრის უკანონოდ შეგროვებასა და რევოლუციამდე და მისი მსვლელობისას ათასობით ადამიანის დახოცვაში. ჩაუშესკუებს სიკვდილი მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში იმავე დღეს - 1989 წლის 25 დეკემბერს, შობა დღეს - მოიყვანეს. წყვილი დახვრიტეს.
* * * * *
კომუნიზმის დაცემამ აღმოსავლეთ ევროპის ხალხს ბევრი პრობლემაც მოუტანა. 1991 წელს ფედერალური იუგოსლავია და საბჭოთა კავშირი დაიშალა - ეროვნული იდენტობისა და ნაციონალისტური იდეოლოგიის გაძლიერებას ბალკანეთში, შუა აზიასა და კავკასიაში ძალადობა და ომები მოჰყვა. ამ პროცესების გავლენა აღნიშნულ რეგიონებზე დღემდე საგრძნობია.
მსოფლიოს ისტორიისთვის 1989 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მღელვარე იყო. სწორედ ამ წელს დაინგრა ბერლინის კედელი და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი დაემხო.
1989 წლის რევოლუციებით, რომელთაგან ზოგი მშვიდობიანი იყო, ზოგიც ძალადობრივი, ზოგი ხალხის წიაღიდან წამოვიდა და ზოგიც კომუნისტური პარტიის ელიტის მიერ იყო ინსპირირებული, ევროპის ცივი ომის პერიოდის დიქტატორები ხელისუფლებას ჩამოშორდნენ, რამაც ამ ქვეყნებში დემოკრატიას და თავისუფალ ბაზარს გაუხსნა გზა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, როლანდ რეიგანი, ბერლინის ბრანდერბურგის კარინჭის წინ, 1987 წლის 12 ივნისი
1987 წლის 12 ივნისს შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, ბერლინის ბრანდენბურგის კარიბჭის წინ წარმოთქმულ სიტყვაში საბჭოთა კავშირის ლიდერ მიხეილ გორბაჩოვს მოუწოდა დაენგრია კედელი, რომელიც ქალაქს საბჭოთა აღმოსავლეთად და დემოკრატიულ დასავლეთად ყოფდა: „გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, თუ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და ლიბერალიზაცია გსურთ, ამ კარიბჭესთან მოდით. ბატონო გორბაჩოვ, გახსენით ეს კარიბჭე. ბატონო გორბაჩოვ, ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!“
იმავე თვეში გორბაჩოვმა „პერესტროიკა“ - პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები - წამოიწყო, კომუნისტური პარტიისთვის დინამიკის შემატების მიზნით. აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები მიხვდნენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების ჩახშობის საქმეში საბჭოთა ტანკების იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ.
„ბატონო გორბაჩოვ, გახსენით ეს კარიბჭე. ბატონო გორბაჩოვ, ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!“