ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მონაპოვარი, რაზეც არასოდეს არავინ დავობს, შუა და ქვედა ჩინოვნიკურ რგოლებში აღმოფხვრილი კორუფცია და სახელმწიფო მოხელეებისთვის დანიშნული მაღალი ხელფასებია. შევეცდებით, ამ მართლაც დადებით მოვლენას ოდნავ განსხვავებული თვალით შევხედოთ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 სექტემბერს არ დააკმაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ. იურისტები ამაოდ ცდილობდნენ, სასამართლოს დახმარებით მაინც მოეპოვებინათ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისა და მისი მოადგილეების ხელფასების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ამ ინფორმაციის გამჟღავნება სავალდებულო არ არის. თუმცა, მაუწყებელიც, მისი გენერალური დირექტორიც და მოადგილეებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ცხადია, არც თავად გიორგი ჭანტურია მიიჩნევს თავს ვალდებულად, საზოგადოებას თავისი ხელფასის ოდენობა აცნობოს. ლევან ყუბანეიშვილს კი კეთილი ნება გამოუჩენია და იურისტების შეკითხვის პასუხად, შარშან საკუთარი ინიციატივით გაუმჟღავნებია, რომ მისი ხელფასი თვეში 6 000 ლარს უტოლდებოდა.
რატომ მალავს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ბიუჯეტიდან მიღებული ხელფასის ოდენობას? მარტივი პასუხი ის იქნება, რომ ხელფასი არადეკვატურად მაღალია, რის გამოც გიორგი ჭანტურია საზოგადოების გაღიზიანებას ერიდება. მაგრამ არსებობს სხვა პასუხიც, რომლის დამაჯერებლობისთვის ერთი ტიპური შემთხვევა უნდა გავიხსენოთ. გაზეთ "ბათუმელების" ცნობით, შარშან ოქტომბერში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ბადრი ქაჯაიას 6000 ლარი ჰქონია მიღებული ხელფასის, პრემიისა და სატეპუტატო სარგოს სახით, ხოლო ათი თვის განმავლობაში, დაქვითვის შემდეგ, მას 39 862 ლარი გამოუმუშავებია. ზოგადად, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულებით, საკრებულოს თავმჯდომარეებს ხელფასი გაეზარდათ და მის ზედა ზღვრად 2360 ლარი დასახელდა.
ასე რომ, შუა რგოლის ჩინოვნიკების ანაზღაურება საქართველოში საკმაოდ მაღალია. სახელმწიფო დაწესებულებებში ხელფასების მკვეთრი ზრდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ორი არგუმენტით ახსნა: ჯერ ერთი, მაღალი ხელფასების დანიშვნის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კორუფციის აღმოფხვრა მართვის შუა და ქვედა რგოლში. მეორეც – ჩინოვნიკების მაღალი ხელფასები იყო სახელმწიფოს მიერ ჩადებული ინვესტიცია, რომელიც საფუძვლად უნდა დასდებოდა სწორ მართვას და, შესაბამისად, ხელფასების მატებას ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში.
დავიწყოთ მეორე არგუმენტით. ვარდების რევოლუციიდან გასული ექვსი წლის განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასები წლიდან წლამდე ერთმანეთს შორდება დაახლოების ნაცვლად. მაგალითად, საკრებულოების თავმჯდომარეთა ხელფასები დღეს ორიათას ლარს აღემატება, პედაგოგის ხელფასი კი მაქსიმუმ 300 ლარია. აღარაფერს ვამბობთ ბიბლიოთეკების და მუზეუმების თანამშრომლებზე.
მართვაში დასაქმებული მოხელეები აშკარად წახალისებულნი არიან სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ეს არ იწვევს მათი საქმიანობის საჯაროობას, გამჭვირვალებას და საზოგადოების მეტ ჩართულობას მართვის პროცესში. რეგიონებში მოქმედი ჟურნალისტების მთავარი პრობლემა სწორედ საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მიღებაა.
მაგრამ მთავარი მაინც კორუფციის საკითხია. ცნობილია, რომ არადემოკრატიული რეჟიმები დგას მყარ სახელისუფლო ვერტიკალზე და რაც მეტი ძალაუფლებაა თავმოყრილი ამ ვერტიკალის ირგვლივ, მით მაღალია ხელისუფლების ვალდებულება მართვის ზედა, საშუალო და დაბალ რგოლებში დასაქმებული ადამიანების წინაშე. სახელმწიფო წლიდან წლამდე ზრდის ხელფასებს მმართველობის და თვითმმართველობის დაწესებულებებში, ხოლო ამ დაწესებულებების თანამშრომლები მართვის ვერტიკალის განმტკიცებას ემსახურებიან. განსაკუთრებით იზრდება ვალდებულებები არჩევნების პერიოდში. მაღალხელფასიან თანამდებობებზე მომუშავე ადამიანები მაქსიმალურად არიან ჩართულნი მმართველი პარტიის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაში. ეგრეთ წოდებული „ადმინისტრაციული რესურსი“ სწორედ ის ძალაა, რომელიც ნებისმიერ არჩევნებში სახელისუფლო პარტიის გამარჯვებას უზრუნველყოფს.
გამოდის, შევარდნაძის პრეზიდენტობისას მართვის ყველა რგოლში გამეფებული კორუფცია ამჯერად შეცვლილია ოფიციალური ხელფასით, რომელიც საჯარო მოხელეს ეძლევა არა პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, არამედ, მმართველი პარტიის ერთგულებისთვის და მის ხელში ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. არის თუ არა ასეთი შინაარსის მქონე მაღალი ხელფასი კორუფციის ნაირსახეობა? შესაბამისად, არის თუ არა საქართველოში კორუფცია აღმოფხვრილი მართვის შუა და ქვედა რგოლში, ვიდრე მოხელეების საქმიანობას პოლიტიკური ვალდებულებები არ ჩამოშორდება? დაბოლოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მაღალი ხელფასი არის თუ არა დატვირთული პოლიტიკური შინაარსით და არის თუ არა ამ კორუფციული სისტემის ნაწილი? შეკითხვები რიტორიკულია და პასუხებს საკუთარ თავში მოიცავს.