დღეს საღამოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტს ელიან. პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს ჯერ საკუთარ ანგარიშს წარუდგენს, შემდეგ კი დებატებში მიიღებს მონაწილეობას. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს ხუთ-ხუთი წუთი ექნებათ იმისათვის, რომ პრეზიდენტს მიმართონ. დებატები, სავარაუდოდ, ახალგაზრდული მოძრაობა „შემოგვიერთდის“ ხმაურიანი აქციის ფონზე ჩაივლის, რადგან ღამის თორმეტი საათიდან აქციის მონაწილეები პარლამენტის სამივე შესასვლელთან საკუთარ მოთხოვნებს სკანდირებენ.
20 ივლისს მთელი დღის განმავლობაში პარლამენტი პრეზიდენტის დასახვედრად ემზადებოდა. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დებატებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო, ინტერესი პარლამენტში მისი ვიზიტის გარშემო კიდევ უფრო გაძლიერდა. სააკაშვილის დასახვედრად მზადება 20 ივლისის ღამის თორმეტი საათიდან დაიწყო ახალგაზრდულმა მოძრაობამ „შემოგვიერთდი“, რომლის წევრებიც ხმაურიანი შეძახილებით უვლიდნენ გარშემო პარლამენტის შენობას. სააკაშვილს, რომელსაც პარლამენტში საღამოს რვა საათისთვის ელიან, მეგაფონიდან მოუწევს მოისმინოს ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტის, მელორ ვაჩნაძის, ეს მოთხოვნები:
”ვთხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას,მაღალჩინოსნების დასჯას და ამ მოთხოვნებს დაემატა მესამე მოთხოვნაც, ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს” დაადოს ვეტო.”
ახალგაზრდები, მცირე შესვენებებით, დღის განმავლობაში სკანდირებდნენ თავიანთ მოთხოვნებს, მუსიკის თანხლებით. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ამ ხმაურს ისინი არ შეწყვეტენ მანამ, სანამ მათ ვინმე არ მოუსმენს და მოთხოვნებს არ დაუკმაყოფილებს:
”ვიხმაურებთ მაქსიმალურად, რომ ყველამ და, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილმა მოისმინოს ეს და შეწუხდეს ამით და დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნები. მან რომ დაუშვას შეცდომა და მიიღოს ეს კანონი, მას მოუწევს ამ ხმაურის მოსმენა ყოველდღე და ყველგან, სადაც წავა.”
სააკაშვილის პარლამენტში მისვლამდე ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ The Wall street journal -მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორიც, ენდრიუ ოსბორნი, წერს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლაში რამდენიმე შეთავაზება იქნება. პარლამენტის ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილი მოწინააღმდეგეებს ადგილობრივი არჩევნების დანიშვნას, მთავრობაში სამართავად ზოგიერთი უწყების ხელმძღვანელობას შესთავაზებს, ისაუბრებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მეტი სივრცისა და დროის დათმობაზე. თუმცა ამ დროისთვის, რა იქნება პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი თემა და რამდენად მწვავე შინაარსი ექნება დებატებს, მხოლოდ ვარაუდების დონეზეა ცნობილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, პავლე კუბლაშვილი, ამბობს, რომ უმრავლესობის გამოსვლები დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას იტყვის სააკაშვილი და როგორი იქნება ოპოზიციის გამოხმაურება.
კუბლაშვილის ვარაუდით, სააკაშვილი არ გაიზიარებს ქრისტიან- დემოკრატების ინიციატივას შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონზე ვეტოს დადების შესახებ:
”ამ კანონპროექტში არაფერია ისეთი,რაზეც ვეტოს დადება შეიძლებოდეს.”
ამ მხრივ, დიდი მოლოდინი არც თავად ვეტოს მოთხოვნის ავტორებს აქვთ, თუმცა, როგორც ქრისტიან-დემოკრატების წევრი ნიკა ლალიაშვილი აცხადებს, არის სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ისინი სააკაშვილს გააცნობენ:
”დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ჩვენს ინიციატივებს გაიზიარებს და არც ის, რომ ფუნდამენტურ ცვლილებებს შემოგვთავაზებს.”
თუმცა ლალიაშვილი ამბობს, რომ ქრისტიან-დემოკრატების შეთავაზებები მთლიანად პოლიტიკის განახლებას შეეხება. პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ კი 20 ივლისს განაცხადა, რომ ის პრეზიდენტს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერობიდან გადადგომას კიდევ ერთხელ მოსთხოვს.
რეგლამენტით გათვალისწინებულ ხუთ წუთში აპირებს მთავარი საკითხების თავმოყრას უმცირესობის კიდევ ერთი წევრი, ჯონდი ბაღათურიაც:
”შევეხები ქვეყანაში არსებულ ყველა მტკივნეულ საკითხს - სოციალურ უსამართლობაზე, არასწორ საგარეო პოლიტიკაზე, ჯანდაცვის საკითხებზე, მწვავე პოლიტიკურ კრიზისზე.”
ბაღათურია ელოდება, რომ სააკაშვილის გამოსვლის პირველი ნაწილი იმ ვირტუალურ წარმატებებს შეეხება, რომელსაც ხალხი ვერ ხედავს, ხოლო მეორე - ოპოზიციის კრიტიკას.
პოლიტიკური დებატების დროს საკუთარი ინციატივით გამოვა პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაიაც:
” სეპარატისტთა ლიდერებზე სანქციის გაცემის დაჩქარება, 6 მაისსა და 15 ივნისს მომხდარ ფაქტებზე გამოძიების დაწყება და ოპოზიციისათვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება დემოკრატიის განვითარებისათვის.”
განსხვავებული მოწოდებით გამოვიდა 20 ივლისს ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც საპარლამენტო ოპოზიციისგან მოითხოვა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას მოაწერონ ხელი.
ამ იდეას ჯერჯერობით პარლამენტში არავინ გამოხმაურებია. როგორც უმრავლესობა, ისე უმცირესობა ელის, იქნება თუ არა რამე ახალი მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაში და რა პასუხს გასცემს ის საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს.