საქართველოს პარლამენტმა დაიწყო ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა მიტინგებისა და მანიფესტაციების ჩატარების პირობებთან დაკავშირებით. ახალი ინიციატივების თანახმად, აქციის ჩატარებისას გზის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი აქციაზე სათანადო რაოდენობის ხალხი შეიკრიბება; ამასთან, გეგმაშია აიკრძალოს კანონით ქუჩების რაიმე ტიპის კონსტრუქციებით ან ავტომანქანებით გადაკეტვა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, უნდა გამკაცრდეს ახალ წესებზე წინააღმდეგობის გაწევისთვის პასუხისმგებლობა. საკანონმდებლო ცვლილებები არ მოსწონთ საპარლამენტო ოპოზიციაში, მათზე გაცილებით მძაფრია რეაქცია არასაპარლამენტო ოპოზიციაში.
ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ გეგმაში სულაც არაა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, რომლებიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს ევროპულ სტანდარტებთან. ზედმეტი შეკითხვების მოსახსნელად პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 11 ივლისს დადო პირობა, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მიღების შემდეგ ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება, მანამდე კი მათი შინაარსი დეტალურად გაეცნობა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებს. დიპლომატებთან შეხვედრა მომავალ კვირაში იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს დაევალათ.
დავალება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გაიცა, სადაც საკმაოდ მწვავედ წარიმართა დებატები იმ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელთა მიღების შემდეგაც მიტინგებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორებისთვის სავალდებულო იქნება გაითვალისწინონ, რომ გზა არ უნდა გადაკეტონ მაშინ, როცა თავს არ იყრის შესაბამისი რაოდენობის ხალხი; ქუჩების ბლოკირება არ უნდა მოახდინონ მეტალის ან სხვა ტიპის კონსტრუქციებით ან ავტომანქანებით; მანიფესტაციები არ უნდა გამართონ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ და სხვა ცვლილებების გატარებას მიზანშეწონილად და აუცილებლად მიიჩნევენ:
“აზიანებს ჩვენს ქვეყანას პოლიტიკური თვალსაზრისით და ეკონომიკური თვალსაზრისით. მანიფესტაციების უფლებას არავინ არავის ართმევს - უბრალოდ, ორგანიზატორებმა უნდა დაინახონ განსხვავება პიკეტირებასა და პარალიზებას შორის”,- აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა. განმარტება მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, მაგრამ უმრავლესობის ეს და სხვა არგუმენტები არ აღმოჩნდა მისაღები და გასაზიარებელი საპარლამენტო უმცირესობისთვის.
პაატა დავითაია ამბობს:” მოვიყვან ჩინელი ფილოსოფოსის სიტყვებს: რაც მეტია აკრძალვა, მით უფრო მეტია ამბოხი”. ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საპარლამენტო ოპოზიციისთვის მარტო ამ მოტივით არაა მიუღებელი. იქ მიაჩნიათ, რომ ცვლილებები დღევანდელ რეალობაზეა მორგებული და დღევანდელ საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების რეაქციას წარმოადგენს. აი, როგორ მიმართა უმრავლესობას ქრისტიან-დემოკრატების სახელით ლევან ვეფხვაძემ :”ნუ მიიღებთ კანონს იმისთვის, რომ დღეს ბლოკირებული რუსთაველი გავხსნათ.” ვეფხვაძეს საკანონმდებლო ინიციატივების ერთ-ერთმა ავტორმა, პავლე კუბლაშვილმა, უპასუხა: „არა, ბატონო ლევან, ეს კანონი არც რკინის კონსტრუქციებს ეხება და არც რკინის კაცის მიერ დაფინანსებულ აქციებს. ამიტომ საზოგადოებას შეცდომაში ნუ შევიყვანთ.”
უმრავლესობაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლები ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გულის მოსაგებ პოპულისტურ გამოსვლებად მიიღეს.
იქ თვლიან, რომ არსებული კანონმდებლობა მიტინგებისა და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით ზომაზე მეტად ლიბერალურია და მიტინგებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორებს აძლევს საშუალებას ხანგრძლივი პრობლემები შეუქმნან სხვა მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენ მიერ უკვე ნახსენები აკრძალვების გარდა, გეგმაშია გამკაცრდეს ზომები მიტინგების და მანიფესტაციების ჩატარებისას გამოვლენილი დარღვევების დროს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ფაქტებზე.
ასეთ ფაქტებს თუ წვრილმანი ხულიგნობის კვალიფიკაცია ეძლეოდა და მათზე რეაგირება აქამდე ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობით განისაზღვრებოდა, ახლო მომავალში 3 თვიანი პატიმრობა დაწესდება. უნდა გაიზარდოს ჯარიმა აქციის გამართვის წესების დარღვევისთვის: მონაწილისთვის - 1000 ლარამდე, ორგანიზატორისთვის - 5000 ლარამდე. უნდა აიკრძალოს წარწერების გაკეთება ადმინისტრაციულ შენობებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. აქციების დაშლისას კი პოლიციას უნდა მიენიჭოს უფლება „არალეტალური”, ანუ სიცოცხლისთვის უსაფრთხო, იარაღის გამოყენების. ”
არასაპარლამენტო ოპოზიციაში მთელ ამ ცვლილებებს საერთაშორისო ნორმებთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ. კახა კუკავას თქმით: ”აქ სამართლებრივი მხარე არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც პოლიტიკური მხარე. დღეს საქართველოში არის სამოქალაქო დაპირისპირება და ცეცხლზე ნავთის დასხმაა ეს კანონი. სააკაშვილის ხელისუფლება იღებს კანონს პლასტიკური ტყვიების, ჯარიმებისა და დაპატიმრებების შესახებ და ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებიდან უბიძგებს სამოქალაქო ომისაკენ.”
ცვლილებებს ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვისკენ მიმართული უწოდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა თამარ ხიდაშელმა. ცვლილებების ავტორები კი აცხადებენ, რომ ახალი ფორმულირებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ვიმეორებ: პარლამენტის თავმჯდომარემ 11 ივლისს განაცხადა, რომ საკამათო საკანონმდებლო ცვლილებები მიღების შემდეგ ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება, მანამდე კი მათი არსი დეტალურად გაეცნობა დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებს.