24 ივნისს საქართველოს ტელევიზიებმა, ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე დაყრდნობით, გაავრცელეს გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში სააკაშვილის რადიკალური ოპოზიციის ლიდერების, ლევან გაჩეჩილაძისა და დავით გამყრელიძის და საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის, შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები. კადრები სხვადასხვა ადგილას, სავარაუდოდ, 15-18 ივნისს არის გადაღებული.
გამყრელიძემ და გაჩეჩილაძემ კახა თარგამაძესთან შეხვედრა აღიარეს, თუმცა თქვეს, რომ შევარდნაძის მთავრობის ყველაზე გავლენიან მინისტრს, 2001 წლიდან რუსეთში გადასახლებულ და რუსეთის მოქალაქე კახა თარგამაძეს, იმის გასარკვევად შეხვდნენ, თუ როგორ და ვისგან ფინანსდებოდა თავის დროზე ”ნაციონალური მოძრაობა”. ასეთი იყო ოპოზიციის ლიდერების განმარტება, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა, ლევან გაჩეჩილაძემ, გასული კვირის მიწურულს თავის მხარდამჭერებს მიტინგზე გამოუცხადა, რომ ევროპაში ფულის საშოვნელად იყო წასული...
დავიწყოთ იმით, რას აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე ბერლინში კახა თარგამაძესთან შეხვედრის თაობაზე: ”დიახ, მქონდა შეხვედრა და ვილაპარაკეთ ძალიან ბევრ საკითხზე. მივიღე ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აკრძალა ოპოზიციის დაფინანსება; იმაზეც, რატომ აწყობს რუსეთს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა; ითქვა იმაზე, როგორ მიიღო თავის დროზე სააკაშვილმა ფული რუსეთიდან. გაჟღერდა ტარიელ ონიანის და შაქრო კალაშოვის გვარები... და ვილაპარაკეთ იმაზე, როგორ იყიდება რუსეთზე საქართველო.”
განმარტება დავით გამყრელიძემაც გააკეთა: ”კახა თარგამაძესთან შეხვედრა კრიმინალური ქმედება არ არის. სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ პუტინმა რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს ოპოზიციის დაფინანსება აუკრძალა.”
24 ივნისს გავრცელდა თავად კახა თარგამაძის კომენტარიც: რა დაფინანსება, რის დაფინანსება, ერთადერთ შვილს ვფიცავარ, სად მაქვს ვინმეს დასაფინანსებელი ფულიო, - დაიჩივლა კაცმა, რომელმაც თავისი შინაგან საქმეთა მინისტრობის მიწურულს თქვა, რომ რკინის კაცია და აუცილებლად ბეჭებზე დადებს მიხეილ სააკაშვილს.
და მაინც, რისთვის შედგა სკანდალური შეხვედრა? იმის გასარკვევად, რევოლუციამდე ვის მიერ ფინანსდებოდა მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა თუ სააკაშვილის ამჟამინდელი რადიკალური ოპოზიციის დაფინანსების პრობლემის გადასაჭრელად? დაფინანსების მოტივი გაჩეჩილაძემ და გამყრელიძემ, როგორც ვთქვით, უარყვეს.. არადა, სულ რამდენიმე დღის წინ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ევროპაში ფული იშოვა, უფრო სწორად, ფულის სესხებაზე შეთანხმებას მიაღწია. ”შეთანხმებას მართლაც მივაღწიე, ოღონდ არა კახა თარგამაძესთანო”, - აღნიშნავს ის დღეს და პოტენციურ დამფინანსებელთა დასახელებისგან თავს იკავებს.
საგულისხმოა, რომ ლევან გაჩეჩილაძემ, ევროპაში ფულის საშოვნელად ვიყავიო, ხმამაღლა ზუსტად მას შემდეგ თქვა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კრემლი საქართველოს ხელისუფლების დასამხობად რუსეთში მცხოვრებ ისეთ ქართველებს ააქტიურებს, როგორებიც არიან კახა თარგამაძე და ლევან მამალაძე. დავით გამყრელიძემაც ამ განცხადების გაკეთების შემდეგ მოიწვია ბრიფინგი იმის სათქმელად, რომ კრემლმა რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს ქართული ოპოზიციის დაფინანსება აუკრძალა; თქვა, რომ ამის შესახებ ჰქონდა დაზუსტებული ინფორმაცია. შემდეგ იყო დახურული, ხანგრძლივი თათბირი ოპოზიციის ლიდერებისა... როგორი იყო 24 ივნისს, სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ, ნანახზე და, ამასთან, გამყრელიძისა და გაჩეჩილაძის აღიარებაზე სხვა ლიდერების რეაქცია? ”ეს კადრები საპროტესტო აქციების მუხტს ვერ დააგდებს”, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა... ”კადრების გავრცელება ”შეთქმულების თეორიის” ნაწილია, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ, ”ალიანსი საქართველოდან..”
”ქალთა პარტიის ” ლიდერმა გუგული მაღრაძემ მიუთითა, რამდენადაც ვიცი, დაფინანსებაზე ლაპარაკი არ ყოფილაო, და დასძინა: ”მაგრამ კახა თარგამაძესაც აქვს ანონიმური შემოწირულობის უფლება ინდივიდუალურ ფონდში... ამის უფლება ადამიანებს აქვთ.”
საინტერესო იყო დავით გამყრელიძის თანაპარტიელის, მანანა ნაჭყებიას, კომენტარი: ”მე ამაში ვერანაირ კრიმინალს ვერ ვხედავ. მე ვთვლი, რომ ვანო მერაბიშვილი გაცილებით სამარცხვინო მინისტრია, ვიდრე იყო კახა თარგამაძე, და ეს რეჟიმი გაცილებით ტოტალიტარულია, ვიდრე იყო შევარდნაძის ხელისუფლება.”
ასე არის თუ არა, ამაზე მანანა ნაჭყებიას აქვს უფლება საკუთარი შეხედულება ჰქონდეს, მაგრამ კახა თარგამაძის მინისტრობის პერიოდიდან არც ისეთი დიდი დრო გავიდა, რომ საქართველოში დავიწყებოდათ ის, რაც ჩვენთან საუბრისას, მაგალითად, მწერალმა ლაშა ბუღაძემ გაიხსენა: ”თუ ვიღაცას მოენატრა კახა თარგამაძის დროინდელი ორმოში თვეობით ჩავარდნილი ადამიანები, არ ვიცი. ეს ამბები, რა თქმა უნდა, დაკავშირებული იყო მაშინდელ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. დაგვავიწყდა ეს ყველაფერი, დაგვავიწყდა ბილბორდები: ეს და ეს ადამიანი გატაცებულია 400 დღე, 500 დღე და ასე შემდეგ.”
ეს საქართველოში ახსოვთ. და ახსოვთ ადამიანების წამების ფაქტები პოლიციის განყოფილებებში... 1998 წლის გალის რაიონის მოვლენებიც, პანკისის ხეობიდან კოდორის ხეობისკენ ჩეჩენი საველე მეთაურის გილაევისა და მისი დაჯგუფებების გადაყვანის ფაქტიც, რასთან დაკავშირებითაც მის მიმართ მიმართულ შეკითხვას კახა თარგამაძე სხვათა შორის, ასე პასუხობდა (გთავაზობთ ერთ ჩანაწერს ჩვენი არქივიდან) : ”ამ ამბავს ჩემს სახელს უკავშირებს ის ხალხი, რომლებიც ბიბლიოთეკებში სხედან და წიგნის გადაფურცვლა არ იციან. ასეთია, მაგალითად, ლევან ბერძენიშვილი, კიდევ სააკაშვილი და მისი ჯგუფი.”
კახა თარგამაძეს ადანაშაულებდნენ პანკისის ხეობაში ანკლავის ხელოვნურად შექმნაში, კანონიერ ქურდ შაქრო კალაშოვთან ერთად იარაღის ბიზნესში ჩართვაში.
პოლიციაში გამეფებული კორუფცია, სიგარეტის ბიზნესზე, ტვირთების გადაზიდვასა და სხვა საქმეებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული კონტროლი - ეს ყველაფერი კახა თარგამაძის მინისტრობის მახასიათებლებია. ის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა... მინისტრობის პერიოდიდან ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან რუშაილოსთან... საქართველოდან წასვლის შემდეგ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, დღემდე რუსეთში ცხოვრობს... შევარდნაძის მთავრობის ყველაზე გავლენიანმა მინისტრმა საქართველო ვარდების რევოლუციამდე კარგა ხნით ადრე დატოვა... ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.
იყო თუ არა რაიმე კრიმინალის შემცველი მასთან ოპოზიციის ლიდერების კონსპირაციულ შეხვედრაში? რა თქმა უნდა, არა და ეს თავის კომენტარში 24 ივნისს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესიით იურისტმა, ნინო ბურჯანაძემაც აღნიშნა: ”ვიმეორებ, კრიმინალური ამ კადრებში არაფერი არ ყოფილა.”
მაგრამ, როგორც ფილოსოფოსი გიგა ზედანია ამბობს: ”პოლიტიკა არ არის სისხლის სამართლის საქმე, პოლიტიკაში მაინცდამაინც ადამიანი კი არ უნდა მოკლა, იმისთვის რომ ნდობა დაკარგო. საკმარისია დაარღვიო გარკვეული მორალური ნორმები. რას ნიშნავს გარიგებაზე წასვლა ადამიანთან, რომელიც იყო კორუფციის მამა 90-იანი წლების საქართველოში, რომელიც არის დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან...”
ასეა თუ ისე, ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა საქართველოს საზოგადოების მეხსიერებაში ერთგვარ რკინის კაცად შემორჩენილ კახა თარგამაძესთან შედგა და შედგა, ლევან გაჩეჩილაძის თქმით, იმაზე სასაუბროდ, როგორ ყიდის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს რუსეთზე... შევნიშნავ, რომ კახა თარგამაძის სახელი უკავშირდებოდა თავის დროზე თბილისში ბადრი პატარკაციშვილის გამოჩენასაც, ასევე დავით გამყრელიძის კუთვნილი სადაზღვეო კომპანიის ”ალდაგის” აღზევებას.