კონსტიტუციის ახალი ვარიანტის შექმნას საქართველოში მხოლოდ პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედებული საკონსტიტუციო კომისია არ აპირებს. პროექტის საკუთარ ვერსიაზე მუშაობას განაგრძობს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიაც, რომელმაც 23 ივნისს, ”კავკასიური სახლის” სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, წევრების ვინაობა და სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. 17-კაციან კომისიას, სადაც ცნობილმა ექსპერტებმა მოიყარეს თავი, მტკიცედ სჯერა, რომ საზოგადოების აქტიური მონაწილეობის გარეშე სახელმწიფოს უმთავრესი კანონი ვერ შეიქმნება. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციის ახალი პროექტის ძირითად ნაწილზე მუშაობას სექტემბერში დაასრულებს. რა პრინციპებს ეყრდნობა კომისიის სამოქმედო გეგმა?
”ჩვენი საზოგადოება, მთლიანობაში, და განსაკუთრებით - ელიტა, არც მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და არც შემდგომში, მზად არ აღმოჩნდა ერისთვის სახელმწიფო მოწყობის ისეთი მოდელი შეეთავაზებინა, რომელიც უზრუნველყოფდა თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებას, მყარ გარანტიებს შეუქმნიდა ადამიანის უფლებების დაცვას და ხელს შეუწყობდა სოციალისტური ეკონომიკიდან ცივილიზებულ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას. ყოველივე ამან განაპირობა სახელმწიფოებრივი კრიზისი, რომელიც დღემდე გრძელდება”, - ასეთია საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრების, ცნობილი ექსპერტების მიერ დასმული დიაგნოზი და აქვეა მათი რეცეპტიც: 20-წლიანი კრიზისიდან თავის დაღწევის ერთ-ერთ აუცილებელ გზად სახელდება ისეთი კონსტიტუციისა და, შესაბამისად, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების განშტოებათა შორის ძალაუფლების ბალანსს.
კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ დღეს მოქმედ კონსტიტუციაში ბალანსი უხეშად არის დარღვეული და რომ ეს, ძირითადად, 2004 წლის თებერვალში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა. საუბარია ცვლილებებზე, რომელთა მიხედვითაც, იურისტთა დასკვნით, მკვეთრად გაძლიერდა პრეზიდენტის ძალაუფლება, ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოებისთვის გარკვეული ფუნქციების ჩამორთმევის ხარჯზე.
საზოგადოებრივი კომისიის წევრი ექსპერტები სასწრაფო ცვლილებების აუცილებლობას უსვამენ ხაზს. მათ შორის არის იურისტი ლია მუხაშავრიაც: ”ჩვენი მიზანია წმინდა პროფესიული, რომ, თუ შევძლებთ, ჩვენი პროფესიული ცოდნიდან გამომდინარე, რამე ვუსაშველოთ შექმნილ მდგომარეობას, ეგებ გამოგვივიდეს. პირველად იქმნება საქართველოში ტრადიცია, როდესაც, საჯარო, ნამდვილად საზოგადოებრივი განხილვების შედეგად, საზოგადოებრივი კომისია, საზოგადოებასთან ერთად, იწყებს ამ საკითხებზე ფიქრს და მუშაობას. ”
იურისტ ლია მუხაშავრიას გარდა, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში არიან: ვახტანგ ხმალაძე, მინდია უგრეხელიძე, ოთარ გამყრელიძე, ზაურ ჯინჯოლავა, ვალერიან ლორია, ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა, გიორგი ხუციშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ოთარ ბენიძე, ვახტანგ ძაბირაძე, ეკატერინე გასიტაშვილი, გიორგი ინაური, ზვიად ქორიძე, ნინო ციხისთავი, ზურაბ ჯიბღაშვილი.
საზოგადოებრივი კომისიის მუშაობაში ჩართულმა ცნობილმა ექსპერტმა ვახტანგ ხმალაძემ თავის დროზე უარი განაცხადა პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე.
უარი განპირობებული იყო ეჭვით, რომ სახელმწიფო კომისია ვერ შეძლებს საზოგადოების ფართო სპექტრის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტის მიღებას, რადგანაც პროცესში ჩართული არ არის არასაპარლამენტო ოპოზიცია და, შესაბამისად, მათი მხარდამჭერები. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის შემთხვევაში კი, ხმალაძის თქმით, ყველაფერი სხვაგვარად არის:
”ეს კომისია არ წარმოადგენს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილ კომისიას. შესაბამისად, მას არ აქვს არანაირი დაკვეთა პოლიტიკური პარტიებისაგან, არც მმართველი და არც ოპოზიციური პარტიებისაგან... მაგრამ მას აქვს პრეტენზია, რომ მზად არის შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა. ეს არის ის მთავარი მიზეზი ჩემთვის, რის გამოც მე სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ამ კომისიის მუშაობაში.”
საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია თავის თავს სახელმწიფო კომისიის ალტერნატივად არ მიიჩნევს. მისი წევრების მტკიცებით, ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის იდეა მათ პრეზიდენტის ინიციატივის გახმოვანებამდე კარგა ხნით ადრეც ჰქონდათ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კი, პროცესი, უბრალოდ, დააჩქარა. საგულისხმოა, რომ საზოგადოებრივ კომისიაში ჩართული ორი ექსპერტი, ვახტანგ თორდია და ზურაბ ჯიბღაშვილი, ამავე დროს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებიც არიან. დაბოლოს, ვთქვათ ისიც, რომ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიას არ ჰყავს კონკრეტული თავმჯდომარე. მისი წევრები ამბობენ, რომ თავმჯდომარე თავად ხალხი იქნება.