ზემო რაჭაში, კურორტ შოვთან ახლოს, მდინარე ჭანჭახზე გადებული ე.წ. ნიკოლოზის ხიდი, რომელიც რეგიონის რამდენიმე სოფელს საძოვრებთან აკავშირებდა, აღარ არსებობს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 20 კილომეტრში მდებარე ეს ხიდი რამდენიმე დღის წინ აფეთქდა, სამართალდამცავების პირვანდელი შეფასებებით კი, ხიდი ჩაინგრა. ჯერჯერობით ყველა ინფორმაცია ხიდის შესაძლო აფეთქების ვერსიების შესახებ დაუზუსტებელია. ”ახლების” ერთ-ერთ წევრი, დავით საგანელიძე, ამ ამბის გაგებიდან ზემო რაჭაში მალევე ჩავიდა. მისი ინფორმაციით, ხიდის აფეთქების გარდა, ცნობილია ისიც, რომ დისლოკაციის ადგილი შეიცვალეს ქართველმა მესაზღვრეებმა. საუბარია 20 კილომეტრიან მონაკვეთზე. სწორედ ამ მანძილით დაიწიეს უკან ქართველმა მესაზღვრეებმა. ხიდის იქით ტერიტორიას, საძოვრებს, რომელიც იქაური მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყარო იყო, ადგილობრივები ვეღარ აკონტროლებენ. 15 ივნისს თავისუფალი აზრის სახლში ექსპერტები, პოლიტიკოსები და რაჭის მცხოვრებლები მამისონის უღელტეხილზე შექმნილ საფრთხეებზე საუბრობდნენ. იქვე იყო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძეც, რომელსაც ვთხოვეთ რუკასთან ქართველი მესაზღვრეების განლაგების სურათი დაეხატა:
”სადაც მეტეოსადგურია, ჭანჭახის მთასთან, აქ იდგა ჩვენი საგუშაგო, რომელიც ორ გადასასვლელს აკონტროლებდა. ეს იყო შარშან 15 ნოემბრამდე. როცა აქ თოვლია, ეს გზა იკეტება, თეორიულადაც გადასვლა იქ შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ გამოგვყავდა ხოლმე საგუშაგო და მხოლოდ გაზაფხულზე, თოვლის დადნობის შემდეგ, ვაბრუნებდით უკან ამ საზაფხულო პოსტებს. წელს კი, პირველი აპრილიდან, არც ერთი საგუშაგო აღარ ფუნქციონირებს.”
დავით საგანელიძე, ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით, ჰყვება, რომ ხუთშაბათს, 11 ივნისს, სამხედროებმა მამისონის უღელტეხილის მიმართულებით სოფელ გლოლაში გაიარეს. საღამოს ათზე კი ხალხმა აფეთქების ხმა გაიგონა:
”ხალხს თავიდან დაბომბვა ეგონა. აფეთქების ხმამ, როგორც იქაურები ამბობენ, ჭურჭელიც კი გადმოყარა კარადებიდან და დაიმტვრა.”
დავით საგანელიძე ამბობს, რომ სოფელ გლოლიდან აფეთქებულ ხიდამდე დაახლოებით 8 კილომეტრია. დილით ადგილზე მისულ გლოლელებს ხიდი აფეთქებული დახვდათ. ხალხის ვერსიით, ხიდი ქართველმა მესაზღვრეებმა ააფეთქეს. მისი ჩანგრევა, როგორც დავით საგანელიძე აცხადებს, ბუნებრივი მიზეზით გამორიცხულია:
” თუ წყალმა წაიღო და მოანგრია, ქვემოთ არ უნდა წაეღო ხიდი? და თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ხიდის უზარმაზარი რკინის დეტალები 200 მეტრით ზემოთ იყოს მიმოფანტული? ”
საგანელიძე იმასაც ამბობს, რომ, ზარალის გარდა, რაც ხალხს ამ საძოვრების დაკარგვით მიადგება, არსებობს გაცილებით დიდი საფრთხე: ხალხს, რომელიც, ფაქტობრივად, საზღვარს იცავდა მესაზღვრეებთან ერთად, ახლა იმ ტერიტორიაზე ხელი აღარ მიუწვდება. ონში მოსახლეობას დავით უსუფაშვილიც შეხვდა. მისი დასკვნები ასეთია:
”ხიდი აფეთქდა მაშინ, როდესაც ეს ტერიტორია იყო ქართველი მესაზღვრეების დაკვირვების თუ კონტროლქვეშ. ონში კი მოსახლეობა იხსენებდა ჯარისკაცების სიტყვებს: ეს რა მაგარი ხიდი ყოფილა, პირველ ცდაზე ვერ ავაფეთქეთო.”
სოფელ ღების მკვიდრი ვაჟა გობეჯიშვილი ამბობს, რომ დაახლოებით ხუთმა სოფელმა უმნიშვნელოვანესი ტერიტორია - ძირითადად, საძოვრები და სათიბი მიწები - დაკარგა.
კიდევ ერთი ადგილობრივი კი, ვასილ მეტრეველი, ეჭვობს, რომ ხიდის აფეთქებით და სოფლების მოწყვეტით საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს, ფაქტობრივად, დაუკანონა ხიდის იქით დარჩენილი მიწები: ”გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთს დაუკანონა რუსეთის მიერ აღიარებული საზღვრები.”
აქვე შეგახსენებთ, რომ მამისონის უღელტეხილი რუსეთში გადასასვლელი ერთადერთი სამანქანო გზაა. ხიდის აფეთქების მიზეზებსა და ქართველი მესაზღვრეების მიერ საზღვრის ჩამოწევის ვერსიებზე საუბრისას ექსპერტები რუსეთის მიერ მამისონის უღელტეხილის გაკონტროლების იდეასაც არ გამორიცხავენ. ინტერესის საგანი სწორედ გზაა. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საუბრობს პროექტზე, რომელიც სწორედ ამ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ხორციელდება და რაც, შესაძლოა, იყოს მიზეზი ასეთი ინტერესისა ამ ტერიტორიების მიმართ:
” ჯერ კიდევ 2006 წელს მამისონის უღელტეხილისკენ დაიწყო ახალი გზის დაპროექტება და პროექტს ასეც ერქვა - ”მამისონი”. ეს გზა გამოდის ზუსტად იმ ადგილას, რომელიც ახლა ჩვენ დავთმეთ. ვიღაცამ საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთს დაუთმო ეს ტერიტორია, რომ იქ გზა გაეყვანათ. რატომ კეთდება ეს გზა, ნათელია - სამხრეთ ოსეთთან ალტერნატიული გზის გამო, რადგან როკის გავლით გზა არ ვარგა.”
ონის გამგებელს ამირან სხიერელს ჩვენ მაშინ დავურეკეთ, როდესაც ის სწორედ შემთხვევის ადგილიდან ბრუნდებიოდა. მან თქვა, რომ ჯერჯერობით საბოლოო პასუხი იმაზე, თუ რა მოხდა, არ არსებობს, თუმცა მან ხიდი საკუთარი თვალით ნახა: ” ახლაც იქიდან მოვდივარ და აფეთქებულს უფრო ჰგავს.”
ამირან სხიერელი იმასაც ამბობს, რომ მესაზღვრეების მიერ ადგილის შეცვლა ტერიტორიების დათმობას არანაირად არ უკავშირდება.
რაჭის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თუ უახლოეს მომავალში ხიდი არ აღდგა და მიტოვებულ ტეროტორიას არ მიხედეს, მას აუცილებლად დაიკავებენ რუსები.