თბილისის ეროვნულ სტადიონზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებმაც საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციის ინიციატივა გაიზიარეს და დამოუკიდებლობის დღის სამოქალაქო შეკრებით აღნიშვნა გადაწყვიტეს. თბილისის ეროვნული სტადიონი, რომელიც ოფიციალური მონაცემებით, 55 ათას ადამიანს იტევს, სრულად შეივსო, ისევე, როგორც მისი მიმდებარე ტერიტორია. სტადიონზე შეკრებილ ათობით ათას მოქალაქეს ოპოზიციის ლიდერებმა დაუდასტურეს, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა უცვლელია. მიტინგის დასრულების შემდეგ, სტადიონზე შეკრებილი მოქალაქეები ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1