ხათუნა გოგაშვილი, ლაგოდეხი
დედაქალაქში მიმდინარე აქციების პარალელურად, ადგილობრივი ხელისუფლება კახეთში, ერთი შეხედვით, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მაგალითად, ლაგოდეხში წლის დასაწყისში დაგეგმილი პროექტები, მუნიციპალიტეტის გამგებლის გია გოზალიშვილის თქმით, შეუფერხებლად ხორციელდება:
“ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ჩვეულ რიტმში მუშაობს. ქალაქ ლაგოდეხში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, უკვე დაიწყო წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის რეაბილიტაციისთვის. სოფელ ნინიგორში ხიდის დემონტაჟის და მშენებლობის სამუშაოებიც დაწყებულია. აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები.”
აქციების მიმდინარეობის პარალელურად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ უფრო მეტი აქტივობით ხვდებიან მოსახლეობას თელავში. უფრო მეტიც, სხვადასხვა პროგრამების მიმდინარეობაში უშუალოდ ჩაერთო ნაციონალური მოძრაობის თელავის რაიონული ორგანიზაცია, რომელიც, ძირითადად, არჩევნებიდან არჩევნებამდე მუშაობს. აქ ნაციონალური მოძრაობის რაიონულმა შტაბმა მუშაობა ერთი თვის წინ განაახლა. ”ალიანსი საქართველოსთვის” თელავის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ნიკა ვარდოშვილი ადგილობრივი ხელისუფლების გააქტიურებას მიმდინარე აქციებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ თელავში ხელისუფლება გადარჩენას ცდილობს:
“ხელისუფლება აქტიურობით, ფაქტობრივად, თავის გადარჩენისთვის იბრძვის. ასევე ცდილობს დაანახვოს მოსახლეობას, საერთაშორისო საზოგადოებას, თითქოს საქართველოში არაფერი შეცვლილა და რომ ნაციონალური მოძრაობა ისევ ისეთი ძლიერია და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სინამდვილეში კი, ხელისუფლების დღეები დათვლილია.”
ნაციონალრი მოძრაობის გააქტიურება თელავში ნამდვილად აქციებს რომ უკავშირდება, ამას არც რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბუცხრიკიძე უარყოფს. ბუცხრიკიძე ამბობს, რომ მაშინ, როცა ოპოზიცია აგიტაციას ეწევა, საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი ხელისუფლებამაც უნდა გასცეს:
“ჩვენი პარტიის გააქტიურება, რა თქმა უნდა, აქციებს უკავშირდება. მაშინ, როცა ოპოზიციური პარტიები ეწევიან აგიტაციას, კითხვები ისმის ჩვენი პარტიის მიმართ, რას ვფიქრობთ. ჩვენი პასუხია, რომ ყველაფერი უნდა გდაწყდეს მოლაპარაკებების გზით და არა რადიკალური ქმედებებით.”
თუმცა ხელისუფლებასთან დიალოგს მიზანშეწონილად არც ოპოზიციის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ. კონსერვატიული პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თელავში, გიორგი მოსიაშვილი, ხელისუფლების შეცდომების შესახებ თელავის მაგალითზე საუბრობს:
“თელავში კულტურული დაწესებულება პრაქტიკულად აღარ დარჩა: გაიყიდა კინო, კულტურის სახლი. ამაზე უარესი რაღა უნდა გააკეთოს ხელისუფელბამ. ამ ფონზე დიალოგი აზრს კარგავს უკვე.”
დაგროვილი პრობლემების ფონზე, ოპოზიცია საკნების დადგმას კახეთშიც გეგმავს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რეგიონალურ ოფისებში საკნებში ჩაჯდომის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. რეგიონში საკნებს, სავარაუდოდ, ხუთშაბათიდან დადგამენ.
მანამდე კი მხრადამჭერები კახეთიდან ჯერჯერობით ისევ დედაქალაქში მიმდინარე აქციებს უერთდებიან.
გოგა აფციაური, გორი
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას და პოლიციას მათ დევნაში ადანაშაულებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები კი დევნილებთან და დაზარალებული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ და აცხადებენ, რომ ოპოზიციის გეგმები ნაკლებად აინტერესებთ. ამჟამად გორის რაიონის სოფლების დიდ ნაწილში ჭაბურღილების მონტაჟი მიმდინარეობს; გარდა ამისა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით გლეხებს შხამ-ქიმიკატებს ურიგებენ. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ზურაბ ლომიძის განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. მისი ვარაუდით, მთავრობა დაზარალებულ სოფლებში სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაახლოებით ორ თვეში დაასრულებს.
განსხვავებული მოსაზრება აქვს „ალიანსი საქართველოსთვის“ ადგილობრივ ლიდერს დავით რაზმაძეს. მისი განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება გაჭირვებული ადამიანების სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების მოგვარებით იყოს დაკავებული, იგი ოპოზიციის მხარდამჭერების დევნას,მათ დაკავებას, ცემას და თვალთვალს ახორციელებს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების სამმა წარმომადგენელმა, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ადმინისტრაციული სასჯელის სახით, პატიმრობა მოიხადა. სახალხო დამცველმა ისინი პოლიტიკურ პატიმრებად გამოაცხადა. ორი დღის წინ კი ხელკეტებით შეიარაღებულმა დაუდგენელმა ნიღბიანმა პირებმა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრს გიორგი მარტინენკოს სახლთან სცემეს. ოპოზიციამ მომხდარში ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია დაადანაშაულა. გორელმა სამართალდამცავებმა კი ოპოზიციური პარტიის წევრის ცემა კატეგორიულად უარყვეს.
ნინო ღაჭავა, ქუთაისი
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ქუთაისში 20 ათასი ადამიანი გამოკითხეს. აქედან 17 ათასი მოქალაქე ვადამდელი საპეზიდენტო არჩევნების მოთხოვნას იზიარებს. ასეთი მხარდაჭერის მიუხედავად, ქუთაისში ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდება. მამუკა მღვდელაძე, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი, საპროტესტო მუხტის ნაკლებობას რეალური ინფორმაციის დეფიციტით ხსნის.
რადიო თავისუფლების რესპონდენტების უმრავლესობა, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი რესპონდენტებიც, აქციებში მონაწილეობას არ აპირებენ. ისინი სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ:
“ხელისუფლება ხალხისთვის გაუგებარ პოზიციაზე დგას. მიმაჩნია, რომ ოპოზიციაც გაურკვეველ მდგომარეობაშია.”
“ჩემი ასაკის კაცი, ალბათ, არ შეუერთდება აქციებს. ეს ერთი. მეორე ის, რომ არ მწამს ოპოზიციის. ყველა სკამისთვის იბრძვის.”
“აუცილებლად მივიღებ აქციებში მონაწილეობას. უმჯობესია, დროულად გადადგეს. ხალხს ნუ აწვალებს. უკან დასახევი გზა აღარ არსებობს.”
რადიო თავისუფლების რესპონდენტთა დამოკიდებულება აქციების მიმართ განსხვავებულია. ერთ ნაწილს ეეჭვება, რომ პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანა აქციების გზით გადალახავს. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ხალხის პროტესტი აიძულებს პრეზიდენტს, თანამდებობიდან გადადგეს:
“ხელისუფლების შეცვლით ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება.”
“არავითარი აქციები არ არის საჭირო. აქციების დრო არ არის. კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში უნდა ჩატარდეს არჩევნები.”
“როცა ადამიანი ვერ გრძნობს, რომ წასვლის დრო მოახლოვდა, ამ შემთხვევაში კარვები საჭიროა.”
Oოპოზიციის მხარდამჭერ ქუთაისელთა გარკვეული ჯგუფი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შეუერთდა. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ფინანსური დეფიციტის გამო მათ ყველა თანამოაზრის წაყვანა ვერ მოახერხეს.
დავით მჭედლიძე, რუსთავი
თბილისური დაძაბულობის ფონზე, რუსთავის ყოველდღიური ცხოვრება გაცილებით მშვიდ რიტმში მიმდინარეობს. აქ არც პიკეტებია და არც ცელოფნის საკნები დგას. ზოგი ქარხანა მუშაობს, ზოგიც გაჩერებულია.
თვითმმართველობის შენობაც თავის ადგილზე დგას და მისი ბინადრებიც ყოველდღიურ ფუსფუსში არიან.
რუსთავის თვითმმართველობისთვის მიმდინარე კვირა ჩვეულებრივად დაიწყო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მერიის ორშაბათის ტრადიციული თათბირი არ ჩატარებულა. როგორც გაირკვა, რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი კიევში ხანმოკლე ვიზიტით იმყოფება. ჩიქოვანის გარეშე კი თათბირის გამართვა მისმა მოადგილემ გიორგი დაუშვილმა, როგორც ჩანს, საჭიროდ არ მიიჩნია.
რაც შეეხება კიევურ ვიზიტს, მამუკა ჩიქოვანი უკრაინის დედაქალაქში მარნეულის გამგებელ ზაზა დეკანოიძესთან ერთად გაემგზავრა. რუსთავი და მარნეული მუნიციპალური ტრანსპორტისთვის უკრაინული ავტობუსების შეძენას აპირებენ.
მერიის აპარატის უფროსი ზაქარია დათუაშვილი ამბობს, რომ სანამ ქალაქი ახალი ავტობუსების მოლოდინშია, ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და თბილისური დაძაბულობა მათ მუშაობაზე ზეგავლენას სულაც არ ახდენს.
„პირიქით, ვფიქრობ, რომ საპროტესტო აქციებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ქალაქში მიმდინარე სამშენებლო და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს. არა მგონია, აქციის მონაწილეები რუსთავის გალამაზების წინააღმდეგნი იყვნენ“, ამბობს ზაქრო დათუაშვილი.
რუსთავის საკრებულო, როგორც მისი თავმჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილი ამბობს, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს - ყოველ შემთხვევაში, საკრებულოს წევრთა უმრავლესობა რუსთავში იმყოფება და როცა მიმდინარე საკითხების განხილვის საჭიროება დგება, საკრებულო იკრიბება.
„იმ დაძაბულობის ფონზე, რაც თბილისში ხდება, დიდ სიამოვნებას არავინ განიცდის, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს დაძაბულობა რუსთავის საკრებულოს მუშაობაზე, რაიმე სახით, დიდ გავლენას ახდენდეს. საკრებულო ჩვეულ რიტმში მუშაობს და მიმდინარე საკითხების განხილვაშია“, აცხადებს კახა ბარათაშვილი.
ზაზა სულამანიძე, რუსთავის მერიის „ცხელი ხაზის“ სამსახურის უფროსი, ამბობს, რომ „ცხელ ხაზზე“ შემოსული საჩივრების ხასიათი ისეთივეა, როგორიც ადრე იყო: ვიღაცას ელექტროსადენი ჩაუჭრეს, ვიღაცას გაზგაყვანილობა, სადღაც სასმელი წყლის მილი გასკდა, სადღაც კი გარეგანათება ჩაქრა. სულამანიძის განცხადებით, ამ საჩივრებზე რეაგირება ხდება, თუმცა, მისი დაკვირვებით, ბოლო ხანებში მოქალაქეთა საუბრების ტონში აგრესიულობა ჭარბობს:
„სატელეფონო საუბრებში შეიმჩნევა მოსახლეობის აგრესიული ტონი. ალბათ, ფონია ასეთი, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ მშვიდად და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავცეთ პასუხი“, ამბობს ზაზა სულამანიძე.
ისე კი, რუსთავის ცენტრალური ქუჩები, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩებისაგან განსხვავებით, გაცილებით სუფთად გამოიყურება. სულ ახლახან ქალაქში ახალი ალუმინის ნაგვის ყუთები დადგეს.