9 აპრილის მოახლოებასთან ერთად, დედაქალაქის კვალდაკვალ პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს საქართველოს რეგიონებშიც, სადაც მიმდინარე კვირაშიც გრძელდება ოპოზიციის ლიდერების საგანგებო ვიზიტები. რა სახეს მიიღებს ოპოზიციიის პროტესტი რეგიონებში? ამ თემაზე „რეგიონულ მაცნეში“ ჩვენი კორესპონდენტები საუბრობენ.
ნატა იმედაიშვილი, ბათუმი
ბათუმელთა ერთი ნაწილი 9 აპრილს პროტესტის გამოსახატავად თეატრალურ მოედანზე შეიკრიბება, ხოლო თუკი საქართველოს პრეზიდენტი ამ დღეს ბობოყვათის რეზიდენციაში დაბინავდება, მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოს” ინიციატივით, მანიფესტაცია ამ რეზიდენციასთანაც გაიმართება.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ქობულეთის საკრებულოსა და ბათუმის მერიას ნებართვისთვის გასულ კვირას მიმართა, თუმცა ქობულეთის საკრებულომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, მას კარგად ესმის კანონმდებლობა, იმაზე უკეთ, ვიდრე ქობულეთის საკრებულოს წევრებს: ”თუკი შეიკრიბება ბევრი ხალხი, ისინი გადაკეტავენ გზას, ხოლო თუ ცოტა ადამიანი მივა საპროტესტო აქციაზე, შესაბამისად, გზის გადაკეტვა საჭირო არ იქნება.” მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოს” ლიდერი ბობოყვათის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციის გამართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს, თუკი იქ იმჟამად საქართველოს პრეზიდენტი იქნება.
რეგიონში 9 აპრილის ოპოზიციის გეგმა პარასკევს გახდა ცნობილი, ზუსტად იმ დღეს, როცა ნოღაიდელმა ნებართვისთვის შესაბამის სამსახურებს მიმართა.კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ოპოზიცია საერთო ტაქტიკის მიხედვით იმოქმედებს. ”აქციების მხარდამხარ, რომელიც თბილისში იგეგმება, აქციები იქნება კახეთში, იმერეთში, გურიაში და და სწორედ ამ გეგმის მიხედვით იმოქმედებს ბათუმის ორგანიზაციაც”,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაციკაძის, თქმით, მიტინგზე თბილისში ბათუმიდან მხოლოდ ლიდერები და რამდენიმე აქტივისტი წავა. დიდი ნაწილი კი ბათუმში, ქობულეთსა და საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს აქციებს გამართავენ. ”არავის არაფრის შეეშინდება, უამრავი ხალხი გამოვა თბილისში, ბათუმშიც და სხვა ქალაქებში”, - განაცხადა დავით ბაციკაძემ. ის, რომ აჭარიდან დედაქალაქში მიტინგზე ოპოზიციის მხრიდან მოქალაქეების გადაადგილება არ იგეგმება, ეს დავით ბაციკაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა.
ნინო ღაჭავა, ქუთაისი
9 აპრილის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკურმა ცხოვრებამ ქუთაისშიც გაიღვიძა, რაც ოპოზიციის ლიდერების ხშირი სტუმრობით გამოიხატება. ოპოზიციის ერთმა ნაწილმა სპეციალური კომიტეტი შექმნა, რომელიც ადგილზე აქციების ჩატარებას და სახელისუფლებო შენობების პიკეტირებას უზრუნველყოფს. კომიტეტი 10-მდე პარტიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა. ისინი აცხადებენ, რომ ქუთაისი დასავლეთ საქართველოში აგორებული საპროტესტო ტალღის ცენტრი უნდა გახდეს. თუმცა ოპოზიცია ქუთაისში 9 აპრილს აქციას არ გეგმავს. ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის მანანა მანაგაძის ინფორმაციით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი მათი მხარდამჭერები დედაქალაქში გამართულ აქციას შეუერთებიან თუ ადგილზე გამოხატავენ პროტესტს.
ალიანსის “საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ვლადიმერ ნაკაშიძე აცხადებს, რომ რეგიონებში აქციები თბილისში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დაიგეგმება. რაც შეეხება 9 აპრილს, ალიანსის მხარდამჭერთა ორგანიზებული გამგზავრება არ მოხდება.
შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხალხმრავალი აქციების მოწყობას, საეჭვოა. პოლიტიკურ პარტიებს ყოველთვის უჭირთ ხალხის ორგანიზებული შეკრება და ქუჩაში გამოყვანა. ეს პრობლემა ქუთაისში ვარდების რევოლუციის დროსაც იგრძნობოდა. უნდა ითქვას, რომ ხალხის შეკრება ხელისუფლებისთვისაც სირთულეს წარმოადგენს.
დავით მჭედლიძე, რუსთავი
ოპოზიციური პარტიების ლიდერები - კახა კუკავა, ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი - ორშაბათს ქვემო ქართლს სტუმრობდნენ. მოსახლეობას ისინი 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
ოპოზიციური ლიდერები პირველად მარნეულს ეწვივნენ. იქ მათ მცირერიცხოვანი მხარდამჭერები დახვდათ. ამის მიუხედავად, თბილისიდან ჩასულმა სტუმრებმა ხანმოკლე მიტინგი მაინც გამართეს.
მარნეულში ყოფნის დროს ხალხის პარტიის ლიდერს, კობა დავითაშვილს, მხარდამჭერების სიმცირე არ გამორჩენია:
„უფრო მეტი ხალხი უნდა მოსულიყო, მაგრამ მიდის დაშინება პირდაპირ გუბერნატორ კირკიტაძის და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ, უბრალოდ, ვიცით, რომ შიშით, ძალადობით, მოტყუებით, მმართველობა დიდხანს ვერ გაძლებს“, თუმცა უფრო ოპტიმისტური განწყობა კოსერვატორების ერთ-ერთ ლიდერს, კახა კუკავას, ჰქონდა.
აი რა განაცხადა მან:
„მიიჩნეოდა, რომ ქვემო ქართლი, ტრადიციულად, ხელისუფლების მხარდამჭერი იყო და ნაკლებად მონაწილეობდა ოპოზიციურ მოძრაობაში. ახლა ვითარება ძალიან არის შეცვლილი, აქ არის ძალიან ძლიერი პროტესტი, ძალიან ძლიერი მუხტი. ჩვენ დღეს გვექნება შეხვედრა ყველა რაიონულ ცენტრში, დასკვნითი შეხვედრა გვექნება წალკაში და ქვემო ქართლი ითამაშებს ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს მიხეილ სააკაშვილის გადაყენებაში.“
იმ დროს, როცა ოპოზიციის ლიდერები რეგიონში აგიტაციას ეწეოდნენ და მხარდამჭერებს ხვდებოდნენ, მათი რუსთაველი თანამებრძოლები ორი დღის წინ გახსნილი ოფისის მოწესრიგებით იყვნენ დაკავებულნი. ქალაქის ცენტრში დაქირავებულ რამდენიმე ოთახში ბინა დაიდეს კონსერვატორებმა, ხალხის პარტიამ და „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ.
ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ადგილობრივი ლიდერი გელა ღუნწკიძე ამბობს, რომ 9 აპრილის წინ ის და მისი თანაპარტიელები განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ - არც აგიტაციას ეწევიან და არც მხარდამჭერებს უხმობენ.
„ისეთი რამ, რომ ხალხის მობილიზება და რაღაც...მსგავსი არაფერი ხდება. თავად მოსახლეობა გადაწყვეტს. ვინც წავა, დაესწრება და უკან დაბრუნდება ან იქ დარჩება. ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ადამიანი წავა აქციაზე. მე ვინც მხვდება, ყველა ამბობს, რომ ჩემით წავალო“, ამბობს გელა ღუნწკიძე.
არ აქტიურობენ ადგილობრივი კონსერვატორებიც. აი, რას ამბობს ასაკოვანი მიხეილ კაპანაძე: „ჩვენ ხალხს არ მოვუწოდებთ, რომ გინდა თუ არა უნდა წამოხვიდეთ 9 აპრილს თბილისშიო. ხალხი ისეა გამწარებული, აღარ აინტერესებს შენი პარტიულობა..ხალხმა იცის მხოლოდ ერთი, უნდა წავიდეს თბილისშიდა გამოხატოს პროტესტი.“
სამაგიეროდ, აქტიურობენ ნინო ბურჯანაძის პარტიის რუსთაველი აქტივისტები. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ რუსთავის მერიას წერილობით მიმართა და მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყოფა სთხოვა.
თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსთავის მერიამ დააკმაყოფილოს ოპოზიციური პარტიის გულუბრყვილო თხოვნა და ამით ხელი შეუწყოს რუსთაველთა მონაწილეობას 9 აპრილის დაგეგმილ საპროტესტო აქციაში.
გოგა აფციაური, გორი
9 აპრილის წინ ბოლო მიტინგი და საპროტესტო აქცია ოპოზიციური პარტიების ლიდერებს გორში უნდა გაემართათ,მაგრამ აქცია არ შედგა. ამის მიზეზს ადგილობრივი ლიდერები, რომლებიც გორის საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, ვერ ასახელებენ.
საზოგადოებას კითხვები 9 აპრილს დაგეგმილი აქციის შესახებ ჰქონდა, თუმცა ამ კითხვებზე პასუხები ადგილობრივ პოლიტიკოსებს არ აღმოაჩნდათ. მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ დირექტივებს თბილისიდან ელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ აქციას თბილისში შეუერთდებიან თუ ადგილზე გამართავენ. ”ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით რაზმაძემ, განაცხადა, რომ მოსახლეობის განწყობა ხელისუფლების მიმართ აგვისტოს ომის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და გამოსავალს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომაში ხედავს.
გორის საზოგადოების წარმომადგენლებმა ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერებს გონიერებისკენ მოუწოდეს და სთხოვეს, რომ აქციები სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაზარდონ. ისტორიკოსი ელდარ მამისთვალოვი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე.
გორელი მწერლის ვანო ჩხიკვაძის აზრით, მხოლოდ გონიერებას და ერის კონსოლიდაციას შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.
9 აპრილისთვის ადგილობრივი ხელისუფლებაც ემზადება. ამ დღეს გორში რამდენიმე ღონისძიების გამართვაა დაგეგმილი. მხარის გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი პირობას დებს, რომ ოპოზიციას ხელისუფლება გადაადგილებაში ხელს არ შეუშლის, თუ მათი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას არ ექნება ადგილი.
როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, გორში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები თბილისის აქციებს შეუერთდებიან. ხვალ ადგილობრივი ტელევიზიით მოსახლეობას ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერები მიმართავენ და გორელებს თბილისის აქციებზე მათ მიერ დაქირავებული ტრანსპორტით გამგზავრებას შესთავაზებენ.