სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც რეგიონის დაცლილი სოფლების რეაბილიტაციაზე იმუშავებს. კომისიას ედუარდ კოკოითის სპეციალური წარმომადგენელი, ბორის ჩოჩიევი, ხელმძღვანელობს. იგი ლიახვისა და ფრონეს ხეობების სოფლებს თბილისის მიერ დღეს უკვე ყოფილ ოკუპირებულ ტერიტორიებს უწოდებს. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით კი, ეს სოფლები ამჟამად რუსეთის და დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერაა ოკუპირებული, საიდანაც ათასობით ადამიანია გამოდევნილი. ჩოჩიევის კომისია ამ სოფლებში მოსახლეობის დაბრუნებას აპირებს, თუმცა ეთნიკურ ქართველებს დაბრუნების უფლება არ ექნებათ. ოსურ მედიასთან ინტერვიუში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ ლიახვისა და ფრონეს ხეობებში, პირველ ყოვლისა, დაბრუნდებიან ის ოსები, რომლებიც დევნილებად 90-იანი წლების კონფლიქტის შედეგად იქცნენ, შემდეგ კი სოფლებში დასახლდებიან ის ადამიანები, რომლებსაც სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთში ბინის პრობლემა აქვთ. ჩოჩიევის კომისია დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის პრეზიდიუმს ამ სოფლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების წინადადებით მიმართავს. გარდა ამისა, ლიახვისა და ფრონეს ხეობებში ჩასახლებულ ადამიანებს დროებით საკუთრებაში ქართული მოსახლეობის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები გადაეცემათ.
კომისია სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტს მიმართავს, გააუქმოს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი პრივატიზაციისა და კერძო საკუთრების შესახებ, რომლის საფუძველზეც ხეობებში აგვისტოს ომამდე მცხოვრებ მოსახლეობას მიწა კერძო საკუთრებაში აქვს. ჩოჩიევი აცხადებს, რომ მიწაზე კერძო საკუთრების უფლება დე ფაქტო რესპუბლიკაში არ არსებობს და ის მის ყოფილ მფლობელებს ჩამოერთმევათ.
ბორის ჩოჩიევის გეგმებს „ოსთა ეროვნული ხსნის კავშირის“ თავმჯდომარე ვლადიმერ სანაკოევი გამოეხმაურა. მისი აზრით, კოკოითი საკუთრების უფლების შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებს არღვევს, რაც შემდგომში აუცილებლად მისი ხელისუფლების დასჯის მიზეზი გახდება. სანაკოევი მიიჩნევს, რომ დევნილები, ორივე მხრიდან, ადრე თუ გვიან საკუთარ სახლებს უნდა დაუბრუნდნენ, ამიტომ მათი საკუთრების უფლება დაცული უნდა იყოს. ვლადიმერ სანაკოევი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, კოკოითს მკაცრი გაფრთხილება მისცენ.
აგვისტოს ომის დროს ლიახვისა და ფრონეს ხეობის სოფლების ქართველ მოსახლეობას რუსულმა და ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ყველაფერი გაუნადგურეს, დაუწვეს და სახლები დაუნგრიეს. სამართლებრივად ამ სოფლებში არსებული მიწის ნაკვეთების მფლობელები ამჟამად დევნილი მოქალაქეები არიან. ეს არის ერთადერთი ქონება, რომელიც მათ იურიდიულად დარჩათ, მაგრამ კოკოითის ხელისუფლება მათთვის ამ საკუთრების ჩამორთმევასაც აპირებს.