Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იამადაევის მკვლელობის კვალი რუსეთის დუმის დეპუტატამდე მიდის


სულიმ იამადაევი (მარჯვნივ) და ადამ დელიმხანოვი
სულიმ იამადაევი (მარჯვნივ) და ადამ დელიმხანოვი
დუბაის პოლიციამ ცნობილი ჩეჩენი მეთაურის, სულიმ იამადაევის გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების თანახმად, ყოფილი ჩეჩენი გენერლის მკვლელობის მიღმა იკვეთება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის კვალი, რომელიც ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის ახლო ნათესავია.

ადამ დელიმხანოვზე, რუსეთის სახელმწიფო დუმის რეგიონულ და ფედერალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეზე, ინტერპოლის ხაზით შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს. ამის თაობაზე 5 აპრილს
წინასწარი გამოძიების თანახმად, სულიმ იამადაევის მკვლელობასთან კავშირი აქვს ადამ დელიმხანოვს
გამართულ პრესკონფერენციაზე დუბაის პოლიციის უფროსმა, გენერალ-ლეიტენენტმა დაჰი ხალფან ბინ თამიმმა განაცხადა.

ადამ დელიმხანოვს, წინასწარი გამოძიების თანახმად, კავშირი აქვს სულიმ იამადაევის მკვლელობასთან. თუმცა, თავად დელიმხანოვმა, პრესმდივნის, ტამერლან ნეზიდოვის საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამ მკველობასთან ნებისმიერ კავშირს გამორიცხავს:

”მე ვარ პოლიტიკოსი, რომელიც ცხოვრების მრავალი წლის განმავლობაში ებრძოდა ტერორისტებს. მზად ვარ, ვითანამშრომლო ნებისმიერ სამართალდამცველ ორგანოსთან, მათ შორის დუბაის ხელისუფლებასთან.”

ადამ დელიმხანოვი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რას ეყრდნობა დუბაის ხელისუფლების ეჭვები, რაც დეპუტატის თქმით, ”ჩეჩნეთში დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.”

რუსეთის შეიარაღებული ძალების ბატალიონ ”ვოსტოკის” მეთაური, სულიმ იამადაევი - გავლენიანი ჩეჩენი გენერალი, რომელიც რამზან კადიროვთან იყო დაპირისპირებული, 31 მარტს დუბაიში მდებარე მის საცხოვრებელ სახლთან მოკლეს.

დუაბაის პოლიციამ გაავრცელა ამ მკვლელობის ზოგიერთი დეტალი. მკვლელი იამადაევს დუბაის ჯუმეირაჰ ბიჩის რაიონში, სახლთან ახლოს ჩაუსაფრდა. მკვლელმა იამადაევს ტყვია თავში ესროლა, რის შემდეგაც იარაღი იქვე ახლოს დააგდო. დუბაის პოლიციის უფროს ბინ თამიმის თანახმად, ეს იარაღი აღმოჩნდა ”მაკაროვის” სისტემის მოოქროვილი პისტოლეტი, რომლის მსგავსს დელიმხანოვის დაცვის წევრები იყენებდნენ.

იამადაევის მკვლელობიდან ძალიან მალე დუბაის პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი - ირანელი და ტაჯიკი დააკავა. დანარჩენი 4 ეჭვმიტანილი ჯერაც თავისუფლად ცხოვრობს რუსეთში. რუსეთის პროკურატურის თანახმად, რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს დელიმხანოვის ექსტრადიციას, ვინაიდან მას დეპუტატობის იმუნიტეტი იცავს.

რუსლან კუტაევმა, ჩეჩნეთის პრობლემების შემსწავალელი საერთაშორისო კომიტეტის თავმდჯდომარემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დელიმხანოვის მიმართ არსებული ეჭვები სიმართლეს შეეფერება:

”ამ ამბის გამო ცოტა გაოგნებული და დაბნეული ვარ. ამავდროულად, არა მაქვს არავითარი ეჭვი,
ჩეჩნეთის პრეზიდენტი არას დიდებით არ გაწირავს დელიმხანოვს
არ ვენდო არაბთა გაერთიანებული საამიროების პოლიციის უფროსის განცხადებას.”

ადამ დელიმხანოვი ჩეჩნეთის პრეზიდენტის ახლო ნათესავი და რამზან კადიროვის სავარაუდო მემკვიდრეა, რომელსაც ჩეჩნეთის პრეზიდენტი არას დიდებით არ გაწირავსო, - ამბობს რუსი მიმომხილველი იულია ლატინინა.

ვიდრე რუსეთის დუმის დეპუტატი გახდებოდა, ადამ დელიმხანოვი რამზან კადიროვის დავალებით აკონტროლებდა ნავთობის ბიზნესს და უსაფრთხოების საკითხებში ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

სხვათა შორის, იანვარში ვენაში მოკლულმა ჩეჩენმა უფლებადამცველმა უმარ ისრაილოვმა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სწორედ ადამ დელიმხანოვის უკანონო საქმიანობის ამსახველ ფაქტებზე მისწერა. კიდევ ერთი ცნობილი ჩეჩენი მეთაური, სულიმ იამადაევის უფროსი ძმა რუსლან იამადევი, 2008 წლის სექტემბერში კრემლთან ახლოს გამოასალმეს სიცოცხლეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG