ბლოკის ბევრ წევრს ნაწილობრივ ან მთლიანად აქვს შეწყვეტილი რუსეთიდან გაზის მიწოდება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინის გავლით ტრანზიტი შეაჩერა.
შეთანხმება, რომელსაც ორმა პრემიერ-მინისტრმა მიაღწია (ვლადიმირ პუტინმა და იულია ტიმოშენკომ) შაბათს გვიან ღამით, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკების შემდეგ, დღეს უკვე ხელმოწერებით გაფორმდა მოსკოვში - თუმცა, არა თვით პუტინისა და ტიმოშენკოს მიერ. ისინი ესწრებოდნენ ცერემონიას. ხელის მოწერა კი რუსეთის კომპანია “გაზპრომის” აღმასრულებელ დირექტორ ალექსეი მილერს და უკრაინის კომპანია “ნაფტოჰაზის” ხელმძღვანელ ოლეჰ დუბინას ევალებოდათ.
დოკუმენტის შესაბამისად, უკრაინა 2010 წლიდან იმავე ფასში შეიძენს რუსეთის გაზს, რა ფასსაც ევროპის ქვეყნები იხდიან, წელს კი უკრაინა 20-პროცენტიანი შეღავათით ისარგებლებს.
[იულია ტიმოშენკოს ხმა] “ვლადიმირ პუტინისა და მისი მთელი გუნდის ძალიან მადლიერი ვარ იმისთვის, რომ გამონახეს გზა უკრაინისთვის საგანგებო პირობების შესაქმნელად - ეს არის 20-პროცენტიანი შეღავათი გაზზე, მსოფლიო ფასებთან შედარებით,” - განაცხადა მოსკოვში იულია ტიმოშენკომ და დასძინა, რომ უკრაინა ამ შეღავათიანი წლით ისარგებლებს ენერგიის დაზოგვისა და ენერგეტიკული დივერსიფიკაციის საკითხებზე სამუშაოდ.
რუსული მხარის ინფორმაციით, 20-პროცენტიანი შეღავათი ნიშნავს, რომ უკრაინა წელს 1000 კუბურ მეტრ გაზში 360 დოლარს გაიღებს (ევროკავშირის წევრები 450 დოლარს იხდიან). მეორე მხრივ, ენერგორესურსები სულ უფრო იაფდება და დღეს, რასაკვირველია, არავინ იცის, რა ეღირება გაზი 2010 წელს.
თუმცა, დღეს ბევრს სულ სხვა რამე აწუხებს... ევროკომისიამ უკვე გაავრცელა განცხადება, რომელშიც გაზის შესახებ უკრაინა-რუსეთის 10-წლიან შეთანხმებაზე ხელმომწერებს მოუწოდებს, დაასახელონ უკრაინის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდების აღდგენის ზუსტი თარიღი. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ტრანზიტი “ძალიან მალე” აღდგება:
[ვლადიმირ პუტინის ხმა] “მოველი, რომ ძალიან მალე მთლიანად აღდგება მთელი სატრანზიტო მომარაგება ევროპის მიმართულებით და კომპანია “გაზპრომმა” მიიღო დავალება, დაიწყოს გაზის მიწოდება ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მიერ შეთავაზებული ყველა მიმართულებით და სრული მოცულობით შეასრულოს ევროპელი მომხმარებლების დღიური დაკვეთა.”
ევროპა რუსეთიდან უკრანიის გავლით იღებს მისთვის საჭირო ბუნებრივი აირის 20 პროცენტს. მაგრამ ზოგი ქვეყანა გაცილებით მეტად არის დამოკიდებული ამ წყაროზე, ბულგარეთი და სლოვაკეთი კი, პრაქტიკულად, მთლიანად. ამდენად, გაზის კრიზისმა ყველაზე მეტად ისინი დააზარალა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის გიგანტურმა მონოპოლისტმა კომპანია გაზპრომმა თითქმის ორი კვირის წინ, 7 იანვარს გამოაცხადა, რომ წყვეტს გაზის ტრანზიტს უკრაინის ტერიტორიის გავლით იმ მიზეზით, რომ უკრაინა - როგორც მოსკოვი ირწმუნება - იპარავს ევროკავშირის ქვეყნებისთვის განკუთვნილ გაზს. მანამდე უკრაინამ და რუსეთმა ვერ შეძლეს ერთსულოვნების მიღწევა გაზის ახალ ფასზე, რის გამოც თვით უკრაინას 1 იანვარს შეუწყდა რუსეთიდან გაზის მიწოდება.
ახლა, როცა დავა მოგვარებულია, გამოთქვამენ ვარაუდს, რომ 36 საათი გავა, ვიდრე გაზი ევროპელ კლიენტებამდე ჩააღწევს.