რუსეთის ენერგეტიკული გიგანტის, ”გაზპრომის”, ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, მასთან ერთად რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე იგორ სეჩინი და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი სერგეი შმატკო ამ კვირაში შეეცდებიან დაიცვან და შეინარჩუნონ რუსეთსა და უკრაინას შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება.
რუსეთის დელეგაციის გამგზავრება ბრიუსელში დაემთხვა ბრიუსელშივე ევროკავშირის ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელების სხდომის დაწყებას. ევროკავშირის წარმომადგენლები გაზის კრიზისს და კრიზისიდან გამოსავალ გზებს განიხილავენ. ამასთან, პირველ რიგში, განიხილავენ ევროპის იმ ქვეყნების დახმარების გზებს, რომლებიც გაზის კრიზისის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
ამ დღეებში რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმებას მიაღწიეს. ორივე მხარე დათანხმდა უკრაინის გავლით ევროპისკენ გაზის ტრანზიტის პროცესს მეთვალყურეობა ევროკავშირის დამკვირვებლებმა გაუწიონ. შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის მეთვალყურეები უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის გაზის ტრანზიტს სატრანზიტო გზაზე განთავსებულ სადგურებზე დამონტაჟებულ მონიტორებზე უნდა დააკვირდნენ. ასეთი იყო მხარეთა შორის გასულ დღეებში მიღწეული შეთანხმება, მაგრამ მოსკოვმა უარყო ის იმის გამო, რომ უკრაინამ შეთანხმებაში შესწორებების შეტანა მოითხოვა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, ჩეხეთის, წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთს არ გააჩნია არავითარი საფუძველი საიმისოდ, რომ არ აღადგინოს უკრაინაზე გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტი ევროპისკენ. აი, რა განაცხადა დღეს ბრიუსელში ჩეხეთის მრეწველობის მინისტრმა მარტინ რიმანმა:
[მარტინ რიმანის ხმა] "მაქვს დღევანდელი, ამ დილის ინფორმაცია, რომ უკრაინამ კიდევ ერთხელ მოაწერა ხელი შეთანხმებას. ასე რომ, ახლა რუსეთის პირობები მთლიანად შესრულდა და მას არავითარი საფუძველი აღარ აქვს, დაუყოვნებლივ არ განაახლოს გაზის მიწოდება."
რუსეთი აცხადებდა, რომ განაახლებდა ევროპის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტს უკრაინაზე გავლით იმ დღიდანვე, როგორც კი ევროკავშირის მეთვალყურეები შეუდგებოდნენ პროცესზე დაკვირვებას. 12 იანვარს ევროკავშირის მეთვალყურეები უკვე გამოცხადდნენ უკრაინისა და რუსეთის სასაზღვრო გაზგამანაწილებელ სადგურზე. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას 36 საათი სჭირდება. ეს დროა საჭირო გაზის ადგილზე მისაღწევად.
გაზის საფასურთან დაკავშირებით უკრაინისა და რუსეთის დავამ, რასაც რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვა და, ამასთანავე, მალევე - ევროპის მიმართულებით გაზის ტრანზიტის შეწყვეტაც, ევროპის ქვეყნები სერიოზულად დააზარალა. ტრანზიტის შეჩერების საბაბად ”გაზპრომმა” გამოიყენა ბრალდება, რომ ”უკრაინის ”ნეფტოგაზი” სატრანზიტო გაზს იტაცებდა. კიევში ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდნენ. ამასობაში კი, უგაზოდ დარჩენილმა ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ მკაცრ ზამთარში საგანგებო რეჟიმით დაიწყო ცხოვრება. ბულგარეთში იძულებულნი გახდნენ დაეხურათ სკოლები, რადგან სკოლებში სიცივის გამო შეუძლებელი იყო სწავლების პროცესის გაგრძელება. სლოვაკეთში ატომური რეაქტორების აღდგენის წინადადების განხილვას შეუდგნენ. ასეთი რეაქტორი ამ ქვეყანაში შარშან დაიხურა, მაგრამ წლევანდელმა გაზის კრიზისმა სლოვაკები დაარწმუნა, რომ ენერგიის ალტერნატიული წყაროებია მოსაძებნი. ათასობით ადამიანი ევროპაში გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე დარჩა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა ”გაზპრომის” ხელმძღვანელს მოუწოდა ევროპის მიმართულებით უკრაინაზე გავლით გაზის ტრანზიტი შეეჩერებინა. დღეს კი მწუხარება გამოთქვა მკაცრ ზამთარში გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე დარჩენილი ევროპელების მდგომარეობის გამო:
[ვლადიმირ პუტინის ხმა] "კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულისტკივილს მიმდინარე მოვლენების გამო და სოლიდარობას გამოვუხატავთ ჩვენს ევროპელ მომხმარებლებს. დავალიანების გასტუმრების გაჭიანურება, რომელმაც გაზის მიწოდების შეჩერება გამოიწვია და, ფაქტობრივად, სატრანზიტო ქვეყნის - უკრაინის მხრიდან - გაზის ბლოკადაში მოაქცია ევროპა, დაუშვებელია. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს აღარასოდეს განმეორდება."
როგორც ვხედავთ, პუტინმა ევროპის ბლოკადაში სატრანზიტო ქვეყანა - უკრაინა - დაადანაშაულა. ევროპაში კი ბლოკადით შეწუხებულებს შორის ბევრი ფიქრობს, რომ შუა ზამთარში გაზის კრიზისის მიზეზი უფრო ღრმა არის, ვიდრე გაზის საფასურზე რუსეთისა და უკრაინის დავაა, რომ ევროპელთა სახლებში ზამთრის სიცივე ევროკავშირისა და ნატოსკენ უკრაინის სწრაფვის გამო რუსეთის გაბრაზებამ მოიტანა.