ცეცხლის რამდენიმე საათით შეწყვეტის შემდეგ, ისრაელმა ღაზის სექტორზე შეტევა განაახლა. ისრაელის სამხედრო ძალებმა მასირებული საჰაერო იერიში მიიტანეს სექტორის ჩრდილოეთზე. ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიზანი ”ჰამასის” დასჯაა, თუმცა ოპერაციას მშვიდობიანი პალესტინელებიც ეწირებიან. 8 დეკემბერს, ”ჰამასის” შემდეგ, ისრაელს სარაკეტო ცეცხლი მოძრაობა ”ჰესბოლამაც” გაუხსნა ლიბანის ტერიტორიიდან. თელავივისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. რამდენიმე დღის წინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის მეორე ფრონტი გახსნას.
მძიმე , ფართომასშტაბიანი ომი ახლო აღმოსავლეთში თითქმის ორი კვირაა მიმდინარეობს. ისრაელის არმია ღაზის სექტორს ხმელეთიდან და ჰაერიდან უტევს და ჯერჯერობით მაინც ვერ ახერხებს ”ჰამასის” შეჩერებას. ომის დაწყებიდან მეცამეტე დღეს კი ისრაელს სარაკეტო დარტყმა ლიბანის ტერიტორიიდანაც მიადგა, მეორე რადიკალური ისლამური დაჯგუფების ”ჰესბოლას” მხრიდან. შედეგად, ისრაელში 2 ადამიანი დაიჭრა. ლიბანიდან რამდენიმე რაკეტა ისრაელის ქალაქ ნაჰარიაში ჩავარდა. ისრაელმა ლიბანის დარტყმას დაუყოვნებლივ უპასუხა.
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის რისკის მატარებელ ამ ფაქტზე კომენტარი ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა გააკეთა:
[შიმონ პერესის ხმა] ”ჩვენ ვიცით, რომ ისრაელის ჩრდილოეთით ჩვენ წინააღმდეგ სროლა ლიბანში მოქმედმა ტერორისტულმა ნაციონალურმა ფრონტმა განახორციელა. ჩვენი პოლიტიკაა ვუპასუხოთ და ვუპასუხეთ კიდეც. ცეცხლის განმეორების შემთხვევაში, ამას გავაგრძელებთ.”
თუ ”ჰესბოლა” ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმებს განაგრძობს, ვითარება ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო დამძიმდება. 2006 წელს დააპირა ისრაელმა ირანის მხარდაჭერით მოქმედი რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციის, ”ჰესბოლას”, განადგურება, მაგრამ, ბევრის გასაკვირად, ეს ვერ მოახერხა. 2006-ში ომი ახლო აღმოსავლეთში, ისრაელის და ლიბანის საზღვარზე, ”ჰესბოლას” მებრძოლების მიერ ორი ისრაელელი ჯარისკაცის დატყვევებას მოჰყვა. ამ ომის შემდეგ ”ჰესბოლამ” ძალები აღიდგინა და, როგორც მისი ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, ორგანიზაციის განკარგულებაშია 12000 რაკეტა. გავრცელებული ვერსიით, ”ჰესბოლა” ფლობს გრძელი დისტანციის რაკეტებსაც საიმისოდ, რომ მისმა დარტყმებმა ისრაელის შუაგულს მიაღწიოს. ”ჰესბოლას” ლიდერმა შეიხ ჰასან ნასრალმა ერთი დღის წინ გააფრთხილა ისრაელი, რომ, ლიბანისთვის დარტყმის მიყენების შემთხვევაში, ისრაელი საპასუხო მძიმე დარტმას მიიღებს.
ისრაელში შიშობენ, რომ რაკეტები თელავივამდე მიაღწევს. აი, რა თქვა თელავივში მყოფმა ისრაელის ერთ-ერთმა მოქალაქემ:
” მე ვფიქრობ, - და ხალხიც ასე ფიქრობს აქ, - რომ თელავივში მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ რაკეტებმა, შესაძლოა, აქაც მოაღწიოს. დღითი დღე ვრწმუნდები ამის შესაძლებლობაში. დღეს დილით შევიტყვე ჩრდილოეთიდან განხორციელებული სარაკეტო დარტმის შესახებ და ეს ძალიან მაშინებს. მე ჩრდილოეთით ვცხოვრობ და იქ უნდა დავბრუნდე.”
ისრაელის ჩრდილოეთით ისრაელის არმია საბრძოლო მზადყოფნაში ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე იყო მოყვანილი, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა”ჰესბოლას” მხრიდან ელოდა გართულებას.
დიპლომატიური ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში ომის შესაჩერებლად ჯერჯერობით უნაყოფოა. მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთო ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ აბდულ გეიტი. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კაიროში წარმომადგენელი გაგზავნა შემდგომ სამოქმედო გეგმის განსახილველად.
შეგახსენებთ, რომ 6 თვიანი ზავი პალესტინაში მოქმედმა ისლამურმა წინააღმდეგობის მოძრაობამ, ” ჰამასმა”, დეკემბრის ბოლოს დაარღვია, რასაც მოჰყვა ისრაელის ჯერ საჰაერო, შემდეგ კი სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში. ”ჰამასი” არის ღაზის სექტორში 1987 წელს დაარსებული რადიკალური ისლამური ორგანიზაცია, რომელსაც დასავლეთის ბევრი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. მის მიზანს ისრაელის განადგურება წარმოადგენს. ”ჰამასის” იდეოლოგიით, ყველა სიონისტი მტერია. პალესტინის გათავისუფლება სიონისტებისგან და შემდეგ პალესტინის ისლამური სამყაროს ცენტრად გამოცხადება ”ჰამასის” მებრძოლების წმიდათაწმიდა მიზანია. მაგრამ ისრაელის პრობლემა , როგორც უკვე ვთქვით, მარტო ”ჰამასი” არაა. 8 დეკემბერს ისრაელს სარაკეტო დარტყმა ლიბანიდან მეორე ისლამურმა რადიკალურმა და ასევე ტერორისტულად აღიარებულმა დაჯუფებამ, ”ჰესბოლამ”, მიაყენა. ეს არის ლიბანელი შიიტების ”ალაჰის პარტია”, ირანის ისლამური რევოლუციის კორპუსთან აქტიური თანამშრომლობით დაფუძნებული 1982 წელს. ”ჰესბოლა”
ანტიამერიკულ და ანტიისრაელურ ტალღაზე შეიქმნა. მისი წმინდა მიზანი ისლამური რევოლუციის ექსპორტია და ახლო აღმოსავლეთში არის ომი, რომლის შეჩერებაც ვერა და ვერ ხერხდება. ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 700-ს მიაღწია.