დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შემავალი მუსულმანური სახელმწიფოები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაააქტიურეს ურთიერთობა ისრაელთან, პროცესის შეფასებისას თავშეკავებულობას იჩენენ. საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის მიუხედავად, ამ სახელმწიფოების ხელისუფალნი გაორებულნი არიან და ცდილობენ არ გამოხატონ პოზიცია რომელიმე მხარის სასარგებლოდ, განსხვავებით საქართველოსგან, რომელიც თავის დამოკიდებულებას ღიად გამოხატავს. ამასთან, საინტერესოა რუსეთის პოზიცია.
ისლამისტმა აქტივისტებმა აზერბაიჯანში პროტესტი განაცხადეს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიმართ. აზერბაიჯანელი ისლამისტი აქტივისტების ერთ-ერთი უკანასკნელი საპროტესტო აქცია 5 იანვარს ჩატარდა სოფელ ნარდარანში, ბაქოს მახლობლად. აქციის მონაწილე მუსტაფა აბდულა იმ დღეს პალესტინელების გენოციდზე ლაპარაკობდა:
[ მუსტაფა აბდულას ხმა] ” ჩვენ, ნარდარანელი მუსულმანები, ვგმობთ პალესტინელების გენოციდს. ჩვენ ვთხოულობთ, ისრაელმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედება და გამოვხატავთ სოლიდარობას პალესტინელების მიმართ. ”
ეს იყო პალესტინელებისადმი სოლიდარობის გამომხატველი მეორე აქცია აზერბაიჯანში. მანამდე კი, 2 იანვარს, ბაქოში, ისრაელის საელჩოსთან, პოლიციამ დაშალა აზერბაიჯანელი ისლამისტი აქტივისტების გამოსვლა პალესტინელების მხარდასაჭერად. უფრო მეტიც, მაშინ პოლიციამ საპროტესტო აქციის 20-მდე აქტივისტი დააკავა.
საინტერესო ისაა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დღემდე არ გამოუხატავს ოფიციალური პოზიცია ღაზის სექტორში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის ხელისუფლების მსგავსად, პოზიცია არ გამოუხატავს არც ყირგიზეთის და თურქმენეთის ხელისუფლებას. რაც შეეხება ყაზახეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს, ამ ქვეყნების ხელისუფლებები ღაზის სექტორის კრიზისთან დაკავშირებით ფრთხილი და მოზომილი განცხადებებით შემოიფარგლნენ - თქვეს, რომ ომით პრობლემა ვერ გადაიჭრება და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
ალბათ, გაჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიკავა აზერბაიჯანმა, ყირგიზეთმა და თურქმენეთმა თავი თუნდაც ასეთი ფრთხილი პოზიციის გამოხატვისგან. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანს და, მასთან ერთად, ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ცენტრალური აზიის ქვეყნებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ისრაელთან. ოფიციალური ბაქო დუმილს არჩევს, ისევე როგორც, მაგალითად, თურქმენეთი. თუმცა, აზერბაიჯანელი ისლამისტი აქტივისტებისა არ იყოს, თურქმენმა მუსლიმმა აქტივისტებმაც მოაწყვეს საპროტესტო გამოსვლა პალესტინელების მხარდასაჭერად.
თურქმენეთის მეზობელ ყირგიზეთში დამოუკიდებელი პოლიტიკური მიმომხილველი მარს სარიევი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ აშკარად იკვეთება ისლამის პოლიტიზების ტენდენცია. ისლამისტი რადიკალების რიცხვი იზრდება და ამ პროცესის იარაღით შეჩერება შეუძლებელიო,- უთხრა მარს სარიევმა რადიო ”თავისუფლების” ყირგიზულ სამსახურს.
პალესტინელების მხარდასაჭერად მუსულმანური კავშირის წარმომადგენლებმა 12 იანვრისთვის დაგეგმეს საპროტესტო გამოსვლა ბიშკეკში.
საინტერესოა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია. რუსეთმა, რომელიც მუსულმანურ სახელმწიფოებთან მჭიდრო ურთიერთობას ესწრაფვის, ისრაელის სახმელეთო ოპერაციას ღაზის სექტორში საშიში უწოდა. ამასთან, მოსკოვმა საკუთარი ემისარი გაგზავნა თელავივში მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტისთვის საშუამავლოდ. ეს ის შემთხვევაა, როცა კრემლი ბალანსირების პოლიტიკას მიმართავს, ერთი მხრივ, ისრაელთან ნორმალური ურთიერთობის, მეორე მხრივ, მუსულმანურ სახელმწიფოებთან აწყობილი თანამშრომლობის გათვალისწინებით.
1947 წელს საბჭოთა კავშირის ლიდერმა იოსებ სტალინმა მხარი დაუჭირა ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნებას. თუმცა მოგვიანებით, 1967 წლის ომის დროს, საბჭოთა კავშირმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან და შემდეგ იარაღით ამარაგებდა არაბულ ქვეყნებს ისრაელის წინააღმდეგ. რუსეთისა და ისრაელის ურთიერთობა გამოსწორდა და სტაბილური გახდა ბოლო 15 წლის მანძილზე. ორ ქვეყანას შორის გაღრმავდა ურთიერთობები ბიზნესისა და კულტურის სფეროებში. სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს ღაზის სექტორში განვითარებული პროცესებისადმი რუსეთის პოზიციას - იმას, რომ მოსკოვს კატეგორიულად არ დაუგმია ისრაელის ჯარის შესვლა ღაზის სექტორში. რაც შეეხება საქართველოს, ხელისუფლებამ აქ შეშფოთება გამოხატა ღაზის სექტორში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, მაგრამ, ამავე დროს, აღნიშნა, რომ ისრაელის ქმედება მოჰყვა ”ჰამასის” მხრიდან ზავის დარღვევას და სარაკეტო იერიშს ისრაელის ტერიტორიაზე. ღაზის სექტორში განვითარებულ მოვლენებთან ქართველების დამოკიდებულებას შემდეგნაირდ ხსნის პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი:
[ალექსანდრე რონდელის ხმა] ” ისრაელში ათასობით ქართველი ებრაელი ცხოვროს. აქედან გამომდინარე, ისრაელთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ამას გარდა, ჩვენ ისრაელისგან ვყიდულობდით იარაღს, ისრაელი გვეხმარებოდა ჩვენი არმიის მომზადებაში. და ჩვენ გვესმის, რომ დღეს თავს იცავს. ”ჰამასი” საქართველოში არ არის პოპულარული, ჯერ ერთი, იმიტომ რომ ის ექსტრემისტული ორგანიზაციაა და, მეორე, საქართველოს აგვისტოს ომის დროს ”ჰამასის” ლიდერებმა აქტიური მხარდაჭერა გამოუხატეს რუსეთს.”(სტილი დაცულია)
აქვე მოვიყვან ოფიციალური პირის განმარტებასაც. ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა ღაზის სექტორის კრიზისთან დაკავშირებით საუბარი რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში იმის აღნიშვნით დაიწყო, რომ ომი საშინელებაა. ის, რაც ახლა ხდება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევითო, თქვა მან და დასძინა:
[დათო დარჩიაშვილის ხმა ] ” ამავე დროს, ამ დღეების მოვლენები ძალიან ბევრ პარალელს აჩენს ჩვენს მოვლენებთან, როდესაც შეიძლება ჩაგაგდონ ისეთ მდგომარეობაში, რომ მოგიწიოს ძალის გამოყენება.”(სტილი დაცულია)
დაბოლოს, საქართველოს ერთ-ერთ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ, რეგიონში, აფხაზეთში, მუსლიმთა სასულიერო საბჭომ დაგმო ისრაელის ქმედება ღაზის სექტორში და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებისადმი საქართველოს პოზიციაც.