დღეს, 19 დეკემბერს, დეპუტატებმა სხდომაზე განიხილეს. კომისიამ, რომლის სრული სახელწოდებაა ”რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია”, სამთვიანი მუშაობის მანძილზე 22 თანამდებობის პირს მოუსმინა და დასკვნაც სწორედ მათი ნაამბობის მიხედვით დაწერა. მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რა რეაქციები მოჰყვა პარლამენტში დავითაიას კომისიის დასკვნას, როგორ უყურებს მას არასაპარლამენტო ოპოზიცია და რა მოხდება, თუკი ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის დასკვნა საქართველოს პარლამენტისას არ დაემთხვევა.
დასკვნას, რომლის წაკითხვასაც 18 დეკემბერს პირდაპირ ეთერში 3 საათი მოანდომა, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ 19 დეკემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმო. ყურადღება გამახვილდა გენერალური პროკურატურისთვის გადაცემულ რამდენიმე ინფორმაციაზე, რომლებიც საგარეო დაზვერვის უწყების ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილისა და საქართველოს ყოფილი ელჩის რუსეთში ეროსი კიწმარიშვილის ნაამბობში გამოიკვეთა. გენერალური პროკურატურა გაარკვევს ასევე ომის დროს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობასა და თავდაცვის სამინისტროს შენობის ევაკუაციის ფაქტს.
დავითაიამ ილაპარაკა ხარვეზებზე, რომლებიც აგვისტოს ომმა საქართველოს მთავრობის მუშაობაში გამოავლინა. შეგახსენებთ, რომ კომისიამ მუშაობა დაუწუნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას:
(დავითაიას ხმა) ”...უშიშროების საბჭოს მუშაობაში ეს არის კოორდინაციის საკითხი, ეს არის პოლიტიკური დაგეგმარების სისუსტე, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც იყო საქართველოს წინაშე... აგრეთვე მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სფეროში, რაც შეეხება იგივე გეგმის არარსებობას დიპლომატიურ კორპუსში კოორდინაციასთან დაკავშირებით, იმ საკადრო საკითხებს, რომლებიც წამოიჭრა დიპლომატიურ კორპუსში. აგრეთვე საუბარია ინფორმირებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების. უფრო ინტენსიური უნდა ყოფილიყო ეს... ხარვეზები იყო თავდაცვის სამინისტროს სფეროში, გენერალური შტაბის მუშაობაში.” (სტილი დაცულია)
თანამდებობის პირების უმრავლესობამ, ვისაც ეს პრეტენზიები უკავშირდება, სამთავრობო ცვლილებების შედეგად, უკვე დატოვა პოსტი. თუმცა ზოგიერთ მათგანს არა გათავისუფლების, არამედ გადაადგილების ტალღა შეეხო. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს აინტერესებთ, რა ლოგიკით ინიშნება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად, მაშინ როცა აგვისტოს ომის დროს მისი უწყების მუშაობაში არაერთი ხარვეზია აღმოჩენილი.
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის მუშაობით პარლამენტი დიდად კმაყოფილი დარჩა. ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც 19 დეკემბერს პარლამენტის დარბაზში დავითაიას კომისიის მუშაობა მწარედ გააკრიტიკა, ჯონდი ბაღათურია აღმოჩნდა, ქართული დასის ლიდერი. მან უნდობლობა გამოუცხადა კომისიის დასკვნას.
ბაღათურიას კრიტიკა პარლამენტში, რბილად რომ ვთქვათ, არ გაიზიარეს. კრიტიკას დაუსაბუთებელი უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც დავითაიას კომისიის მუშაობას საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის უპრეცედენტო ფაქტად აღიქვამს.
არასაპარლამენტო ოპოზიციამ კი აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას ჯერ კიდევ დასკვნის გამოქვეყნებამდე უწოდა ” ხელისუფლების შოუ” და ”თავის მოტყუება”. შთაბეჭდილება არც დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შეცვლილა. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია, მოელის, რომ სიმართლეს გაარკვევს ევროკავშირის საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი უდგას სათავეში:
(მანანა ნაჭყებიას ხმა) ”ტალიავინის კომისია იქნება, ალბათ, უფრო ობიექტური და უფრო მკაცრი შეფასებებში. ამიტომ ვშიშობ, რომ ამ კომისიას მოუწევს, გარკვეულწილად, ბოდიშის მოხდა, რომ თითონ არ იყო ობიექტური და თითონ არ იყო კრიტიკული ხელისუფლების მიმართ... მე ვფიქრობ, ისინი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.” (სტილი დაცულია)
სხვა სიმართლის წინაშე აღმოჩენას არც აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია გამორიცხავს, რადგანაც მას საშუალება არ ჰქონდა ჩაეტარებინა გამოძიება და გადაემოწმებინა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ამა თუ იმ თანამდებობის პირის მონათხრობი. მოსალოდნელ მდგომარეობას უხერხულს არ არქმევს, მაგრამ კომისიის წევრი ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ, ტალიავინის კომისიის მიერ განსხვავებული დასკვნების გამოტანის შემთხვევაში, პარლამენტს ახალი ბერკეტების ამოქმედება მოუწევს:
(ლევან ვეფხვაძის ხმა) ”თუ ეს კომისია გადაამოწმებს და აღმოჩნდება, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რაღაცა ინფორმაციას მალავდნენ, ან არ გვაწვდიდნენ, ან შეგნებულად ამახინჯებდნენ, მაშინ, მე მგონია, რომ ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს ისევ აქ, პარლამენტში, ოღონდ - საგამოძიებო კომისიის სტატუსით.” (სტილი დაცულია)
აქვე ვთქვათ, რომ ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსამზადებლად ვადა ოფიციალურად 2009 წლის 31 ივლისს იწურება. თუმცა, შესაძლოა, პროცესი კიდევ უფრო გახანგრძლივდეს.