მილიციის უპრეცედენტო რაოდენობამ გაუწია წინააღმდეგობა. მსვლელობები მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში დაშალეს, აქციების მონაწილეთა ნაწილი დააკავეს. ამას გარდა, მილიციამ გადაკეტა გზები და არ ატარებდა ხალხს იმ მიმართულებით, სადაც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ადამიანები ”სხვა რუსეთის ” მოთხოვნით იკრიბებოდნენ.
”ეს ჩვენი ქალაქია! გამოდით გარეთ და დაიბრუნეთ ეს ქალაქი! ჩვენ სხვა რუსეთი გვინდა!”-- ასეთი შეძახილებით დაიწყო მოსკოვსა და პეტერბურგში არასანქცირებული მსვლელობები 14 დეკემბერს. რუსეთის ოპოზიციური ძალების გაერთიანება ”სოლიდარობას” მოსკოვის და სანკტ-პეტერბურგის ადმინისტრაციებში საპროტესტო მსვლელობებზე სანქცია არ მისცეს. ამდენად, პუტინის ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისთვის, გარი კასპაროვისთვის, საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მოულოდნელი არ ყოფილა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან 14 დეკემბრამდე ერთი დღით ადრე თქვა, რომ ელოდა იმას, რაც მოხდა. და რა მოხდა 14 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში? ამას მანიფესტანტების დარბევის მომსწრე ქალბატონი ასე აღწერს:
[პეტერბურგელი ქალის ხმა] ”ყველას, ვინც იდგა პლაკატებით, საინფორმაციო პლაკატებით, იმის მითითებით, რომ 14 დეკემბერს მოწინააღმდეგეთა მარში დაიწყება აქედან, ჩერნიშევსკის ბაღიდან, უხეშად ათავსებდნენ მილიციის მანქანებში.”
ეს იყო სანკტ-პეტერბურგში. მოსკოვში ”სოლიდარობის” მიერ დაგეგმილი ”მოწინააღმდეგეთა მარში” ”ტრიუმფის” მოედანზე უნდა დაწყებულიყო. მოედანს ძალისმიერმა სტრუქტურებმა ჯაჭვი მსვლელობის დაწყებისთვის დათქმულ დრომდე შემოარტყეს.მოსკოვში მსვლელობის დაშლისას 90-მდე პირი იქნა დაკავებული. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
[მოსკოველი კაცის ხმა] ”ხალხს არ აძლევენ უფლებას თქვას, რომ რეფერენდუმის ჩატარების გარეშე არ შეიძლება კონსტიტუციის შეცვლა. აი, უყურეთ და გადაიღეთ ფოტოკამერით, როგორ ექცევიან ამ ქალბატონს - მას თმებით ათრევენ..”
მიზეზი ”მოწინააღმდეგეთა მარშისა” მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილისგან მოვისმინეთ, რუსეთის კონსტიტუციაში შესწორებები იყო - შესწორებები, რომელთა თანახმადაც, გაიზარდა რუსეთის პრეზიდენტის და სახელმწიფო დუმის უფლებამოსილებათა ვადა. ოპოზიციონერები ამ ცვლილებებთან დაკავშირებით პუტინს თავისსავე სიტყვებს შეახსენებდნენ : ” ტვინების შეცვლა შეიძლება, კონსტიტუციის კი არა.” ” მოწინააღმდეგეთა მარში ” რუსეთში იყო მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანის გაბედული ქმედება არა მარტო კონსტიტუციაში ცვლილებების, არამედ მთლიანად ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ: ”ჩვენ გვინდა სხვა რუსეთი” ხომ ”მოწინააღმდეგეთა მარშის” მთავარი მოწოდება იყო!.
[მაქსიმ რეზნიკის ხმა] ” ხალხი რომ მივიდა, უკვე სერიოზული მიღწევაა. ხელისუფლების ქმედება კი ძნელია ნორმალური ლოგიკით აიხსნას. ამ ქმედების ახსნა უფრო ექიმების საქმეა.”
სხვა რუსეთის მოთხოვნისთვის კი, როგორც უკვე ვთქვით, მოსკოვში 90 -მდე პირი იქნა დაპატიმრებული. 14 დეკემბერს დაპატიმრებულთა შორის, გავრცელებული ცნობებით, არის რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერიც, მათ შორის - ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტიის წარმომადგენელი ედუარდ ლიმონოვი და ”სხვა რუსეთის” აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ალექსანდრ ავერინი.. როგორც ამბობენ, სანკტ-პეტერბურგში 20-მდე კაცი უნდა იყოს დაკავებული.
”იაბლოკოს” სანკტ-პეტერბურგის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მაქსიმ რეზნიკი, 14 დეკემბერს, ”მოწინააღმდეგეთა მარშის” დაშლის შემდეგ, მეგობართან ერთად კაფეში იჯდა, როცა ახალგაზრდა უცნობმა კაცმა ჭუჭყიანი წყალი გადაასხა. პროვოკატორი დაკავებული იქნა, თუმცა მოგვიანებით თავად რეზნიკი გამოიძახეს მილიციის განყოფილებაში და უთხრეს, რომ ადამიანის ცემაშია ეჭვმიტანილი.
ასეთი დაძაბული იყო 14 დეკემბერი მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში პუტინის ოპოზიციონერებისთვის. ”მოწინააღმდეგეთა მარშის” მონაწილეების დაკავების მიუხედავად, 15 დეკემბერს დილით მაინც შეიკრიბა რამდენიმე ადამიანი ვლადიმირ ვისოცკის ძეგლთან.. ისინი ცოტანი იყვნენ და სკანდირებდნენ: ”ძირს პოლიციური სახელმწიფო!” ”თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”