დელეგაციამ გამართა შეხვედრები საქართველოს პარლამენტში როგორც პარლამენტის, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, პოლიტიკური ოპოზიციის ერთ ნაწილსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ომის შემდგომი საქართველოს რეალობას სწავლობს. დელეგაციის წევრებმა მოინახულეს დევნილთა ბანაკი, რის შემდეგაც ეწვივნენ ქალაქ გორს.
გეგმის მიხედვით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, ასამბლეის პრეზიდენტის ხოსე ლელოს მეთაურობით, დროის ამ მონაკვეთში მოსკოვში უნდა ჩასულიყო.. გეგმა შეიცვალა. მოსკოვში ვიზიტზე უარი ითქვა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, მოსკოვის ნაცვლად, თბილისს ეწვია და, როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუა აღნიშნავს, ამით მართლაც დასაფასებელი მხარდაჭერა გამოხატა ქვეყნის მიმართ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდასხმა გადაიტანა .. ნიკოლოზ რურუას ვკითხეთ, საქართველოს რეალობის ადგილზე შესწავლის შემდეგ აპირებს თუ არა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მოსკოვში ჩასვლას.
[ნიკოლოზ რურუას ხმა] ”მათი მოსკოვში ჩასვლის ღონისძიება საერთოდ გაუქმდა. ხოსე ლელომ მიიღო გადაწყვეტილება მოსკოვში არ ჩავიდეს თავისი პრეზიდენტობის ვადაში. ”
ხოსე ლელოს და მასთან ერთად ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს ამ დღეებში საქართველოს ხელისუფლების წევრებმა აუხსნეს, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველოს საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევით, რეგიონში მონოპოლიური გავლენა მოიპოვოს. ” თუ საქართველოში განხორციელებულ აგრესიაზე რუსეთი ვერ მიიღებს ადეკვატურ პასუხს, მაშინ აგრესიის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება უკრაინა გახდეს და რუსეთის იმპერიული ქმედებების არეალი კიდევ უფრო გაიზარდოს. პატარა ქვეყნების უსაფრთხოება და საზღვრების ურღვეობა ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც დიდი სახელმწიფოების”, - აღნიშნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან საქართველოს პარლამენტში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა, ოღონდ საპარლამენტო ოპოზიციას და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ყურადღება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დაჩქარების აუცილებლობაზე გაამახვილეს და ასევე ნატოში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია გამოხატეს.
[ გია ცაგარეიშვილის ხმა] ”პოზიცია არის ურყევი. საპარლამენტო ოპოზიცია არის ერთიანი ამ ხედვაში. ალტერნატივა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არა აქვს და, მე ვფიქრობ, საქართველო სწორედ ამისთვის ისჯება. ”
ეს იყო საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი. მასთან ერთად ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან ბაჩუკი ქარდავაც ესწრებოდა.
[ბაჩუკი ქარდავას ხმა] ”ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი სტრატეგიული განვითარება არის ნატოს სივრცე, ამ საკითხში უნდა ვიყოთ ერთად. ისევე როგორც საქართველოდან რუსეთის ჯარების გასვლა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ”(სტილი დაცულია)
რიგმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომელთა წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს თხოვნით, მსგავსი ტიპის ვიზიტებისას არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ცალკე შეხვედრა დაგეგმონ.. ”გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენლის ფიქრია ჩიხრაძის თქმით:
[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”ხელისუფლებას შეიძლება სურვილი აქვს რეალური ოპოზიციის ხარჯზე საპარლამენტო ოპოზიციასაც გამოუწეროს ოპოზიციის საშვი, მაგრამ ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს.. გუშინ და დღეს ვერ მოხერხდა ასეთი გამიჯვნა, მაგრამ იმედი გვაქვს შემდეგი შეხვედრები გამიჯნულ ფორმატში იქნება.” (სტილი დაცულია)
რომ ყოფილიყო გამიჯნული შეხვედრა, რაზე გაამახვილებდით ყურადღებას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე? - ვკითხეთ ფიქრია ჩიხრაძეს. ” მნიშვნელოვანი საკითხებია დაგროვილი, რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება”, – გვიპასუხა ფიქრია ჩიხრაძემ და იქვე მიუთითა: ”სერიოზული პრობლემაა ის, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველო არ ფიგურირებს როგორც სუბიექტი საქართველოს საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.. ის არის შუაში დიდ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებებში.. სხვა კი ისე ვერ დაიცავს ჩვენს ინტერესებს, როგორც ჩვენო ”. მაგრამ რუსეთი არ აპირებს მოლაპარაკებას სააკაშვილის ხელისუფლებასთან. ამასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ნათქვამს დასძინა:
[ ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ” ჩვენ როდესაც ვლაპარკობთ, რომ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს ამ პოსტზე, ეს მომენტიც არის, რომ რუსეთს ყოველთვის ექნება მიზეზი სააკაშვილს არ დაელაპარაკოს. ”(სტილი დაცულია)
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ კი რუსეთში ვიზიტი გააუქმა და საქართველოში რუსეთის ოკუპაციის შედეგების გაცნობას განაგრძობს.. ნიკოლოზ რურუას თქმით, დელეგაციის წევრებმა პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მოიწონეს გეგმა, რომელიც საქართველოში დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის ჩანაფიქრს უკავშირდება.. ნოემბერში ვალენსიაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, მთელი დღე დაეთმობა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე მსჯელობას, ასევე საქართველოში რეფორმების საკითხის განხილვას და საქართველოს დელეგაცია იქ შეეცდება მოიპოვოს ასამბლეის მხარდაჭერა საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის შემდეგ საფეხურზე გადასვლასთან დაკავშირებით.