კერძოდ, საქართველოსა და უკრაინისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გადავადება არა მხოლოდ ქართველი, არამედ სამიტზე აკრედიტებული უამრავი უცხოელი ჟურნალისტის მთავარი განსახილველი თემა გახლდათ. თანაც, განსხვავებით პოლიტიკური ლიდერებისაგან, რომლებიც სამიტის განმავლობაში კონკრეტულ პასუხებს თავს არიდებდნენ, ჟურნალისტები ყოველთვის პირდაპირ ლაპარაკობენ, თუ რატომ ვერ მიიღო ან როდის შეიძლება საქართველომ მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. გაგაცნობთ რამდენიმე წამყვანი უცხოელი ჟურნალისტის მოსაზრებას.
ალიანსის ისტორიაში ბუქარესტის სამიტი სარეკორდო აღმოჩნდა რეპორტიორების სიმრავლით. 2-4 აპრილს რუმინეთში მსოფლიოს ყველა კუთხიდან 3000-მდე ჟურნალისტი ჩავიდა. თანაც, განსხვავებით ნატოს არაწევრი ქვეყნების ლიდერებისაგან, რომლებიც ალიანსის მეთაურთა მთავარ სხდომებს არ ესწრებიან, ჟურნალისტები თანაბარ მდგომარეობაში ვიყავით და ბუქარესტის პარლამენტის სასახლის ორ ვეებერთელა დარბაზში გვერდიგვერდ ვისხედით. ჟურნალისტები კი, მოგეხსენებათ, თავიანთი ქვეყნების მთავარი ინფორმაციების მატარებლები არიან და მოსაზრებებსაც ცენზურის გარეშე უცვლიან ერთმანეთს. პირველი ჟურნალისტი, ვისგანაც გავიგე, რომ საქართველოსა და უკრაინას ბუქარესტში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას არ მისცემდნენ, გერმანული ”დოიჩე ველეს” რეპორტიორი სიმონ იანგი გახლდათ. სიმონ იანგის თქმით, დეკლარაციის იმ პუნქტში, რომელიც საქართველოსა და უკრაინის შესახებ ჩაიწერა და, ერთი შეხედვით, ამ ქვეყნების მხარდამჭერია, საკმაოდ ორაზროვანი ჩანაწერებიც არსებობს:
[სიმონ იანგი] ”ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ ნატოს წევრები. მას არ გაუსვამს ხაზი იმისთვის, რაზეც ანგელა მერკელმა შეაჩერა ყურადღება - პროგრესის შესახებ მოხსენებისთვის. ანგელა მერკელმა თქვა, დაველოდებით 2008 წლის დეკემბერს, თუ როგორ იმოქმედებენ უკრაინა და საქართველო, და მერე ვნახოთო. მე ვფიქრობ, რომ ნატომ, ერთი მხრივ, ცხადად გადაწყვიტა, და ეს დეკლარაციიდანაც ჩანს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მაგრამ, ამავე დროს, არავინ იცის, საქართველო გაწევრიანების პროცესში ამ წელიწადში ჩაერთვება თუ მომდევნო წლებში. და ეს დეკლარაცია, ჩემი აზრით, ამ საკითხს ღიად ტოვებს.”
დეკლარაციის კიდევ ერთი პუნქტი, რაც საქართველოსა და უკრაინის შესახებ ჩანაწერში ბოლომდე ცხადი არ არის, ეხება პროგრესს, რომელიც ამ ქვეყნებმა 2008 წლისთვის უნდა აჩვენონ. კერძოდ, ბუნდოვანია, საქართველოს შემთხვევაში ლაპარაკია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიანად ჩატარებაზე თუ პროგრესზე სხვა მიმართულებით, როგორიცაა კონფლიქტების მოგვარება და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. ცნობილი თურქი ჟურნალისტის, გაზეთ ”მილიეთის” საერთაშორისო ამბების რედაქტორის, კადრი გიურშელის თქმით, რუსეთის გავლენა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მოუგვარებელი სეპარატისტული კონფლიქტები სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოსათვის ნატოში გაწევრიანების გზაზე:
[კადრი გიურშელი] ”ვიდრე საქართველო არ მოძებნის გასაღებს, რომ მოაგვაროს ეს ორი კონფლიქტი, მანამდე საქართველოს ექნება წინააღმდეგობა იმ ქვეყნებისაგან, რომლებსაც ნამდვილად არ სურთ რუსეთის გაღიზიანება და გაბრაზება, რადგან რუსეთს შეუძლია საკუთარი ენერგეტიკული შესაძლებლობები გამოიყენოს და იყენებს კიდეც ამ შესაძლებლობებს როგორც პოლიტიკურ იარაღს. ამით რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ევროპული ქვეყნების - საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის - ეკონომიკაზე. და მე ვფიქრობ, რომ ამ ბერკეტებით რუსეთი ახდენს ზემოქმედებას ნატოს გადაწყვეტილებებზეც. ეს პარადოქსულია, მაგრამ ეს ფაქტია.”
ამ პარადოქსულობას თავისებურად ხსნის ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი, ”ფარიტი დეკორტის” გამომცემელი რაიმონდ ლოიდი, რომელმაც ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ არა ევროპელი ლიდერების რუსეთის მიმართ შიში, ნატოს უკრაინისა და საქართველოსთვის სახვეწრად არ უნდა გაეხადა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემაო:
[რაიმონდ ლოიდი] ”მე არ ვარ ასე დარწმუნებული, რომ კიდევ დამატებით რაიმეს გაკეთება იყოს საჭირო [მაპის მისაცემად] საქართველოსა და უკრაინისათვის, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნატოს ოპერაციაში ავღანეთში. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავლახოთ დათმობის მიდგომა, რაც ევროპის ქვეყნებს ახასიათებთ რუსეთის მიმართ. სინამდვილეში, უფრო მეტად ეს არის დათმობა საბჭოთა მოჩვენების მიმართ და ეს უნდა აღმოიფხვრას
ევროპელი ლიდერების გონებიდან.”
თუმცა იმის თაობაზე, თუ როდის შეიძლება აღმოიფხვრას ევროპელი ლიდერების გონებიდან ასეთი დათმობა და როდის შეიძლება ველოდეთ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ბრიტანელ ჟურნალისტს რაიმონდ ლოიდს საკუთარი პროგნოზი აქვს და მიაჩნია, რომ ეს 3-4 წელიწადში მოხდება. დაახლოებით ამ პერიოდში ვარაუდობს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ბულგარეთის სამხედრო ტელევიზიის დი
რექტორი ტანია სოტიროვა. ჩემმა ბულგარელმა კოლეგამ გაიხსენა მაგალითი ბულგარეთისა, რომელიც 6 წელიწადს ელოდა ალიანსში მიწვევას, მაგრამ ამის გამო უიმედობას არ მისცემია:
[ტანია სოტიროვა] ”ბულგარეთში ჩვენ არ გვქონია ასეთი[შიდა] პრობლემა, მაგრამ ჩვენ სხვების გულისთვის დიდხანს მოგვიწია ლოდინი. ამიტომ [საქართველოს შემთხვევაში] მე ორმაგად ბედნიერი ვიქნები, თუკი 3 წლის შემდეგ მომეცემა შესაძლებლობა ვთქვა: ეი, ახალო წევრებო, გამარჯობათ. მოდით, დავლიოთ, გენაცვალე.”