რაოდენობის ზრდასთან ერთად, ერაყში, ანტიერაყული სამხედრო კოალიციის ფარგლებში,უნდა გაფართოვდეს საქართველოს სამხედრო კონტინგენტის ფუნქციებიც. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პირველ მაისს ფლორიდაში, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბბინაში სიტყვით გამოსვლისას, უკვე გამოხატა მადლიერება საქართველოს მიმართ. როგორ აფასებენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოში და როგორ ხედავენ იქ ერაყში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის ზრდის მიზანს?
ერაყში საქართველოს სამხედროების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, - 2000 ჯარისკაცამდე, - ალბათ, რამდენიმე თვეში მოხდება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული აქვს. უნდა გაფართოვდეს კოალიციურ ჯარებში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის ფუნქციებიც. როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა ამბობს:
[ნიკა რურუას ხმა] ”ფუნქციები იქნება შემდეგი: როგორც დამცავი, პოლიციური, ისე ოპერატიულ-გამწმენდი და რეაგირების უნარიანი. როცა მიიღებს ხელმძღვანელობა რაიმე ინფორმაციას, ჩვენები მოახდენენ მასზე რეაგირებას და წავლენ კონკრეტულ ადგილას წესრიგის დასამყარებლად. ” (სტილი დაცულია)
ფუნქციების გაფართოება, ისევე როგორც ერაყში საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის ზრდა, თავისთავად ზრდის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსხვერპლის რისკს. მაგრამ, როგორც ნიკა რურუა ამბობს, კოალიციურ ჯარებში საქართველოს ჯარისკაცები ნებაყოფლობით, რისკისა და მისიის გაცნობიერებით მიდიან.
რაში მდგომარეობს მისია, რომელსაც მოწინააღმდეგეები საქართველოშიც ჰყავს? პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძის აზრით, პირველი: საქართველო ცდილობს საერთაშორისო ასპარეზზე რაღაცნაირად თავი წარმოაჩინოს სუბიექტად, რომელიც თავის წვლილს გაიღებს მსოფლიოს ურთულეს რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად;
[არჩილ გეეგშიძის ხმა]”მეორე, უფრო პრაგმატული მიზანი არის ის, რომ ამ კოალიციაში მონაწილეობით ჩვენს ნატოელ პარტნიორებს - და, პირველ რიგში, ამერიკის შეერებულ შტატებს - ვაჩვენოთ ერთგულება და მზადყოფნა მათთან სტრატეგიული პარტნიორობისა, რაც, ალბათ, საქართველოს ხელისუფლების გათვლებით, წაადგება საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარებას. ”(სტილი დაცულია)
და მესამე: კოალიციურ ჯარებში მონაწილეობით, საქართველოს შეიარაღებული ძალები იღებენ სერიოზულ გამოცდილებას, რითაც, ახლა უკვე ნიკა რურუას ნათქვამს მოვიშველიებთ, იდგმება ნაბიჯები ნატოს სტანდარტებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამოცანის გადასაწყვეტადაც. ყველაფერი ერთად, ჯამში, საქართველოს ხელისუფლებას უღირს იმად, რომ, სამხედროების ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, იყოს მოწინავე, ერაყში სამხედროების რაოდენობის თვალსაზრისით, წავიდეს დანაკარგის რისკზე და, იმავდროულად, იმ რისკზეც, რომ საქართველო მოექცეს ანტიამერიკული რეაქიული ორგანიზაციების თვალთახედვის არეალში. როგორც უკვე ვთქვით, ერაყში კოალიციურ ჯარებში საქართველოს მონაწილეობის გაფართოებას საქართველოში ჰყავს მოწინააღმდეგეებიც.მათ შორისაა ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანი.
[აკაკი ასათიანის ხმა] ”ბუშსაც ისე აქვს საქმე, მე ვფქირობ, რომ საქართველოს იქით გზა არა აქვს. ეტყობა, ამერიკელები და ინგლისელები რომ გავიდნენ, ჩვენ მაინც დავრჩებით იქ. ეს არის გადაწყვეტილება, მიღებული ორი მმართველი ძალის ინტერესებიდან გამომდინარე. ”
”რა დღეშიც არიან ბუში და სააკაშვილი, მათი ალიანსი გასაგებია”, - ამბობს აკაკი ასათიანი. პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძის აზრით კი, საქართველოს ხელისუფლების მიზანი მარტივია: საქართველოს აქვს პრეტენზია გახდეს ჩრდილოატლანტიკური სივრცის ნაწილი და იღებს ვალდებულებას მონაწილეობა მიიღოს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.