აფხაზეთის მედიაცენტრის თანამშრომლებმა მათი სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მედიაცენტრის თანამშრომლები მედიაცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევენ და აფხაზეთის მთავრობის მეთაურ მალხაზ აქიშბაიასთან შეხვედრას მოითხოვენ იმ იმედით, რომ მას გადაწყვეტილების არამართლზომიერებაში დაარწმუნებენ. გადაწყვეტილება კი , როგორც უკვე ვთქვით, მიღებულია და ძალაში 1 მაისს შევა. 1 მაისიდან აფხაზეთის მედიაცენტრის ადგილას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური იმუშავებს და მასში, ნაწილობრივ, ყოფილი მედიაცენტრის თანამშრომლებიც დასაქმდებიან. ამ ცვლილებით გამოწვეულ უკმაყოფილებაზე მინდა გესაუბროთ.
აფხაზეთის მედიაცენტრი აფხაზეთის დევნილ მთავრობაში 2006 წელს, აფხაზეთის საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტისა და აფხაზეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ერთ სამსახურში გაერთიანების შემდეგ, ფუნქციონირებდა. მისი პროდუქცია - აფხაზეთის ტელევიზიის 15 წუთიანი სატელევიზიო გადაცემა -კვირაში ერთხელ გადიოდა საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეთერში, ასევე საზოგადოებრივი რადიოს ეთერში ისმენდა მსმენელი აფხაზეთის რადიოს გადაცემებს. მედიაცენტრის თანამშრომლები - მათ შორის, დალი ჯონჯუა, რომელიც აქამდე აფხაზეთის ტელევიზიის პროდიუსერის მოვალეობას ასრულებდა - ფიქრობენ, რომ აფხაზეთის მედიაცენტრი აფხაზეთის და აფხაზეთიდან დევნილების პრობლემატიკაზე ორიენტირებული სატელევიზიო და რადიო გადაცემების მომზადებით საჭირო საქმეს აკეთებდა. დალი ჯონჯუა და მედიაცენტრის თანამშრომლები მედიაცენტრის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევენ და მასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას პირადად აფხაზეთის მთავრობის მეთაურის მალხაზ აქიშბაიასგან ითხოვენ:
[დალი ჯონჯუას ხმა] ”ჩვენ გვგონია, რომ მალხაზ აქიშბაია გამოასწორებს ამ პოლიტიკურ შეცდომას, რადგან აფხაზეთის ტელევიზიის გაუქმება არ შეიძლება. ჩვენ ვიყავით კონცენტრირებული აფხაზეთის პრობლემაზე, დევნილთა პრობლემაზე, ჩვენ რეალურად ვმუშაობდით და რაღა ჩვენ გაგვაუქმეს, ყოვლად გაუგებარია... ეს ”(სტილი დაცულია)
მედიაცენტრის თანამშრომლებს ამ საკითხთან დაკავშირებით მალხაზ აქიშბაია ჯერ არ შეხვედრია. განმარტების მისაღებად მას ჩვენ ზემო აფხაზეთში დავუკავშირდით. აფხაზეთის დევნილი მთავრობის მეთაურს თავისი გადაწყვეტილება შეცდომად არ მიაჩნია და არც იმ შენიშვნას იზიარებს, რომ აფხაზეთის მედიაცენტრის ლიკვიდაციით შესუსტდება მუშაობა აფხაზეთისა და აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემატიკის გაშუქების თვალსაზრისით.
[მალხაზ აქიშბაიას ხმა] ”პირიქით, ვაძლიერებთ ამ მიმართულებას, მაგრამ არა ამ ფორმით. კვირაში ერთი 15 წუთიანი გადაცემა მზადდებოდა ტელევიზიისთვის და კვირაში ერთი გადაცემა რადიოსთვის. ამისთვის ჩვენ ამხელა ბიუჯეტი და ამხელა საშტატო ერთეული არ გვჭირდება, დაგვერწმუნეთ. ”
მალხაზ აქიშბაიას თქმით, სულ მალე აფხაზეთის დევნილი მთავრობა გამოაცხადებს კონკურსს პილოტური პროექტის განხორციელებისთვის, რომლის ბაზაზეც აფხაზეთის პრობლემაზე ორიენტირებული 24 საათიანი რადიომაუწყებლობის შექმნაა დაგეგმილი. რადიომაუწყებლობა მთელ საქართველოში, მათ შორის, აფხაზეთის ნაწილში, გალის რაიონში, უნდა გავრცელდეს. პროექტი ნაწილობრივ ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ნაწილობრივ, საგრანტო სისტემით და, თუკი გაამართლებს, აქიშბაიას თქმით, არ არის გმორიცხული შეიქმნას სატელევიზიო პროგრამებიც. პირველი მაისიდან კი აფხაზეთის მედიაცენტრის ნაცვლად მის ადგილას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური იმუშავებს.
[კოტე კუჭიხიძის ხმა] ”ამ პრესცენტრში დასაქმდება 10-12 ადამიანი. ძირითადი ბირთვი აფხაზეთის ტელევიზიის თანამშრომლები იქნებიან. ისინი მოამზადებენ ინფორმაციას, რომელსაც გაავრცელებენ სხვადასხვა არხები, თუკი მათთვის იქნება საინტერესო.”
ამბობს აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი კოტე კუჭიხიძე. ასე რომ, აფხაზეთის მედიაცენტრში დასაქმებული დევნილებიდან - მათი საშუალო ხელფასი 250 ლარი იყო, მედიაცენტრი კი 35 საშტატო ერთეულს ითვლიდა - მხოლოდ მცირე ნაწილს რჩება აფხაზეთის მთავრობის პრესცენტრში სამსახურის შენარჩუნების შანსი.