27 თებერვალს ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ამავე პრესკონფერენციაზე შეკითხვას, როდის შეიძლება გახდეს საქართველო ალიანსის წევრი, ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა უპასუხა, რომ ის არასდროს ასახელებს დროს და თარიღებს.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს პრეზიდენტიც პასუხობდა. ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას მან ხაზგასმით თქვა, რომ ის ოპტიმისტია და მოხარულია იმის გამო, რომ საქართველო ნატოსთან დიალოგის ბოლო სტადიას გადის. მაინც რა ეტაპს გადის საქართველო ნატოსკენ მიმავალ “გრძელ და დაკლაკნილ გზაზე”, როგორც ამ გზას ნატოს გენერალურმა მდივანმა უწოდა?
ეს არის “ინტენსიური დიალოგის” ეტაპი, ერთგვარი შუალედური ეტაპი ნატოში გაწევრიანები გზაზე. ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე, - სახელდობრ, “ინტენსიურ დიალოგზე” - გადასვლას კი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2006 წლის სექტემბერში დაუჭირეს მხარი. საქართველო ნატოსთან კონსულტაციებს ახლა უკვე “ინტენსიური დიალოგის” ფორმატში წარმართავს, თუმცა ნატოსთან საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა შიდა რეფორმების განხორციელების მთავარ ინსტრუმენტად რჩება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებამდე. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებს საქართველო ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმას, თბილისში ყოფნისას განცხადება გააკეთა ნატოს შემფასებელთა მისიის ხელმძღვანელმა ფრანკ ბოლანდმა. მან თქვა : იდეალური არაფერია. პროგრესი ყველა სფეროშია, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრიაო.
”გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია” ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ცოტა დრო და უამრავი საქმე აქვს იმისათვის, რომ 2009-ში დაფასდეს მისი ამბიცია. ამბიცია კი ისეთია, როგორადაც ის ჩვენთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ჩამოაყალიბა:
[გიგა ბოკერიას ხმა] ”ჯერ გვაქვს სამიზნე, რომ მივიღოთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ამ წლის ბოლოს და მე ვიტყვი, რომ ამისთვის ვართ მზად. ბუნებრივია, ვერ ვიტყვი თარიღს, ვერ ვიტყვი 2009-ში ჩვენ მიგვიწვევენ ნატოში თუ გავხდებით ნატოს წევრი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ 2009-ში ნატოში გაწევრიანებისთვის და ეს არ არის შეუძლებელი. ”
”ვისურვებ 2009-ში დაფასდეს საქართველოს და უკრაინის ამბიცია ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით” - ეს მიუნხენის კონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა თქვა. მის განცხადებაში ნახსენები თარიღი საქართველოში ნატოში გაწევრიანების თარიღად აღიქვეს, თუმცა სხეფერმა 27 თებერვალს ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, განმარტა, რომ დროსა და თარიღს არასდროს ასახელებს:
[იააპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] ” ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგან მე ვიცავ რკინის წესს და არასდროს ვასახელებ დროსა და თარიღს, თვესა და წელიწადს. ეს პროცესი ემყარება მოქმედებას, მიღწევებს. საქართველო კარგად ასრულებდა და ასრულებს თავის ვალდებულებებს. ”
უფრო კონკრეტულად, ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის მიმდინარე “ინტენსიური დიალოგი” მხარეებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის ნათელი მაგალითია, რომ ის მიესალმება საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, რაც ხელს უწყობს ნატოსთან საქართველოს ურთიერთობის შემდგომ განვითარებას, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და რომ რუსეთი ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ირწმუნება, რომ საქართველო კონფლიქტების ძალისმიერი გზით გადაჭრისთვის ემზადებოდა და ნათქვამის არგუმენტად რუსეთის სამშვიდობო ძალების წინააღმდეგ პროვოკაციებსა და საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას ასახელებს. ”ჩვენ მკაცრად გავაფრთხილეთ საქართველოც და ისინიც, ვინც, ამ ფაქტების მიუხედავად, აქტიურად ეპატიჟება საქართველოს ნატოში, რომ ამას არ დავუშვებთ. რუსეთის სამხრეთით, საერთო უსაფრთხოებასთან ერთად, არის კიდევ ერთი ასპექტი - რუსეთის ათასობით მოქალაქე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში,” - აცხადებს სერგეი ლავროვი.
საქართველოს სწორედ ნატოსკენ სვლა და ნატოში გაწევრიანება გახდის მიმზიდველს კონფლიქტური რეგიონების იმ მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთმა საკუთარი პასპორტებით აღჭურვა - სჯერათ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეებს. ნატოში გაწევრიანების გზაზე კი, ნატოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, ზოგადი სურათი დადებითიაო, - აღნიშნავს ნატოს გენერალური მდივანი. ”მთავარია, საქართველომ არ გადაუხვიოს ლიანდაგიდან გრძელ და დაკლაკნილ გზაზე,” - ასეთია მისი რჩევა:
[იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] ” საქართველომ გადადგა სერიოზული ნაბიჯები რეფორმების თვალსაზრისით. მაგრამ ყოველთვის ვამბობ და ახლაც ვიმეორებ: საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს ლიანდაგიდან და დარწმუნებული ვარ ის თავად არ დაუშვებს ამას. მახსენდება ”ბიტლზის” ცნობილი სიმღერა, ”გრძელი და დაკლაკნილი გზა”, ლენონის შესრულებით. ნატოს წევრობისკენ გზაც არის გრძელი და დაკლაკნილი.”