პარლამენტს ახლო მომავალში მიმართავს. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საქართველოში ”ვარდების რევოლუციის ” შემდეგ მოქმედებს და, როგორც რესპუბლიკურ პარტიაში აღნიშნავენ, სხვადასხვა ტიპის დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ პირებს თავისუფლების ყიდვის საშუალებას აძლევს.
თანაც, ”სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”, რომელიც განსაზღვრავს საპროცესო შეთანხმების პირობებს, არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა კატეგორიის დანაშაულის ჩამდენს შეიძლება მოეხსნას პასუხისმგებლობა საპროცესო შეთანხმებით. ანუ თავისუფლების ყიდვა მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებსაც შეუძლიათ.
რესპუბლიკური პარტიის მონაცემებით, საქართველოში სისხლის სამართლის საქმეთა უმრავლესობა საპროცესო შეთანხმებით სრულდება. ოფიციალური სტატისტიკით, 2005 წელს სასამართლოებში შესული 1015 საქმიდან საბრალდებო დასკვნა მხოლოდ 4 საქმესთან დაკავშირებით დაიწერა; 1014 საქმე სასამართლოებში საპროცესო შეთანხმებით იყო შესული. 2006 წლის პირველ ნახევარში სასამართლოებში შესული 959 საქმიდანაც 822 საპროცესო შეთანხმების დადასტურებას ითვალისწინებდა. 2005 წელს მკვლელობაში ბრალდებულ 10 პირთან დაიდო საპროცესო შეთანხმება და მათგან 2-ს მიესაჯა პირობითი სასჯელი.
საგულისხმოა, რომ დაზარალებულს არა აქვს უფლება გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება, მას მხოლოდ სამოქალაქო სარჩელის შეტანის და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების უფლება აქვს. ”შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლის შეფასება მხოლოდ ფულადი ნიშნით? და, მერე, რა თანხაში შეიძლება ეს გამოიხატოს, როდესაც მკვლელი ყიდულობს თავისუფლებას?” - კითხულობენ რესპუბლიკურ პარტიაში. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით, აღნიშნული პარტიის სახელით, 20 თებერვალს დავით უსუფაშვილი გამოვიდა:
[დავით უსუფაშვილის ხმა] ” საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტმა საქართველოში დაამკვიდრა სახელმწიფო რეკეტი. კერძოდ, ეს სისტემა იქცა საბიუჯეტო შემოსავლების შევსების წყაროდ და არა მართლმსაჯულების განხორციელების მექანიზმად. საქართველოში დამკვიდრდა მდიდრის სამართალი - ვისაც აქვს საშუალება, ყიდულობს თავისუფლებას. მილიონების მომპარავი გადაიხდის მილიონს და თავისუფალია, ხოლო ალუმინის ქურდი ზის ციხეში. ”
საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი უშვებს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საპროცესო შეთანხმება იდება პროკურორსა და ბრალდებულს შორის და ამ შემთხვევაში, დავით უსუფაშვილის აზრით, პროკურორი, ერთდროულად, გვევლინება მდევნელად, მოსამართლედ და ადვოკატად, რადგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება და მოითხოვოს ბრალდებულისთვის სასჯელის შემცირება, ბრალდების შემსუბუქება ან ნაწილობრივ მოხსნა. ”ჩვენს რეალობაში სასამართლოს რჩება 2 ალტერნატივა: საქმის არსებითი განხილვის გარეშე დაადასტუროს საპროცესო შეთანხმება ან რისკის ფასად დაუპირისპირდეს პროკურატურას, რაც, მოსამართლეთა დაუცველობის გათვალისწინებით, არარეალურია,” - აღნიშნავენ რესპუბლიკურ პარტიაში.
საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმების მომხრეა ადვოკატი შალვა შავგულიძეც. საკუთარ შეხედულებას ისიც ზემოთ დასახელებული არგუმენტებით ხსნის და დასძენს, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით საქართველოში ირღვევა კანონისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპი:
[შალვა შავგულიძის ხმა] ”არ არის განსაზღვრული რა კატეგორიის დანაშაულზე, რა ფარგლებში შეიძლება შეთანხმება. ეს არის დამოკიდებული პროკურორის ნებაზე. ”
საპროცესო შეთანმხმების ინსტიტუტის მოწინააღმდეგეების აზრით, სახელმწიფო მანქანის მიერ აღნიშნული ინსტიტუტის ბოროტად გამოყენების შედეგია მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოსთვის საკუთარი ქონების ”ჩუქების” და საკუთარი აქციებისა და საწარმოს წილების დათმობის პრაქტიკა.
ამას გარდა, ხაზი ესმება, რომ გაურკვეველია, ხდება თუ არა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხის აღრიცხვა . მოკლედ, არსებობს არაერთი სერიოზული შენიშვნა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის წინააღმდეგ. რესპუბლიკური პარტია დაახლოებით 2 თვეში შეიტანს პარლამენტში ამ ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივას, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ საპროცესო შეთანხმება კარგად მუშაობს, დამნაშავეს დისკომფორტს უქმნის ( ამა თუ იმ ოდენობის თანხის გადახდით), ბიუჯეტს კი ამდიდრებს.