,,წლის ადამიანი”, ,,წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები”, ,,წლის ინტერვიუები” და ასე შემდეგ...
29 დეკემბერს “ნეზავისიმაია გაზეტამ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით ,,ვინ უკეთესია, ვინ უარესი _ უკვე დიდი ხანია ტელევიზია წყვეტს”. ,,ახალი წლის წინ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა ჩაატარა გამოკითხვა ,,წლის ადამიანი”. წლის პოლიტიკოსი რომ ვლადიმირ პუტინი გახდებოდა, აქ, როგორც იტყვიან, მკითხავთან წასვლა არ იყო საჭირო,” _ წერს “ნეზავისიმაია”.
ამ ნომინაციას რუსეთის პრესა სხვადასხვაგვარად შეხვდა _ ზოგი აღფრთოვანებით, ზოგი თავშეკავებით, ზოგმაც სხვა გამოკითხვების მონაცემები დაუპირისპირა. მაგალითად, 30 დეკემბრის გაზეთი კომერსანტი წერს: ,,საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ინსტიტუტი “ჰარისი” აქვეყნებს გამოკითხვათა შედეგებს, რომლებიც მათ ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარეს. გამოკითხულთა უმრავლესობამ საუკეთესო მსოფლიო ლიდერად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა. მსოფლიოს ყველაზე არაპოპულარულ ლიდერთა შორის კი ვლადიმირ პუტინი დასახელდა.”
“იზვესტიამ” ახალი წლის წინა დღეს ქვეყნის 10 უმნიშვნელოვანესი ამბავი გამოარჩია და ისინი მკითხველს გაზეთში გამოქვეყნებული ციტატებით შეახსენა. რიგით მეოთხე აღმოჩნდა მოვლენა, რომელიც გაზეთმა ასე შეაფასა: ,,სანიტარული ექიმი ონიშჩენკო მკაცრი გეოპოლიტიკოსი გახდა.”
“ვრემია ნოვოსტეიმ” კი წლის ბოლოს 5 ინტერვიუ გამოარჩია. მათ შორის მოხვდა აპრილში გამოქვეყნებული ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან.
რუსეთის პრესაში საქართველოს თემა აქტუალური მხოლოდ წლის შემაჯამებელ მასალებში არ ყოფილა.
“ნეზავისიმაია გაზეტამ” ახალი წლის დღეებში ზედიზედ სამი პუბლიკაცია მიუძღვნა საქართველოს. ,,აფხაზეთის გალის რაიონი ბეწვზე გადაურჩა საომარი მოქმედებების განახლებას,” –ვკითხულობთ ერთ სტატიაში.
მეორე პუბლიკაციაში, სათაურით ,,სააკაშვილმა რუსეთის შესახებ საუბარი მესამე პირში დაიწყო”, ვკითხულობთ: ,,სააკაშვილი ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა. გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობას მიუძღვნა. ამჯერად, როგორც ჩანს, უფრო დიდი ეფექტის მოსახდენად, პრეტენზიების გამოთქმისას სააკაშვილი მესამე პირში საუბრობდა და სიტყა ,,რუსეთის” ნაცვლად ამბობდა ,,ისინი”.
...მან გაიხსენა ყველაფერი, რაც 2006 წელს მოხდა და პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ძალის გამოყენებასა და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში”...
მესამე პუბლიკაცია, სათაურით ,,დასვენება პრეზიდენტულად”, მიხეილ სააკაშვილისა და ვიქტორ იუშჩენკოს ერთობლივი დასვენების გეგმებს ეძღვნება. ,,როგორც ცნობილია, იუშჩენკოსა და სააკაშვილს მხოლოდ პროევროპული და ევროატლანტიკური შეხედულებები, რევოლუციური წარსული და რუსეთიდან დისტანცირების სურვილი არ აერთიანებთ. უმნიშვნელო როდია, ასევე, მეგობრული (უკვე კიდეც ნათესაური) ურთიერთობები. ნოემბერში ვიქტორ იუშჩენკო სააკაშვილის უმცროსი ვაჟის ნათლია გახდა...
3-დან 6 იანვრამდე უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები, ოჯახებით, კარპატებში დაისვენებენ. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრის ადგილად პრეზიდენტებმა კუჩმასეული ,,სინეგორა” აირჩიეს,” _ წერს გაზეთი.
და მაინც, საახალწლო ანტიქართული განწყობა რუსულ პრესაში სრულიად პროქართული პუბლიკაციით გვინდა დავასრულოთ.
გაზეთში “ნოვიე იზვესტია” გამოქვეყნდა ევგენი ევტუშენკოს ,,საახალწლო წერილი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს”: ,, ძვირფასო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ! გილოცავთ ახალ წელს, გულით გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და, მახსოვს რა, როგორ არ დატოვეთ უყურადღებოდ ჩემი თქვენდამი მომართვა ბაიკალთან დაკავშირებით, ახალ ლექსს გიგზავნით.”
და გაზეთი ევგენი ევტუშენკოს ახალ ლექსს აქვეყნებს. ლექსს ,,ბორჯომი” ჰქვია.
სამწუხაროა, რომ ლექსის თარგმანს ვერ შემოგთავაზებთ. ამას, ალბათ, აუცილებლად გააკეთებს ვინმე... ვისაც ეგების... ჩვენ კი გეტყვით, რომ ლექსი გაყალბებულ სასმელებსა და გაყალბებულ პოლიტიკას ეძღვნება, უფრო ზუსტად კი, უბრალოდ, სიყვარულს ადამიანებს შორის.
პატარა ოდა ბორჯომს, ,,თბილისოს” და მეგობრობას... ასე მიულოცა ევგენი ევტუშენკომ ახალი წელი ვლადიმირ პუტინს და ქართველ ხალხს რუსულ გაზეთში ,,ნოვიე იზვესტია”.