არამედ ლამის ყოველდღიურად საუბრობენ ხელისუფლების ყველა რანგის წარმომადგენლებიც. მათ, ვფიქრობ, ცუდ გუნებაზე დააყენებდა ევროპის კავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისრის ბენიტა ფერერო-ვალდნერის გუშინდელი განცხადება, რომ ჯერ ძალიან ნაადრევია უკრაინასთან, მოლდავეთსა თუ საქართველოსთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყება. ადრე კი, მისივე თქმით, იმიტომ არის, რომ ამ ქვეყნებს ევროკავშირში ჯერჯერობით უბრალოდ არ მიიღებენ. გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რა დგას ავსტრიელი პოლიტიკოსის ამ განცხადების მიღმა.
ბენიტა ფერერო-ვალდნერმა დაინტერესებულ პირებს მეტი რეალიზმისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჩამოთვლილი ქვეყნების მოსამზადებლად ჯერ კიდევ უზარმაზარი შრომაა გასაწევი. თუმცა, მანვე განმარტა, რომ ევროკავშირი აუცილებლად გააღრმავებს და გააფართოვებს თანამშრომლობას ე.წ. "ახლო მეზობლებთან", რომლებიც წევრთათვის განკუთვნილი ზოგიერთი პრივილეგიითაც კი ისარგებლებენ.
შეგახსენებთ: ამ ერთი წლის წინათ, 2004 წლის 1 მაისს, ევროპის კავშირის 15 ძველ წევრს ათი ახალი შეემატა, რამაც გაერთიანებას სხვადასხვა სახის არაერთი პრობლემა შეუქმნა. ამავე დროს, ეჭვგარეშეა, რომ ახალ წევრებს კავშირში შესვლამ მრავალი სიკეთე მოუტანა. სწორედ ამ გარემოებას აღნიშნავს ევროპის საკითხების გერმანელმა ექსპერტმა, ბერტელსმანის ფონდის თანამშრომელმა პეტერ ცერვაკისმა.
[პეტერ ცერვაკისის ხმა] "თუ თვალს გადავავლებთ შარშანდელ წელს, დავინახავთ, რომ ევროპის კავშირის ახალმა წევრებმა გაფართოებით აშკარად იხეირეს."
პეტერ ცერვაკისის თქმით, არ გამართლდა სკეპტიკოსთა პროგნოზი, რომ კავშირის ახალი წევრები ძველი წევრების გაცილებით უფრო მაღალგანვითარებული ეკონომიკების მძლავრი წნეხის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ. მეტიც: მკეთრად გაიზარდა ექსპორტის მოცულობა აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპაში.
სამაგიეროდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრობლემები გაუჩნდათ კავშირის ძველ წევრებს. დაიწყო ინვესტიების გადინება დასავლეთიდან აღმოსავლეთში, გაიზარდა უმუშევრობა.
[პეტერ ცერვაკისის ხმა] "ჯერ ერთი, დასავლეთევროპელებს, უწინარესად, შუაევროპელებს - გერმანიას, ავსტრიას - უმუშევრობის სერიოზული პრობლემა უდგათ. ეს, ერთი მხრივ, გლობალიზაციის შედეგი გახლავთ, მაგრამ გაფართოების შედეგიც არის."
ეს ისევ პეტერ ცერვაკისი გახლდათ, რომელმაც რადიო "თავისუფლების" მიმომხილველთან, ბრეფნი ო'რურკთან საუბრისას, აღნიშნა, რომ საერთო ატმოსფეროს კიდევ უფრო ამძიმებს ევროკავშირის პირველი კონსტიტუციის რატიფიკაციასთან დაკავშირებული სირთულეები.
ამდენად, ევროკავშირში რუმინეთისა და ბულგარეთის შესვლის შემდეგ (რაც 2007 წლისთვის არის დაგეგმილი) კავშირის შემდგომი გაფართოების პერსპექტივა ბუნდოვანი ხდება. რიგში დგას თურქეთი, რომელიც, ნაკლებ სავარაუდოა, გაერთიანებაში 10-15 წელიწადზე ადრე მიიღონ.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ალბათ არ უნდა გვაკვირვებდეს ევროპის კავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისრის ბენიტა ფერერო-ვალდნერის განცხადება, რომელიც მან რეიტერის სააგენტოს კორესპონდენტთან საუბარში გააკეთა. კერძოდ, ფერერო-ვალდნერმა უკრაინას, მოლდავეთსა და საქართველოს ურჩია, არ შეიტანონ განაცხადი კავშირში გაწევრიანების შესახებ, რადგან პასუხად უარს მიიღებენ.
ავსტრიელი პოლიტიკოსის თქმით, უკრაინის "ნარინჯისფერმა რევოლუციამ" დაადასტურა, რომ ეს ქვეყანა იზიარებს ევროპულ ფასეულობებს, მაგრამ მისი გაწევრიანების ირგვლივ მიმდინარე დებატები "მიწაზე უნდა დავუშვათ". როგორც ფერერო-ვალდნერმა თქვა, უკრაინა უზარმაზარი ქვეყანაა, რომელშიც ძირფესვიანი ცვლილებები უნდა მოხდეს, ვიდრე დაიწყებოდეს საუბარი მის გაწევრიანებაზე. იგივე ითქმის მოლდავეთსა და საქართველოზეცო, აღნიშნა ფერერო-ვალდნერმა. მანვე დეტალების დაუკონკრეტებლად დასძინა, რომ ევროკავშირის ამ მეზობლებს აუცილებლად გაეწევათ ანგარიში კავშირის პოლიტიკაში და მიენიჭებათ წევრებისთვის განკუთვნილი ზოგიერთი პრივილეგია.
ახლა საქართველო და, მასთან ერთად, უკრაინა და მოლდავეთიც, იმედის თვალით შეჰყურებენ პოლონეთს, რომლის სახითაც მათ ძლიერი მხარდამჭერი გამოუჩნდათ თვით ევროკავშირის შიგნით. ეს რომ მართლაც ასეა, ჩვენმა რესპონდენტმა, პეტერ ცერვაკისმაც აღნიშნა:
[პეტერ ცერვაკისის ხმა] "კულისებს მიღმა პოლონეთი ყველაზე აქტიურად იღვწის იმისთვის, რათა მალე გაუჩნდეთ გაწევრიანების პერსპექტივა უკრაინას, მოლდავეთს... იგი ცდილობს, ამ პროცესში საქართველოც, მთლიანად, კავკასია ჩააბას."
რამდენად მოახერხებს პოლონეთი, ამ საკითხში თანამოაზრეები გაიჩინოს, მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, ეს დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში.