რომ გაეროს პროგრამის - "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" - განხორციელებისას კოფი ანანს ხელი შეეწყოს კონტრაქტის იმ კომპანიასთან გაფორმებისთვის, რომელშიც მისი ვაჟი მუშაობდა. გამოძიების დასკვნით, 1998 წელს კოფი ანანმა არ იცოდა, რომ კომპანია "კოტეკნა" (სწორედ მისი თანამშრომელი იყო ანანის ვაჟი) ჰუმანიტარული ინსპექციის ტენდერში მონაწილეობდა. საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი პოლ ვოლკერი მიზანშეუწონლად მიიჩნევს გამოძიების გაგრძელებას ანანის მიკერძოებული ქმედების თაობაზე. თუმცა, თვით ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში კომისიამ არაერთი სხვა დარღვევა აღმოაჩინა.
ბოლო ორი თვის მანძილზე ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კომისია მძაფრად აკრიტიკებს 64-მილიონდოლარიანი პროგრამის განხორციელებისას დამკვიდრებულ მართვის სტილს. თებერვალში კომისიამ დაადგინა, რომ პროგრამის დირექტორი, კვიპროსელი დიპლომატი ბენონ სევანი ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ მდგომარეობას და კონტრაქტების გაფორმებისას უპირატესობას თავის მეგობარს ანიჭებდა. შეგახსენებთ: პროგრამა "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" უფლებას აძლევდა ერაყს, ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლით მოსახლეობისთვის შეეძინა სურსათი, მედიკამენტები თუ პირველადი მოხმარების სხვა პროდუქცია.
კომისიის დასკვნას, რომ გაეროს გენერალურ მდივანს პროგრამის განხორციელებისას მიკერძოება არ გამოუჩენია, კოფი ანანი კმაყოფილებით შეხვდა.
[კოფი ანანის ხმა] "ამდენი შემაშფოთებელი და უსამართლო ბრალდების შემდეგ, რომელიც ჩემი მისამართით გამოითქვა, დამოუკიდებელი კომისიის სარეაბილიტაციო დასკვნა ჩემთვის დიდი შვებაა."
როგორც კომისიამ დაადგინა, კოფი ანანმა არაფერი იცოდა ჰუმანიტარული ინსპექციის ტენდერში კომპანია "კოტეკნას" მონაწილეობის შესახებ, ხოლო მისმა ვაჟმა კოჯომ, რომელიც ამ კომპანიის თანამშრომელი იყო, მამას ეს გარემოება დაუმალა. კოფი ანანის თქმით, მან თავის ვაჟს კომისიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
[კოფი ანანის ხმა] "მე მიყვარს ჩემი ვაჟი და მისგან ყოველთვის პატიოსნების უმაღლეს ხარისხს ველოდი. ძალიან დამამწუხრა იმის შეტყობამ, რომ ასე არ ყოფილა; კერძოდ კი იმან, რომ ჩემმა ვაჟმა გამოძიებასთან ისე არ ითანამშრომლა, როგორც საჭირო იყო. მე მას თანამშრომლობისკენ მოვუწოდე; ვთხოვე, გადასინჯოს თავისი პოზიცია და თანამშრომლობაზე დათანხმდეს."
იმ დარღვევებს შორის, რომლებიც საგამოძიებო კომისიამ აღმოაჩინა, განსაკუთრებით გამოყოფენ შემდეგს: როგორც ირკვევა, ანანის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა იყბალ რიზამ გაანადგურა სამი წლის მანძილზე შეგროვილი და გამოძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. კომისიის სახელზე გაგზავნილ წერილში რიზამ განმარტა, რომ განადგურებული დოკუმენტები მხოლოდ ასლები იყო სხვადასხვა საქმეში დაცული ქაღალდებისა, და რომ ასლების დროდადრო განადგურების პრაქტიკა გაეროში საყოველთაოდ მიღებულია.
როგორც კომისიის თავმჯდომარე პოლ ვოლკერი ამბობს, დღეს უკვე შეუძლებელია იმის დადგენა, იყო თუ არა განადგურებულ ქაღალდებს შორის ისეთი დოკუმენტები, რომელთა პოვნა სხვაგან შეუძლებელია. ამდენად, კომისიამ თავი მოვალედ ჩათვალა, დოკუმენტების განადგურების ფაქტი ოფიციალურ ანგარიშში აღენიშნაო, დასძინა ვოლკერმა.
თავის საბოლოო დასკვნას ვოლკერის კომისია ზაფხულში წარმოადგენს. და ალბათ მაშინვე გაირკვევა, რამდენად საფუძვლიანია ზოგი ამერიკელი კონგრესმენის ეჭვი, რომ გაეროს პროგრამა - "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" - არა მარტო უხეში დარღვევებით ხორციელდებოდა, არამედ ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა ათასგვარ დარღვევებს. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ამ პროგრამის თანამშრომელთა შორის ფეხმოკიდებული კორუფციის წყალობით, ერაყის წინა რეჟიმმა თითქმის ათი მილიარდი დოლარი ჩაიჯიბა.