ამ ორგანიზაციის მიერ ორშაბათს, ვაშინგტონში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ შარშან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 56 ჟურნალისტი მოკლეს. მათგან ზოგი საომარი მოქმედებების ზონებში დაიღუპა, მაგრამ დაღუპულთა უმრავლესობა მკვლელობის მსხვერპლია. მართალია, ყველაზე მეტი ჟურნალისტი - 23 - ერაყში მიმდინარე ომსა თუ იქ მოწყობილ ტერაქტებს ემსხვერპლა, ყურადღებას მაინც პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავამახვილებთ.
ანგარიშის თანახმად, რუსეთში და ყველა სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში (ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის გარდა) ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის პირობები არ აქვთ და მედიაზე ხშირად ხორციელდება ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან.
ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" ცენტრალური აზიისა და ევროპის სპეციალისტმა ალექს ლუპისმა რეგიონში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მდგომარეობა ასე დაახასიათა:
[ალექს ლუპისის ხმა] "მათი ჩაკეტილი, ცენტრალიზებული მთავრობები აგრესიულად ახშობდა დამოუკიდებელი ქმედების ყოველგვარ გამოვლინებას, დაწყებული ჟურნალისტიკითა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგით, დამთავრებული რელიგიური მოღვაწეობითა და პოლიტიკური ოპოზიციით. პრესაზე ზეწოლა ხორციელდებოდა მოულოდნელი ბიუროკრატიული შემოწმებების, სასამართლო სარჩელების აღძვრისა თუ უშიშროების სამსახურების დაუფარავი მუქარების გზით."
ლუპისმა დასძინა, რომ რუსეთში მთავრობამ დამოუკიდებელი საინფორმაციო პროგრამები გააუქმა ერთ დროს დამოუკიდებელ ტელეარხ "ენტევეზე". მისივე თქმით, კრემლისადმი კეთილგანწყობილმა მედიამ დიდწილად შეუწყო ხელი ვლადიმირ პუტინის ხელმეორედ არჩევას პრეზიდენტის თანამდებობაზე.
პრესკონფერენციაში მონაწილეობდა "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" აღმასრულებელი დირექტორი ენ კუპერიც. მან აღნიშნა, რომ რუსეთის მოსახლეობა ინფორმაციას ძირითადად რადიოსა და ტელევიზიის მეშვეობით იღებს, და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით იგი დღეს უარეს პირობებშია, ვიდრე მიხაილ გორბაჩოვის საბჭოთა კავშირში იყო.
[ენ კუპერის ხმა] "მართალია, შეგხვდებათ რამდენიმე საკმაოდ თამამად განწყობილი გაზეთი თუ სხვა სახის ბეჭდვითი ორგანო, მაგრამ მათი ტირაჟი მცირეა, მოსკოვის გარეთ ისინი პრაქტიკულად არ ვრცელდება. შედეგად, ხალხს რუსეთში ახლა ნაკლებად მიუწვდება ხელი დამოუკიდებლად მომზადებულ ახალ ამბებზე, ვიდრე ეს კომუნიზმის ეპოქის მიწურულს, "გლასნოსტის" პერიოდში ხდებოდა."
ობიექტური ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით - ანგარიშის შემდგენელთა აზრით - ასევე მძიმე მდგომარეობაა ბელორუსიაში და შუა აზიის ქვეყნებში, სადაც ხალხი იძულებულია, ისევ რადიო "თავისუფლებას" მიმართოს და, როგორც ეს ცივი ომის დროს ხდებოდა, ლამის მალულად უსმინოს მის გადაცემებს მოკლე ტალღებზე.
საქართველოს შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლებაში შარშან მომხდარი ცვლილებების შემდეგ ვითარება გაუმჯობესდა, მაგრამ ჟურნალისტები ხშირად მაინც ხდებიან არაპირდაპირი ზეწოლის ობიექტები. იმავე ალექს ლუპისის განცხადებით, საქართველოსთან შედარებით გაცილებით უარესი მდგომარეობაა აზერბაიჯანში:
[ალექს ლუპისის ხმა] "იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ჟურნალისტები პატიმრობაში იმყოფებიან, 2004 წელს აზერბაიჯანიც შეუერთდა; როცა - ოპოზიციური ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში, დააპატიმრეს ოპოზიციური გაზეთის, "იენი მუსავათის" მთავარი რედაქტორი. რაუფ არიფოღლუს ოქტომბერში ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ვითომდა ანტისამთავრობო აქციების მოწყობისთვის, 2003 წლის ოქტომბერში არცთუ წარმატებით ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ."
უკრაინის ხელისუფლებაში სულ ახლახან მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა" თავი შეიკავა პრესის თავისუფლების ხარისხის შეფასებისგან; თუმცა აღნიშნა, რომ ლეონიდ კუჩმას პრეზიდენტობისას, პრესას სახელმწიფოს მხრიდან მძლავრი ზეწოლის პირობებში უხდებოდა მუშაობა.