კონგრესში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ძირითადად საშინაო საკითხებზე ისაუბრა, თუმცა უყურადღებოდ არც საერთაშორისო პოლიტიკის უმთავრესი პრობლემები დაუტოვებია, მათგან კი ორი გამოყო: ერაყი და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი. როგორც დავით კაკაბაძისგანაც შეიტყობთ, ბუშმა ოპტიმისტურად შეაფასა მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელების პერსპექტივები.
ამ მხრივ ჯორჯ ბუშის მიმართვაში ახალი არაფერი ყოფილა: ასეთივე ოპტიმიზმი მან ამ ორიოდე კვირის წინათ, პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით წარმოთქმულ საინაუგურაციო სიტყვაშიც გამოხატა. გუშინდელ გამოსვლაში დემოკრატიის თემას იგი თავიდანვე შეეხო:
[ჯორჯ ბუშის ხმა] "მთავრობის არჩევითი შტოების წარმომადგენლებს გვაერთიანებს დიდი პატივი, რომელიც წილად გვერგო: თანამდებობები იმ ადამიანთა ხმების წყალობით დავიკავეთ, რომლებსაც ვემსახურებით. და დღეს ამ პატივს ვიზიარებთ ახლად არჩეულ ლიდერებთან ავღანეთში, პალესტინელთა ტერიტორიებზე, უკრაინაში და თავისუფალსა და სუვერენულ ერაყში."
ჯორჯ ბუშმა ირანის მოსახლეობასაც მიმართა, განაცხადა რა, რომ დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე ამერიკა მას მხარში ამოუდგება. ამავე დროს, ამერიკის ლიდერმა ირანის მთავრობა ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ის შეეხო ვაშინგტონისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მცდელობას, ხელი ააღებინონ თეირანს ბირთვულ ამბიციებზე.
ბუშმა მკაცრი სიტყვები იხმარა სირიის მისამართითაც. პრეზიდენტის თქმით, დამასკმა თავის ტერიტორიაზე უნდა აღკვეთოს ტერიტორისტთა თარეში, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს აგებს. აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმა ამ ნათქვამით.
თავის სიტყვაში ბუშმა ძირითადად მაინც დადებით კონტექსტში მოიხსენია ახლო აღმოსავლეთის რეგიონი და, ზოგადად, მაჰმადიანური სამყარო. მან განსაკუთრებით გამოყო ერაყში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნები, როგორც სტაბილურობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
[ჯორჯ ბუშის ხმა] "ერაყში ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, რადგან ერაყელები მზად არიან, საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძოლონ და შექმნან საკუთარი ისტორია. (...) ეს არის დამოუკიდებელი ქვეყნის ბუნებრივი მისწრაფება და სწორედ ეს არის ერაყში მოქმედი ჩვენი კოალიციის მკაფიო მისიაც."
ეს ოპტიმიზმი ბუშმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაზეც გაავრცელა.
[ჯორჯ ბუშის ხმა] "პალესტინელთა ტერიტორიებზე გაჩნდა რეფორმებისა და დემოკრატიის ნიშნები, რაც ადასტურებს, რომ თავისუფლებას ხელეწიფება, დაამარცხოს ძალადობის ძველი ჩვევები. ხვალ დილით სახელმწიფო მდივანი რაისი მიემგზავრება ისრაელში და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, სადაც შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ შარონსა და პალესტინელთა პრეზიდენტ აბასს. ის მათთან ერთად იმსჯელებს იმაზე, როგორ შეგვიძლია ჩვენ და ჩვენს მეგობრებს, დავეხმაროთ პალესტინელ ხალხს, ბოლო მოუღონ ტერორს და შეუდგნენ მშვიდობიანი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას."
ჯორჯ ბუშმა კონგრესს მიმართა თხოვნით, გამოყოს 350 მილიონი დოლარი პალესტინელთა ეკონომიკის დასახმარებლად, ავტონომიის პოლიტიკური და უშიშროების სტრუქტურების გარდასაქმნელად.
მიმართვის უდიდესი ნაწილი აშშ-ის პრეზიდენტმა საშინაო საკითხებზე საუბარს დაუთმო; მათგან უმთავრესად კი სოციალური დაცვის მოძველებული სისტემის გარდაქმნა დაასახელა.