ამით კომიტეტში დასრულდა ორდღიანი მოსმენა, რომელზეც რაისმა ისაუბრა ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და უპასუხა სენატორთა შეკითხვებს. ვიდრე საგარეო უწყებას ოფიციალურად ჩაუდგებოდეს სათავეში, რაისის კანდიდატურა სენატის სრულმა შემადგენლობამაც უნდა დაამტკიცოს. გუშინ და დღეს გამართულ მოსმენაზე არაერთი საინტერესო რამ ითქვა, მათ შორის საქართველოზეც.
კომიტეტის წევრთა წინაშე გამოსვლისას კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის დამკვირდებაა. ამ თვალსაზრისით რაისმა "ახალი შანსი" უწოდა პალესტინელთა ლიდერის იასირ არაფატის გარდაცვალებას, ხოლო ავღანეთში გამართული და ერაყში იანვრის ბოლოსთვის დანიშნული არჩევნები დანარჩენი მაჰმადიანური სამყაროსთვის "დადებით მაგალითებად" მოიხსენია. მან იმედი გამოთქვა, რომ ავღანეთსა და ერაყში მომხდარი ცვლილებები ბიძგს მისცემს დემოკრატიულ რეფორმებს სხვა მაჰმადიანურ ქვეყნებში - მაროკოდან ვიდრე იორდანიამდე და ბაჰრეინამდე.
თუმცა, დემოკრატიის დამკვიდრების გზაზე პრობლემები - როგორც რაისმა აღნიშნა - მხოლოდ მაჰმადიანური სამყაროთი არ შემოიფარგლება. მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა რუსეთში.
[კონდოლიზა რაისის ხმა] "რუსეთში ვხედავთ, რომ დემოკრატიისკენ მიმავალი გზა ოღრო-ჩოღროა და მისი წარმატება ჯერ გარანტირებული არ არის. მაგრამ, როგორც უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რუსეთთან შესაძლებელია თანამშრომლობა საერთო პრობლემების მოსაგვარებლად. და ამ პროცესში, სიტყვას გაძლევთ, ჩვენ განვაგრძობთ დემოკრატიის მნიშვნელობის ხაზგასმას, კვლავაც ხმამაღლა განვაცხადებთ, რომ რუსეთში დემოკრატიის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამომავლო ურთიერთობისთვის."
თავის გამოსვლაში კონდოლიზა რაისი შეეხო სერბიაში დემოკრატიის სტაბილიზაციის აუცილებლობას და კოსოვოში ჯერაც მოუგვარებელ პრობლემებს, კერძოდ სერბი უმცირესობის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხს. რაისის თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის გარდაქმნა დასრულებულად ვერ ჩაითვლება, ვიდრე ბალკანეთის პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება.
სენატორთა მხრიდან კონდოლიზა რაისს დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია, თუ არ ჩავთვლით ორ გამონაკლისს. როცა რაისი ერაყის საკითხს შეეხო და თქვა, იქ ახლა დიპლომატიის დრო დადგაო, სიტყვა ითხოვა დემოკრატმა სენატორმა ჯოზეფ ბაიდენმა.
[ჯოზეფ ბაიდენის ხმა] "დიდი სამხედრო სიძლიერის მიუხედავად, ჩვენ, ჩემი აზრით, ახლა უფრო მარტონი ვართ მსოფლიოში, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ უახლეს ისტორიაში. ვფიქრობ, დიპლომატიის დრო დიდი ხანია, დადგა. დღეს ჩვენ ნაკლებად უსაფრთხო მდგომარეობაში ვართ, ვიდრე უნდა ვიყოთ."
ჯოზეფ ბაიდენის გარდა, ბუშის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა კიდევ ერთმა სენატორმა, საპრეზიდენტო არჩევნებში დამრაცხებულმა კანდიდატმა ჯონ კერიმ, რომლის თქმით, ერაყის მიმართ არჩეული სტრატეგია არათუ ვერ ამცირებს მეამბოხეთა წინააღმდეგობას, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო აღვივებს მას.
პასუხად კონდოლიზა რაისმა ერაყში 30 იანვრისთვის დანიშნული არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა: მთავრობას მშვენივრად ესმის, რომ არჩევნები მაშინვე ვერ მოიტანს პოლიტიკურ სტაბილურობას, მაგრამ ნორმალიზაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ნამდვილად იქნებაო.
თავისი გამოსვლის ბოლოს რაისმა ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაში სამხრეთი კავკასიის რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ერთ-ერთი სენატორის შეკითხვაზე, კონკრეტულად როგორ წარმოუდგენია რაისს ადმინისტრაციის თანამშრომლობა კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებთან - ამ ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისა და ევროკავშირსა თუ ნატოში მათი ინეგრაციის მიზნით - სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა გაიხსენა ნატოს პროგრამა "პარტნიორობა მშვიდობისთვის" და თქვა:
[კონდოლიზა რაისის ხმა] "იმ ქვეყნებში, რომლებიც ჯერჯერობით მზად არ არიან ნატოში გასაწევრიანებლად - როგორიც, მაგალითად, საქართველოა - ამ პროგრამებმა უნდა უზრუნველყოს კავშირი დემოკრატიულად მართულ სამხედრო აპარატსა და ამ ქვეყნების სამხედრო სტრუქტურებს შორის. ამ სახელმწიფოთა უმრავლესობის მომავალი ევროპის ძირითად სტრუქტურებში ინტეგრაციაა და ჩვენი ამოცანაა, ამ მიმართულებით ვიმუშაოთ."
შეგახსენებთ: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სენატის წინაშე რეკომენდაცია გაუწია კონდოლიზა რაისს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დასანიშნად. მას შემდეგ, რაც რაისის კანდიდატურას სენატის სრული შემადგენლობაც დაამტკიცებს, იგი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ოფიციალურად შეცვლის კოლინ პაუელს.