ხარჯვითი ნაწილის 2, 1 მილიარდ ლარამდე გაზრდა აქვს დაგეგმილი, პარალელურად -მომავალი წლის მანძილზე სახელფასო და საპენსიო დავალიანებების დაფარვა, პენსიების და ხელფასების გაზრდა. ასეთი, ერთი შეხედვით, მომხიბვლელი გეგმის მიუხედავად, არის მოლოდინი, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურით ჩაივლის. რა პრეტენზიები უკავშირდება 2005 წლის ბიუჯეტის პროექტს?
საქართველოს მთავრობამ 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 200 მილიონი ლარით გაზრდა ჩაიფიქრა და ამით სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროექტის 2006 წლის გეგმა 2005 წელში გადმოიტანა.
2006 წელს დაგეგმილი 2005 წელს უნდა განხორციელდესო, - ერთგვარი სიამაყით განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე. მთავრობაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ 14 პროცენტიანი ზრდის პირობებში 2005 წელს საქართველოს რეალისტური ბიუჯეტი ექნება და რომ მომავალ წელს აუცილებლად შესრულდება დაპირებები სოციალური დავალიანებების სრულად გასტუმრებისა და პენსიების და ხელფასების გაზრდის შესახებ. იმის თაობაზე, თუ ზუსტად რას ჰპირდება ხელისუფლება მოსახლეობას 2005 წლის ბიუჯეტის პროექტით, კომენტარი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ვთხოვეთ.
[რომან გოცირიძის ხმა] “2005 წლის ბოლოს ქვეყანაში არ იქნება სახელფასო და საპენსიო დავალიანება. გარდა ამისა, გაიზრდება პენსია 7 ლარით, გახდება 28 ლარი.“
ამას გარდა, დაგეგმილია 1 სექტემბრიდან ხელფასების გაზრდა პედაგოგებისთვის და არა მარტო მათთვის. რომან გოცირიძის თქმით, ზოგიერთი სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლებს 118 ლარზე მეტი ხელფასი დაენიშნებათ, თუმცა ძალიან დაბალი ხელფასები შენარჩუნდება თვითმმართველობის ორგანოებში, მაგალითად, გამგეობებში.
საიდან, რა რესურსით უნდა მოხდეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდა, მაშინ როცა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ვეღარ ითვალისწინებს პროკურატურის სანქციით ამოსაღებ თანხებს და როცა, ახალი საგადასახადო კოდექსით, უნდა შემცირდეს უმნიშვნელოვანესი საგადასახადო პარამეტრები? მმართველი ძალის წარმომადგენლები საბიუჯეტო რეზერვს პრივატიზაციის პროცესში ხედავენ, აღნიშნავენ, რომ სწორედ მომავალ წელს უნდა გაიყიდოს ისეთი მსხვილი სახელმწიფო ობიექტები, როგორიცაა: რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ჭიათურმანგანუმი, ელექტროკავშირი, მეგაკომი. უფრო გასაგებ განმარტებებს მთავრობის წარმომადგენლებს პარლამენტში მოსთხოვენ - 2005 წლის ბიუჯეტის პროექტის მიმართ იქ სერიოზული პრეტენზიები აქვთ. დეპუტატთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბიუჯეტის პროექტი არ არის გამჭვირვალე და, ამდენად, ის კორუფციის წყაროდ იქცევა . ოპოზიციის წარმომადგენელი კახა კუკავა ბიუჯეტის პროექტში ახალი, მისი თქმით, კორუფციული პროექტების გათავლისწინებას აპროტესტებს:
[კახა კუკავას ხმა] “დევს უამრავი კორუფციული პროექტი, მაგალითად, იმერეთში დემოკრატიის მმართველობის ხელშესაწყობად. პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ გასაართობი კომპლექსები უნდა აშენდეს რაიონულ ცენტრებში. ამ დროს მარტო სასამართლოს მიერ სახელმწიფოსთვის დაკისრებული დავალიანება არის 46 მილიონი, არის ლტოლვილთა მიმართ დავალიანებები და ასე შემდეგ. პრიორიტეტი უნდა იყოს დავალიანებების გასტუმრება. როცა დავალიანებებს გაისტუმრებენ, მერე დაიწყონ ახალი პროექტები. “
პრეტენზიები უკავშირდება თანხების გადანაწილებას, ასე ვთქვათ, პრიორიტეტების განსაზღვრას. მაინც რაზეა ორიენტირებული 2005 წლის ბიუჯეტის პროექტი? ამის შესახებ პარლამენტში მალე ცხარე მსჯელობას დაიწყებენ. მანამდე კი, რომან გოცირიძის ნათქვამს თუ გავიმეორებთ, 2005 წლის ბიუჯეტი იქნება ორიენტირებული სოციალური დავალიანებების გასტუმრებასა და თავდაცვის სფეროს დაფინანსებაზე.