სამმართველო მაღალი რანგის არაერთმა თანამშრომელმა დატოვა. გასულ კვირაში მათ შეუერთდა სადაზვერვო უწყების მეორე პირი, ხოლო ამ კვირის დასაწყისში გადადგნენ საიდუმლო ოპერაციების განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე. რა არის ეს ცვლილებები - ნებისმიერი ორგანიზაციისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი გადახალისება თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?
ორი თვის წინათ, როცა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორად მისი დამტკიცების საკითხი წყდებოდა, პორტერ გროსმა პირობა დადო, რომ მიუკერძოებელი იქნებოდა.
[პორტერ გოსის ხმა] "თუ დამამტკიცეს, პირობას ვდებ, ვიყო პირდაპირი და მიუკერძოებელი თქვენთვისა და აღმასრულებელი შტოს მესვეურებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მოწოდებისას."
სენატის სადაზვერვო ინფორმაციის კომიტეტში გამართული მოსმენისას ობიექტურობა სერიოზული განხილვის საგნად იქცა, რადგან გოსი მაშინ წარმომადგენელთა პალატის წევრი და რესპუბლიკური პარტიის თვალსაჩინო ფიგურა იყო.
იმავე მოსმენაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დემოკრატმა სენატორმა ჯეი როკფელერმა განაცხადა, რომ პორტერ გოსი განსაკუთრებულ მიკერძოებას იჩენდა, მაგალითად, ჯონ კერის მოღვაწეობის შეფასებისას (კერი მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო დემოკრატიული პარტიიდან).
[ჯეი როკფელერის ხმა] "მიმდინარე წლის 8 მარტს თქვენი თანაავტორობით გამოქვეყნდა საგაზეთო სტატია სათაურით: "სადაზვერვო ინფორმაცია გჭირდებათ? ჯონ კერის ნუ მიმართავთ." მასში თქვენ გააკეთეთ რამდენიმე - ჩემი შეფასებით - უაღრესად ტენდენციური, მიკერძოებული განცხადება."
ახლა, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართელოში პორტერ გოსის მისვლის შემდეგ, უწყება თავის გამოცდილ თანამშრომლებს კარგავს. ძალიანაც კარგიო, ამბობს ამასთან დაკავშირებით აშშ-ის შეიარაღებული ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი კენეთ ალარდი, რომელიც ცივი ომის დროს ევროპაში სადაზვერვო ხასიათის დავალებებს ასრულებდა. ალარდის თქმით, ბოლო წლებში უწყების მიერ დაშვებული შეცდომები ცხადყოფს, რომ მისი მაღალი რანგის თანამშრომლები არასაკმარისად კომპეტენტურნი არიან.
ალარდი აქ მხოლოდ "ალ ყაიდასთან" და ერაყთან დაკავშირებით მოპოვებულ ინფორმაციას როდი გულისხმობს. მისი თქმით, სამმართველომ აშკარად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელიც სწორედ სადაზვერვო მასალებზე დაყრდნობით უმტკიცებდა გაეროს უშიშროების საბჭოს, ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობსო.
კენეთ ალარდის კრიტიკა ამით არ მთავრდება. რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელ კორესპონდენტთან ენდრიუ ტალისთან საუბარში გადამდგარმა პოლკოვნიკმა "აღმაშფოთებელი" უწოდა ტაქტიკას, რომელსაც - მისი მტკიცებით - სამმართველოს მაშინდელი დირექტორი ჯორჯ ტენეტი და ამ ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელები საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მიმართავდნენ. ეს ტაქტიკა, ალარდის თქმით, იმაში გამოიხატებოდა, რომ ფართო საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ისეთი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობდა ბუშისა და მისი გუნდის წევრთა კომპრომეტირებას. ბუშის ხელახალი არჩევა კი ამ ადამიანებს - ისევ და ისევ ალარდის ვერსიით - იმიტომ არ სურდათ, რომ იცოდნენ: ბუშის დარჩენის შემთხვევაში სამმართველოს საფუძვლიანი გადახალისება ელოდა.
[კენეთ ალარდის ხმა] "ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო თითქმის მთელი წლის მანძილზე, ფაქტობრივად აჯანყებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა ბუშის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ტენეტი ამ ხალხის მარიონეტივით მოქმედებდა და მისი წასვლა აშკარა ნიშანი იყო დანარჩენთათვის: "თქვენს პარპაშს ბოლო მოეღოო." ამიტომ არ მიკვირს, რომ ახლა ამ ვირთხების ერთი ნაწილი ფსკერისკენ სწრაფად მიმავალ გემს ტოვებს."
ასეა თუ ისე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოესი კვირებისა და თვეების მანძილზე ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს კიდევ არაერთი მაღალი რანგის თანამშრომელი დატოვებს.