ჩატარებას ითხოვს. ვინ აკონტროლებს რეალურად სიტუაციას აფხაზეთში, გაურკვეველია. სახელისუფლებო სტრუქტურების ნაწილი აშკარად არჩევნებში გამარჯვებულ ბაღაფშს უჭერს მხარს. ამ უკანასკნელმა პარასკევს თავისუფლების მოედანზე ეროვნული კრება შეკრიბა. მასზე ერთს მოითხოვდნენ - არჩეული პრეზიდენტი შეუდგეს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. ეროვნული კრების პარალელურად მთავრობის სახლთან დამარცხებული კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მომხრეები შეიკრიბნენ და ხელმეორე არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. სოხუმში ვითარება დაიძაბა.
სოხუმში ერთამანეთის პარალელურ რეჟიმში, ბაღაფშისა და ხაჯიმბას მხარდამჭერთა გამოსვლების შემდეგ და ამ გამოსვლების ფონზე, ხაჯიმბასა და ბაღაფშის უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, ადმინისტრაციული შენობები - მათ შორის, შენობა, სადაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტია განთავსებული - სერგეი ბაღაფშის მომხრეებმა დაიკავეს. სოხუმში თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ბაღაფშის მხარდამჭერები ვლადისლავ არძინბას რეზიდენციის ასაღებად გენერალ ქიშმარიას გაჰყვნენ.
[სროლის ხმა]
სროლის ხმა სწორედ სამთავრობო შენობაში ხალხის შეჭრისას ისმოდა. ბაღაფშის მომხრეებმა იქ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის კაბინეტი დაიკავეს. არეულობისას მძიმედ დაიჭრა ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე თამარ შარკილი. ის და კიდევ ორი დაჭრილი სოხუმში მეორე საავადმყოფოში მოათავსეს. აფხაზეთში ვითარებას უკვე სერგეი ბაღაფში აკონტროლებს - ყველაფერი ამის შესახებ 12 ნოემბერს ცნობებს რუსეთის ყველა საინფორმაციო საშუალება ავრცელებდა. ჩვენთან საუბრისას კი სოხუმში იქ მომხდარი არეულობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.
[სააგენტო “აფსნი - პრესის” თანამშრომლის ხმა] “ აქ სიმშვიდეა, ვითარება წყნარია. ხალხი დაიშალა. დაჭრილები არ არიან. სიტუაციას, რა თქმა უნდა, მოქმედი ხელისუფლება აკონტროლებს. “
ეს განმარტება საინფორმაციო სააგენტო “აფსნი-პრესის” თანამშრომლისგან მივიღეთ. “ბაღაფშის მომხრეები ქუჩებში აღარ არიან, მათ ბაღაფშის შტაბში მოიყარეს თავიო,” - გვითხრა მან. სოხუმში შექმნილ სიტუაციაში გასარკვევად ბაღაფშის საარჩევნო შტაბსაც დავუკავშირდით.
[სერგეი ბაღაფშის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის ხმა] “ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ბაღაფში არ არის ადგილზე . “
ასეთი იყო პასუხი, რომელიც 12 ნოემბერს საღამოს 7 საათისთვის მივიღეთ. სერგეი ბაღაფშმა სამთავრობო შენობასთან თავმოყრილ და იქ შეჭრილ თავის მომხრეებს მანამდე მიმართა. მიმართვა ასეთი იყო :
[სერგეი ბაღაფშის ხმა] “მე მესმის, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ, ერთი ერიდან მეორე ეპოქაზე გადავდივართ. მინდა იცოდეთ, რომ დღეს ველაპარაკე რაულ ხაჯიმბას; მინდა გამიგოთ, ის ჩემი უმცროსი მეგობარია, ჩვენ ერთად გვიმუშავია; უფრო მეტიც, ის ჩემი უმცროსი ძმაა. “
ასეთი გამოსვლის შემდეგ სერგეი ბაღაფშმა განმარტა, რომ ის და მისი საარჩევნო შტაბის წევრები მთელი ღამის მანძილზე იმუშავებდნენ სამოქმედო გეგმაზე და ქუჩაში გამოსულ ხალხს სახლებში დაბრუნება სთხოვა.
“ჩვენ გავიმარჯვეთ და ხელისუფლებაში მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი გზით მოვალთ” - ასეთი იყო ბაღაფშის რეაქცია საკუთარი მომხრეების მოთხოვნაზე, დაუყოვნებლივ შესდგომოდა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. რაულ ხაჯიმბას მან, უწოდა რა უმცროსი ძმა, ხელისუფლების გადანაწილება შესთავაზა. სერგეი ბაღაფში გამოვიდა წინადადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ძალებმა კოალიციური მთავრობა შექმნან. ამ შეთავაზებაზე რაულ ხაჯიმბას კომენტარები არ გაუკეთებია. აფხაზეთში გარკვეულ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ის, რაც 12 ნოემბერს სოხუმში მოხდა, ბაღაფშის საბოლოო გამარჯვებას ჯერ კიდევ არ ნიშნავს, თუმცა ფაქტია, რომ სოხუმში ვითარებას უკვე სწორედ ბაღაფში აკონტროლებს, სახელმწიფო სტრუქტურები მის მხარესაა.