ამის შესახებ არასამთავრობო ორაგნიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ოთხშაბათს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას მიერ ითქვა. იქვე მან ჩამოთვალა ის საკითხები, რომელთაც ამ შეხვედრაზე საქართველოს მხარე წამოაყენებს. შეხვედრის საკითხებზე მუშაობს ოსური მხარეც. მოკლედ, ზურაბ ჟვანია და ედუარდ კოკოითი შეხვედრისთვის ემზადებიან. კონფლიქტის ზონაში კი განუწყვეტლივ ისვრიან. მინდა გესაუბროთ სოჭში დაგეგმილი შეხვედრის წინ შექმნილ ვითარებაზე.
სოჭში დაგეგმილი შეხვედრის წინ კონფლიქტის ზონაში არც ომია და არც მშვიდობა.
ცხინვალის რეგიონში წარმოქმნილი ბოლოდროინდელი შეიარაღებული დაპირისპირებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ აღებული, შემდეგ კი სამშვიდობო ძალებისთვის გადაცემული სიმაღლეებიდან ქართული სოფლების მიმართულებით განუწყვეტილვ ისვრიან. კონფლიქტის ზონის ბოლო დღეების რეალობას ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური ასე აღწერს:
[გოგა აფციაურის ხმა] “ყოველღამე იყო სროლები. წუხანდელი ღამე იყო შედარებით მშვიდი, თუმცა რამდენიმე გასროლა მაინც იყო ჰაერში. ყველა მოლოდინს გადააჭარბა გუშინწინდელმა ღამემ, როცა მსხვილკალიბრიანი იარაღიდან დაუშინეს სახლებს. “
ასეთი ვითარება არ უკვირს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გიორგი ხაინდრავას. აი, რა თქვა მან ოთხშაბათს არასამთავრობო ორაგნიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ფონდში “ღია საზოგადოება - საქართველო” და კონფლიქტის ზონებში არსებულ ვითარებაზე მსჯელობას დაეთმო:
[გიორგი ხაინდრავას ხმა] “არავის არ უნდა უკვირდეს ცალკეული პროვოკაციები სროლის. ისინი არის ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული. ერთი თვეა მიდის სროლა და არ არის არც ერთი დაშავებული თუ დაღუპული. ეს არ არის შემთხვევითი. “
იმას, რაც შემთხვევითი არ არის, გიორგი ხაინდრავა მიაწერს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიზანს, შექმნას მუდმივი დაძაბულობა და ამით გაამართლოს თუნდაც ის, რომ ვერ უხდის დაპირებულ თანხას საკუთარ მებრძოლებს.
კოკოითი ამჯერად მოსკოვშია. ამის შესახებ ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში მისი პირადი წარმომადგენლის ვაჟა ხაჭაპურიძისგან შევიტყვეთ. მისივე თქმით, ედუარდ კოკოითი რუსეთის დედაქალაქში ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად არის ჩასული და საკმაოდ წარმატებულადაც. “მოსკოვი უფრო ზრუნავს ცხინვალის ეკონომიკურ პრობლემებზე, ვიდრე თბილისი, “ - ამბობს ვაჟა ხაჭაპურიძე. ჩვენთან საუბრისას მან ჩამოთვალა ის საკითხები, რომელთაც ოსური მხარე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დააყენებს:
[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] “ეს არის სტაბილიზაციის გარანტიები, მეორე - ეკონომიკური თანამშრომლობა და მესამე - სოციალური საკითხები. მე ვიცი, რომ ქართული მხარე ამისთვის მზად არ არის. “
მაგრამ ქართული მხარე მზად არის კოკოითთან შეხვედრაზე იმსჯელოს იმ სარეაბილიტაციო პროექტებზე, რომლებზეც ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 2 მილიონ-ნახევარი ევრო უნდა დაიხარჯოს. უფრო მეტიც, გიორგი ხაინდრავას განცხადებით, ცხინვალის რეგიონში სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებისთვის საქართველო ელის დამატებით დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. თუმცა კოკოითთან შეხვედრის წინ საქართველოს ხელისუფლება მარტო ოსებისთვის შესათავაზებელ ეკონომიკურ საკითხებს არ ამუშავებს. მთავარი მოთხოვნა რეგიონის დემილიტარიზაცია იქნება - იმდენად მაინც, რომ ოსების ხელში თავმოყრილმა შეიარაღებამ ჯავის სამხედრო ბაზაზე ერთად მოიყაროს თავი და შესაძლებელი გახდეს ამ ბაზის მონიტორინგი. გარდა ამისა, სოჭში ზურაბ ჟვანია რეგიონის პოლიტიკურ სტატუსზე დიალოგის გახსნას შეეცდება.