ორივე კანდიდატის მომხრეები მღელვარებით ელოდებიან უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამავდროულად, სოხუმში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთში ჩრდილო კავკასიის კონფედერაციის მოხალისეების გამოჩენის შესახებ. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები - მათ შორის, რუსეთის საინფორმაციო წყაროები -ბოლო დღეებში ინტენსიურად ავრცელებენ ცნობას იმის თაობაზე, რომ ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას მხარდასაჭერად ჩავიდნენ. რამდენად შეესაბამება ან არ შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს? - ასეთი შეკითხვით მივმართე სააგენტო “აფსნი-პრესის”დირექტორს მანანა გურგულიას.
[მანანა გურგულიას ხმა] “თქვენ გყავთ გენიალური ჟურნალისტი გიორგი წიკლაური. მას დაესიზმრა და გაავრცელა ეს ინფორმაცია. არ არსებობს აფხაზეთში ჩრდილოკავკასიელ ხალხთა კონფედერაცია. უკვე 10 წელია აქ არავინ ჩამოსულა, არც რუსეთის სპეცნაზის წარმომადგენლები არ არიან. ეს ყველაფერი გიორგი წიკლაურს დაესიზმრა.”
აფხაზეთში ჩრდილოკავკასიელი კონფედერანტების გამოჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სოხუმში საკმაოდ აღიზიანებთ. ამაში მანანა გურგულიასთან საუბარმაც დაგვარწმუნა. მან აღნიშნა, რომ ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები დღევანდელ სოხუმში ერთ-ერთ ქართველ ჟურნალიტს დაესიზმრა, არადა, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან გავრცელდა. ხაჯიმბას მხარდასაჭერად ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების აფხაზეთში ჩასვლის შესახებ ცნობა გაავრცელეს საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმაც და რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმაც. ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ არძინბას პრესმდივანმა დაუდასტურა” ნეზავისიმაია გაზეტას.” ცნობით, რომელსაც მანანა გურგულია კატეგორიულად უარყოფს, ჩრდილო კავკასიის კონფედერაციის მოხალისეები აფხაზეთში იმისთვის ჩავიდნენ, რომ აფხაზებს ღირსეული პრეზიდენტის არჩევაში დაეხმარონ. ასეა თუ ისე, სოხუმში მღელვარების ჩაცხრომა დროებით მოვლენას ჰგავს. იქ ყველა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. რჩება შთაბეჭდილება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბაღაფშის და ხაჯიმბას მომხრეები ძალებს ზოგავენ. რაულ ხაჯიმბას სარჩელს აფხაზეთის უმაღლესი სასამართლო სამშაბათს, 19 ოქტომბერს, განიხილავს. ხაჯიმბა აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, იმ შედეგებისა, რომლის მიხედვით გამარჯვებული ბაღაფშია. საქმის განხილვის დაწყების წინ კი, ორშაბათს, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ ალა ავიძბამ. ორშაბათსვე აფხაზეთში ძალაში შევიდა განკარგულება დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების აკრძალვისა და სახელმწიფო ტელევიზიაში ცენზურის დაწესების შესახებ. ამასთან დაკავშირებით დე ფაქტო ხელისუფლებას ერთგვარი საპროტესტო განცხადებით მიმართა რამდენიმე გამოცემის რედაქტორმა. მათ ხელისუფლებას ანტიკონსტიტუციური განკარგულების გაუქმება მოსთხოვეს და შეახსენეს, რომ ცენზურა აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას შეუწყობს ხელს. და მაინც, როგორც სააგენტო აფსნი-პრესის წარმომადგენელმა მანანა გურგულიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სოხუმში სიწყნარეა:
[მანანა გურგულიას ხმა] “ სოხუმში, პრინციპში, სიწყნარეა. ხაჯიმბას მომხრეები ისევ ფილარმონიაში არიან შეკრებილები და უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. სასამართლოს სხდომა შეიძლება სამშაბთს ჩატარდეს. რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მას მუშაობა ჯერ არ დაუწყია. კომისიის რამდენიმე წევრი სამუშაოდ გამოცხადდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისთვის ეს საკმარისი არა არის. საარჩევნო კომისიაში არ შეუძლიათ დაზუსტება იმისა, თუ როდის დაიწყებენ მუშაობას. “
უმაღლესი სასამართლოს სხდომა 19 ოქტომბერს არის დანიშნული. ხაჯიმბას სარჩელის განხილვისთვის აუცილებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები სრული შემადგენლობით შეიკრიბონ.