აუცილებლად მოჰყვება იმ ცხარე კამათის ხელახალი გაჩაღება, რომელიც იმთავითვე ახლდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობისკენ მიმართულ სამხედრო კამპანიას. მთავარი სადავო საკითხი ასე ჟღერს: "ჰქონდა თუ არა უფლება ვაშინგტონის ადმინისტრაციას, მოკავშირე სახელმწიფოთა მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად დაეწყო ოპერაცია სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი ერაყში სამხედრო ინსპექციების გაგრძელებას უჭერდა მხარს?"
კოფი ანანს არასოდეს დაუმალავს უკმაყოფილება ვაშინგტონის ერთპიროვნული გადაწყვეტილების გამო, თუმცა აქამდე იგი ცდილობდა დიპლომატიური ენით ელაპარაკა და არ ეხმარა სიტყვა "უკანონო". ახლა ვითარება შეიცვალა. ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში ანანმა პირდაპირ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით იმოქმედა.
[კოფი ანანის ხმა] "უწინაც მითქვამს, რომ ერაყის წინააღმდეგ ომი გაეროს ქარტიას ეწინააღმდეგებოდა. ჩვენი პოზიციიდან, გაეროს ქარტიის პოზიციიდან, ეს ომი უკანონო იყო."
მართლაც მკაცრი განცხადებაა! თანაც, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კოფი ანანის ეს სიტყვები მალამოსავით მოეცხობა იმ ქვეყნებს, რომლებიც თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ერაყში ომის დაწყებას. ლონდონის საერთაშორისო კვლევის სამეფო ინსტიტუტის თანამშრომლის, ტიმ გარდენის აზრით, ნათქვამი უწინარესად გერმანიასა და საფრანგეთს ეხება. "მათ გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა უფრო მეტად დარწმუნდებიან ამ გადაწყვეტილების სისწორეშიო", ამბობს გარდენი და დასძენს, რომ თავისი განცხადებით ანანს მხოლოდ შარშანდელი მოვლენების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა როდი სურდა. ლონდონელი ექსპერტი ფიქრობს, რომ გენერალურ მდივანს ახლა მომავალი უფრო აწუხებს და სურს, მსგავსი შემთხვევებისას საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებმა უფრო მეტად გაუწიონ ანგარიში ერთმანეთის პოზიციებს.
[ტიმ გარდენის ხმა] "სავსებით შესაძლებელია, ამას რომ ამბობს, კოფი ანანი შეშფოთებით ფიქრობდეს შემდეგ საერთაშორისო პრობლემაზე, რომელიც უკავშირდება არა ერაყს, არამედ ირანს. ამით მას, შესაძლოა, იმის თქმა სურდეს, რომ თუ პრევენციული ოპერაციების განხორციელებას აპირებ, ზურგს აუცილებლად უნდა გიმაგრებდეს საერთაშორისო თანამეგობრობა და მკაფიო რეზოლუცია, ვიდრე ამ ნაბიჯის გადადგამდე."
სიტყვა "მკაფიო" ტიმ გარდენს შემთხვევით არ უხმარია. საქმე ის გახლავთ, რომ, როგორც ამერიკელი და ბრიტანელი ლიდერები ამტკიცებენ, სამხედრო ოპერაცია მათ გაეროს უშიშროების საბჭოს 1441-ე რეზოლუციის თანახმად დაიწყეს. 2002 წელს მიღებული ეს დოკუმენტი ერაყს აფრთხილებდა, რომ გაეროს მოთხოვნების შეუსრულებლობას სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა. თუმცა, რეზოლუციაში ნათქვამი არ იყო, რა იგულისხმებოდა "სერიოზულ შედეგებში".
BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში კოფი ანანმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მოვლენებს დაასწრეს და საშუალება არ მისცეს გაეროს, მიეღო ახალი, ერაყში სამხედრო ოპერაციის ნებადამრთავი რეზოლუცია.