მიაღწიოს ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი იმ პირების ექსტრადიციას, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყანაში ჰპოვეს თავშესაფარი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სიაში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია ილიას ახმადოვს, ასლან მასხადოვის მთავრობის ყოფილ მინისტრს, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. უნდა აშფოთებდეს თუ არა ახმადოვსა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ვაშინგტონის განცხადებები ბესლანში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების მკაცრი დაგმობისა და რუსეთთან სოლიდარობის შესახებ?
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუცვლია პოზიცია ჩეჩნეთის კონფლიქტის მიმართ. როგორც ბაუჩერმა სამშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, ვაშინგტონი კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ ჩეჩნეთში სისხლისღვრის შეჩერების ერთადერთი გზა პოლიტიკური დიალოგია.
ეს განცხადებები მოჰყვა ვლადიმირ პუტინის არაორაზროვან საყვედურებს ლონდონისა და ვაშინგტონის მისამართით, რომლებიც, რუსეთის ლიდერის თქმით, არ წყვეტენ კავშირს ჩეჩენ სეპარატისტებთან. ზემოთ უკვე ნახსენები ილიას ახმადოვის გარდა, პუტინი გულისხმობდა თვითგამოცხადებული რესპუბკლიკის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის კიდევ ერთ თანამებრძოლს აჰმედ ზაკაევს, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში მიიღო.
ბაუჩერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არ ხვდება ტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმულ ადამიანებს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკაა, ესაუბროს განსხვავებული მოსაზრებების მქონე პოლიტიკურ ლიდერებს. პრესმდივნის თქმით, მოსკოვის უკმაყოფილების მიუხედავად, ვაშინგტონი მომავალშიც აპირებს, შეხვდეს ზომიერი კურსის მიმდევარ ჩეჩენ სეპარატისტებს.
ამავე დროს, სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ კოლინ პაუელმა სცადა, ჩეჩენ სეპარატისტებთან ვაშინგტონის კავშირები ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოეჩინა. მან თანაგრძნობა გამოუთქვა ბესლანის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს.
[კოლინ პაუელის ხმა] "ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი გულისხმობდა ჩეჩენთა წარმომადგენლების რამდენიმე უწინდელ სტუმრობას - არა ამასწინანდელს, არამედ უფრო ადრინდელს - სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან. ამ სტუმრობათა მიზანი იყო, მიგვეღო ინფორმაცია იმაზე, თუ რა მდგომარეობაა რეგიონში. მაგრამ საკითხი, რომელშიც ახლა სრულიად ვიზიარებთ ერთმანეთის პოზიციას, იმ საზარელი, მართლაც საზარელი აქტის დაგმობაა, რომელიც ამ პატარა ქალაქში განხორციელდა."
თანაგრძნობის სიტყვები არ დაუშურებია არც თავდაცვის მინისტრს დონალდ რამსფელდს, რომელმაც პარალელი გაავლო იმ ექსტრემისტულ ისლამისტურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც უპირისპირდებიან როგორც მის ქვეყანას, ისე რუსეთს.
[დონალდ ამსფელდის ხმა] "რისი მოწმენიც გასულ კვირაში გავხდით, იყო გამაოგნებელი, მკაფიო მაგალითი, რა უკიდურეს ზომებზე შეიძლება წავიდნენ ტერორისტები - არა მხოლოდ მზად არიან წავიდნენ, არამედ მიდიან კიდეც. ამას ისინი დღეს სჩადიან. ეს არის გლობალური ბრძოლა ექსტრემისტებსა და იმ ადამიანებს შორის, რომელთაც სურთ, თავისუფლად, თავისუფალ სისტემებში იცხოვრონ."
თუმცა, დონალდ რამსფელდმა თავი შეიკავა იმის მტკიცებისგან, რომ რუსეთში ბოლო ხანს განხორციელებული ტერაქტები რაიმე კავშირშია ვაშინგტონის მიერ წამოწყებულ ანტიტერორისტულ ომთან. მისი თქმით, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ბესლანის ტრაგედიაში "ალ ყაიდის" ტერორისტულ ქსელს ერიოს ხელი.