"სამხრეთი ოსეთი აჭარა არ არის"... ასეთი სათაურებით არის აჭრელებული ბოლო დღეების რუსეთის პრესა. სტატიების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ამ მოკლე მიმოხილვის მომზადებისას არჩევანის გაკეთება გვარიანად გაგვიჭირდა. ათეულობით სტატიიდან მხოლოდ რამდენიმე შევარჩიეთ.
"სამხრეთ ოსეთში ისევ პროვოკაცია მოხდა. საქართველოს შინაგანი ჯარის შენაერთებმა ხელთ იგდეს რუსეთის სამშვიდობო ძალების კოლონა... ოფიციალური თბილისი განაგრძობს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების განზრახ დაძაბვის პოლიტიკას და არღვევს უწინ მიღწეულ ყველა მოლაპარაკებასა თუ შეთანხმებას" - ეს პოლიტოლოგ იური სვეტლოვის მოსაზრებაა, რომელიც მან "როდნაია გაზეტას" ფურცლებზე გამოთქვა. ამავე გაზეთში, რუბრიკით "ნომრის ექსპერტი", მოყვანილია არმიის გენერლის, საბჭოთა კავშირის გმირის, ვალენტინ ვარენიკოვის აზრიც: "ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ბრმად დაუჯერო ყველა იმ ლამაზ სიტყვას, მავანი და მავანი სახელმწიფო მოღვაწე ასე უხვად რომ აფრქვევს კავკასიაში ნატოს პოლიტიკის მისამართით. აქვე გვაქვს ავღანეთის მაგალითი. ამას წინათ ისევ გახლდით იქ. ქაბულში აშშ-ის საელჩო ერთი სამჯერ მაინც გაიზარდა. აშენდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალი ცენტრი, რომლის ამოცანა რუსეთის, ჩინეთისა და სხვა მახლობელი ქვეყნების თვალთვალია. ასევე მოხდება საქართველოში. რუსეთის სამხედრო ბაზების ადგილს ადრე თუ გვიან ამერიკის ან თურქეთის ჯარები დაიკავებენ."
"ცხინვალში დენთის სუნი დგას" - ასეა დასათაურებული "კრასნაია ზვეზდაში" გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორები ოლეგ გორუპაი და ალექსანდრ ტიხონოვი წერენ: "ქართველი ძალოვნების პროვოკაციულმა ქმედებებმა, რომელიც მაისიდან არ წყდება, როგორც ჩანს, მიზანს მიაღწია. სამხრეთი ოსეთის ხელმძღვანელობა, იმედოვნებდა რა, რომ კონფლიქტის ზონაში შექმნილ პრობლემებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის გზით მოაგვარებდა, მთელი თვე არ მიმართავდა ძალისმიერი ხასიათის აქტიურ საპასუხო ზომებს. მაგრამ ბოლო მოვლენებმა ... გვიჩვენა, რომ თბილისი აქცენტს ძალაზე აკეთებს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დროა, დაიწყოს ცხინვალის რეგიონის განიარაღება, რადგან დენთის კასრზე ჯდომა შეუძლებელიაო. დიახ, დენთის კასრზე ჯდომა მართლაც სახიფათოა. მაგრამ როცა მასზე ზიხარ და ასანთით თამაშობ, ეს უკვე სიგიჟის ტოლფასია..."
თბილისის მხრიდან პროვოკაციაზეა საუბარი კიდევ ერთ წერილში სათაურით "თბილისი ცეცხლს ეთამაშება". გაზეთ "პრავდაში" დაბეჭდილი ამ წერილის ავტორი ნიკოლაი კოჟანოვი აღნიშნავს, რომ რაკი "ვარდების რევოლუციის" "აჭარული ვარიანტი" სამხრეთ ოსეთში წარუმატებლობისთვის არის განწირული, საქართველოს მხარე აშკარა პროვოკაციების გზას ირჩევს.
საერთოდ, სიტყვა "პროვოკაცია" ყველაზე გავრცელებულია ბოლო დღეების წერილებში თუ რეპორტაჟებში, რომელიც შიდა ქართლში შექმნილ ვითარებას ეძღვნება. უმეტასად ეს სიტყვა საქართველოს ხელისუფლების მისამართით იხმარება. თუმცა, არის გამონაკლისებიც. ერთ-ერთია გაზეთი "რუსკი კურიერი", რომლის 9 ივლისის ნომერში მილენა ბახვალოვა წერს: "ცხინვალის მოედანზე ქართველი ჯარისკაცების საჯარო დამცირებამ სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება ომის ზღვრამდე მიიყვანა ... სამხრეთი ოსეთის ხელისუფალთა ქმედება ერთი სიტყვით შეიძლება შეფასდეს - პროვოკაცია. ძნელი წარმოსადგენია, თბილისმა ვინმეს თავისი ჯარისკაცების ასეთი დამცირება აპატიოს. მაგრამ ცხინვალში კიდევ უფრო შორს მიდიან: "ტარდება მთელი რიგი სხვა ღონისძიებებისა, რომელთა მიზანია, სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორია გაიწმინდოს ბანდფორმირებებისგან, რომლებსაც ისინი შინაგან ჯარს უწოდებენ" - ასეთი სიტყვები წარმოთქვა კამერების წინ სამხრეთი ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რობერტ გულიევმა. ძნელი დასაჯერებელია, ასეთ ადამიანებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება სურდეთ."
დაბოლოს, კიდევ ერთი ციტატა. იმავე "რუსკი კურიერში" ვიტალი სტრუგოვეცი წერს: "გაღვივებულ კონფლიქტში ყველაზე მშვიდი პოზიცია, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თბილისს უკავია. საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები, თითქოს პირი შეკრესო, ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებენ: იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარდება, ჩვენ არ გვჭირდება სისხლისღვრაო. თბილისს, ეტყობა, მართლაც არ სჭირდება სისხლისღვრა."