ან, შესაძლოა, იმის გამოც, რომ პროგრამები არჩევნების ფორმალური ატრიბუტია და რაიმე ღირებულებას მართლაც არ წარმოადგენს.
გასულ წლებში არჩევნებისთვის მზადების პროცესში მნიშვნელობა ენიჭებოდა თითოეულ მსხვილმან თუ წვრილმან საკითხს; ერთადერთი, რაც ყოველთვის ფორმალურ ხასიათს ატარებდა - პროგრამა იყო. მას დაწერდნენ ან გადაწერდნენ, შემდეგ კი დიდ დარბაზში წაიკითხავდნენ და ჩამოარიგებდნენ.
პარტიები არ ანიჭებდნენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას პროგრამას, რადგან ის ხალხს სრულებით არ აინტერესებდა. ხალხს კი პროგრამა არ აინტერესებდა, რადგან პარტიები მას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და მასში საინტერესოს და საპასუხისმგებლოს არაფერს წერდნენ.
საქართველოში საინფორმაციო ველი პროგრამების გარეშეც პოლიტიკით არის გაჯერებული. იმ პირობებში, როდესაც თითოეული მოქალაქე ყოველდღიუად უამრავ ინფორმაციას იღებს თავად პოლიტიკოსებისგან, როდესაც პრესა ლიდერების პოზიციას უწყვეტად აშუქებს, როდესაც ყველა ერთმანეთის ნათესავი, მეზობელი, მეგობარი, ნაცნობი ან ნაცნობის ნაცნობია, ამომრჩეველთა უმრავლესობა არჩევანს ადამიანური ფაქტორების საფუძველზე აკეთებს.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ 1995 და 1999 წლებში "მოქალაქეთა კავშირს" რეალური კონკურენტი არ ჰყოლია. ეს გარემოება სახელისუფლო პარტიას საშუალებას აძლევდა, ისე მოეგო არჩევნები, რომ მოსახლეობისთვის არ შეეთავაზებინა მომავლის პროგრამული ხედვა და არ შეესრულებინა საკუთარი დაპირებები.
2 ნოემბრის არჩევნებში, სავარაუდოდ, ექვს ან შვიდ საარჩევნო სუბიექტს შეუძლია საპარლამენტო ბარიერის გადალახვა, რაც კონკურენტულ გარემოს ქმნის და პარტიებს პროგრამული ხედვისკენ უბიძგებს. ამიტომაც, წელს პირველად, საარჩევნო პროგრამები მეტ-ნაკლებად რეალურ მნიშვნელობას იძენს. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ჯერჯერობით, პროგრამები მანიფესტებს ჰგავს. მათში ჩამოყალიბებულია მიზნები, მაგრამ არ არის მათი მიღწევის კონკრეტული გზები, გადასადგმელი ნაბიჯების თანმიმდევრობა და ვადები. სატელევიზიო რეკლამებიც მაყურებელს სწორედ იმის გამო აღიზიანებს, რომ მათში მხოლოდ ზოგადი, არაფრისმთქმელი ფრაზები გაისმის: "ჩვენ ვიცით ესა და ეს..." "ჩვენ გვევალება ესა და ეს..." "ჩვენ შეგვიძლია ესა და ეს...." კარგით, მაგრამ, როგორ? ამაზე, რატომღაც, არსად არავინ საუბრობს. ასე რომ, ერთი პრობლემაა, შეიქმნას მწყობრი პროგრამა, მეორე პრობლემა - მისი ხალხამდე მიტანაა. მკაფიო პროგრამა ნიშნავს მკაფიო ხედვას და მკაფიო პასუხისმგებლობას. ჩვენთან კი, ჯერჯერობით, ყველაფერი პროგრამული - ბუნდოვანია.