თუმცა საპარლამენტო ბრძოლებსა და სატელევიზიო შერკინებას შორის არსებითი სხვაობაა და მაყურებელი ამ სხვაობაზე შესაბამისად რეაგირებს.
საპარლამენტო დებატები სატელევიზიო დებატებისგან არსებითად განსხვავდება. ყოფილა შემთხვევა, რომ საპარლამენტო დებატები დილამდე გაგრძელებულა და საზოგადოების რიგითი წევრებიც ისე გაუტაცია ბრძოლის აზარტს, რომ დილამდე მსხდარან ტელეეკრანთან. უშუალოდ სატელევიზიო დებატები კი ხშირად ოც წუთში, მაქსიმუმ, ერთ საათში მოსაწყენი ხდება. რატომ?
სიმწვავით საპარლამენტო დებატები სატელევიზიოს ვერ შეედრება, მიზიდულობის მხრივ კი - პირიქით. განსხვავება ისაა, რომ საპარლამენტო დებატები ყოველთვის ორიენტირებულია შედეგზე. იმის შემდეგ, რაც პარლამენტში ახალი უმრავლესობა ჩამოყალიბდა, ოპოზიციამაც მკაფიო სახე შეიძინა და ორ ბანაკს შორის დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდა. სწორედ ახალ პოლიტიკურ რეალობაში დაიბადა მოვლენა, რომელსაც "საპროცედურო ომი" დაერქვა. რა არის საპროცედურო ომის არსი? პარლამენტში არსებობს უმრავლესობა, რომელსაც 118 ხმით შეუძლია გადაწყვეტილების მიღება; ამავდროულად, არსებობს უმცირესობა, რომელიც პროცედურების მოშველიებით, კანონიერი გზებით, მაგრამ ხელოვნურად ცდილობს, არ დაუშვას მისთვის არასასურველი კენჭისყრის ჩატარება. ღონე უმრავლესობის მხარესაა, ხერხი კი - უმცირესობის. ამგვარი ორთაბრძოლა, განსაკუთრებით, როცა მრავალი საათის განმავლობაში გრძელდება, გაცილებით ერთფეროვანია, ვიდრე სატელევიზიო დებატები, მაგრამ, სინამდვილეში, გაცილებით საინტერესო. მიზეზი მარტივია: მაყურებელს შედეგი აინტერესებს: ვინ მოიგებს და ვინ დარჩება წაგებული. ხშირად ისე ხდება, რომ საპროცედურო ომით ოპოზიციის მიერ მოგებული საკითხი რამდენიმე დღეში ისევ უმრავლესობის სასარგებლოდ წყდება. და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. მაგრამ ლოკალური გამარჯვება ამით ფასს არ კარგავს; ისევე, როგორც საბოლოო კენჭისყრა.
რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, მისი შინაარსი სულ სხვაგვარია: რომელიმე სადავო საკითხთან დაკავშირებით სატელევიზიო ეთერს უთმობენ მოპაექრე მხარეთა წარმომადგენლებს. და როდესაც გადაცემის დრო იწურება, საკითხის შესახებაც და დებატების მონაწილეთა შესახებაც მაყურებელმა იცის ზუსტად იმდენივე, რამდენიც განხილვის დაწყებამდე იცოდა. არ არსებობს საზოგადოებისთვის საინტერესო შედეგი, რომელზეც ორიენტირებულია კამათში მონაწილე რომელიმე მხარე. არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სატელევიზიო განხილვას ერთმნიშვნელოვანი პასუხი გაეცა საჭირბოროტო საკითხზე. მაყურებელიც, ვისი გულშემატკივრიც იყო პაექრობის დაწყებამდე, კამათის დასრულების შემდეგაც მისივე პოზიციის გამზიარებლად რჩება. საინტერესო და მოულოდნელი კი ასეთ დებატებში, საპარლამენტო განხილვისგან განსხავებით, აღარაფერია.