ეს კოდექსი ვერ გახდება არჩევნების სამართლიანად ჩატარების და ლეგიტიმურობის გარანტი.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელშიც არ არის დაცული საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პარიტეტული პრინციპი. ამავე კოდექსმა საშუალება მისცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელ წევრებს, საქმიანობა მომავალ კომისიაშიც გააგრძელონ, თუმცა მათ აღარავინ ენდობა. ამ პირობებში, შესაძლოა, ეუთომაც უარი განაცხადოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნაზე.
ჯეიმს ბეიკერის გეგმა ორი არსებითი სეგმენტისგან შედგება: არჩევნების ჩატარების ათპუნქტიანი მოდელისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების სქემისგან. ეს გეგმა, თავისი ორივე სეგმენტით, ემსახურება არჩევნებში დარღვევების მაქსიმალურად შემცირებას და, შესაბამისად, შედეგების მაღალ ლეგიტიმურობას. მაგრამ ის ფაქტი, რომ ახალი კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიებში ხმების ორ მესამედს სამი სუბიექტი აგროვებს, დანარჩენ პარტიებს ეჭვის საფუძველს უქმნის. გარდა ამისა, ბეიკერის გეგმის ერთი სეგმენტის დარღვევა თუ დამახინჯება გულისხმობს, რომ შესაძლებელია, ამ გეგმის დანარჩენი პუნქტებიც დარღვევით ან დამახინჯებით შესრულდეს. თუ არჩევნები არსებითად გაყალბდება, შედეგებით უკმაყოფილო ნებისმიერი პარტია ეჭვქვეშ დააყენებს თავად არჩევნების ლეგიტიმურობას.
საზოგადოების მხრიდან ნიჰილიზმის და პასიურობის საფუძველი ნამდვილად არსებობს, ოღონდ ამისთვის შესაფერისი დრო არ არის. ჟურნალ "მედიატორში" ლევან ბერძენიშვილი მეტად დამაფიქრებელ შემთხვევას იხსენებს: "ერთმა გერმანელმა თქვა: როდესაც ფაშისტები მიადგნენ ებრაელებს, ხმა არ ამოვიღე - ჩემთან ხომ არ მოსულან-მეთქი; როდესაც მიადგნენ კომუნისტებს, ისევ გავჩუმდი - კომუნისტები ცუდი ხალხია-მეთქი; პროფკავშირებს რომ მიადგნენ, გამიხარდა, რადგან ერთი-ორი პროფკავშირელი ვიცოდი, ფული ჰქონდათ შეჭმული; როდესაც მიადგნენ მონათესავე რელიგიებს, გამიხარდა, იმიტომ რომ პროტესტანტი ვიყავი; და როდესაც ჩემთან მოვიდნენ, უკვე არავის არც გაუხარდა და არც ეწყინა, იმიტომ რომ არც აღარავინ იყო."
საქართველოშიც ასეა. არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში, შესაძლოა, ისე გამწვავდეს პოლიტიკურ პარტიათა ურთიერთდაპირისპირება, მათ შორის, ოპოზიციაშიც, რომ წესიერმა მოქალაქემ იფიქროს: "მაგათ საქმეში არ ჩავერევი, თუნდაც ერთმანეთი დანა-ჩანგლით მიურთმევიათ, - საქართველოზე მაინც არავინ ფიქრობსო". აი, ამ დროს უნდა გავიხსენოთ გერმანელი, რომელსაც ცხოვრებამ ასწავლა, რომ ჯობს, თავიდანვე ჩაერიო - მანამ, სანამ პირადად შენ მოგადგებიან. ის, რაც არჩევნების შემდეგ მოხდება, შესაძლოა, თითოეულ ოჯახს მწარედ შეეხოს, რადგან არჩევნების ლეგიტიმურობის ერთადერთ გარანტად საქართველოს მოსახლეობა რჩება.